სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტრის სამხედრო ხომალდის განდევნის მიზნით, კონტრზომების მიღება ვბრძანეთ“ - დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის
"მტრის სამხედრო ხომალდის განდევნის მიზნით, კონტრზომების მიღება ვბრძანეთ“ - დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სრო­ლე­ბი გაც­ვა­ლეს და სამ­ხედ­რო და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე ორი­ვე მხა­რემ, სა­ზღვაო სა­ზღვრე­ბის დარ­ღვე­ვა­ში, ერ­თმა­ნე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

სამ­ხრე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სებ­მა (JCS) გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ვაჭ­რო გე­მის და­სა­ნა­ხად, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რად­გან მან დე ფაქ­ტო სა­ზღვაო სა­ზღვა­რი (NLL - ჩრდი­ლო­ე­თის ლი­მი­ტის ხაზი) გა­დაკ­ვე­თა.

ამა­ვე დროს, ჩრდი­ლო­ე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­ზღვაო ფლო­ტის გემ­მა სა­ზღვა­რი და­არ­ღვია და ამის გამო მათ 10 სა­რა­კე­ტო სა­არ­ტილ­რიო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს: "მტრის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დის გან­დევ­ნის მიზ­ნით, კონ­ტრზო­მე­ბის მი­ღე­ბა ვბრძა­ნეთ“, - გა­ნა­ცხა­და კო­რე­ის სა­ხალ­ხო არ­მი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სპი­კერ­მა.

სამ­ხრე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სებ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ამ ნა­ბიჯს 2018 წლის ორ­მხრი­ვი სამ­ხედ­რო შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა უწო­დეს, რო­მე­ლიც სა­სა­ზღვრო რე­გი­ო­ნებ­ში "მტრულ ქმე­დებს“ კრძა­ლავს. მათ ასე­ვე მო­უ­წო­დეს ჩრდი­ლო­ეთს, რომ შე­წყვი­ტოს "მუდ­მი­ვი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და ბრალ­დე­ბე­ბი“.

1990 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ფხე­ნი­ა­ნი კა­მა­თობს "ჩრდი­ლო­ე­თის ლი­მი­ტის ხაზ­ზე", რო­მე­ლიც 1950-53 წლე­ბის კო­რე­ის ომის ბო­ლო­საა შედ­გე­ნი­ლი და აცხა­დებს, რომ ის მო­შო­რე­ბით, კი­დევ უფრო სამ­ხრე­თით უნდა იყოს.

სამ­ხრეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მან სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის გამო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხის ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა და უარ­ყოფს ჩრდი­ლო­ე­თის პრე­ტენ­ზი­ას NLL-ზე.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

ჯანდაბამდე გზა ჰქონია დიქტატორ კიმს...ზედ იმ დაკვარწნილ თავზე უნდა დასცე ატომი...

ოპა
6

 ჩვენი სიმპატიური ოპე-ბი წავლენ ომში. 

ავტორი:

"მტრის სამხედრო ხომალდის განდევნის მიზნით, კონტრზომების მიღება ვბრძანეთ“ - დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

"მტრის სამხედრო ხომალდის განდევნის მიზნით, კონტრზომების მიღება ვბრძანეთ“ - დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროზე, გამაფრთხილებელი სროლები გაცვალეს და სამხედრო დაძაბულობის ფონზე ორივე მხარემ, საზღვაო საზღვრების დარღვევაში, ერთმანეთი დაადანაშაულა.

სამხრეთის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა (JCS) განაცხადეს, რომ მათ, ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის დასანახად, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, რადგან მან დე ფაქტო საზღვაო საზღვარი (NLL - ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზი) გადაკვეთა.

ამავე დროს, ჩრდილოეთის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის გემმა საზღვარი დაარღვია და ამის გამო მათ 10 სარაკეტო საარტილრიო გასროლა განახორციელეს: "მტრის სამხედრო ხომალდის განდევნის მიზნით, კონტრზომების მიღება ვბრძანეთ“, - განაცხადა კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის სპიკერმა.

სამხრეთის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს 2018 წლის ორმხრივი სამხედრო შეთანხმების დარღვევა უწოდეს, რომელიც სასაზღვრო რეგიონებში "მტრულ ქმედებს“ კრძალავს. მათ ასევე მოუწოდეს ჩრდილოეთს, რომ შეწყვიტოს "მუდმივი პროვოკაციები და ბრალდებები“.

1990 წლიდან მოყოლებული, ფხენიანი კამათობს "ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზზე", რომელიც 1950-53 წლების კორეის ომის ბოლოსაა შედგენილი და აცხადებს, რომ ის მოშორებით, კიდევ უფრო სამხრეთით უნდა იყოს.

სამხრეთ კორეის ოფიციალურმა სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან საზღვრის დარღვევის გამო ჩვეულებრივი სახის ოპერაცია ჩაატარა და უარყოფს ჩრდილოეთის პრეტენზიას NLL-ზე.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა