კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლანის" წევრობაში დადანაშაულებული მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს
"კლანის" წევრობაში დადანაშაულებული მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში გა­მარ­თულ მო­სა­მარ­თლე­თა 31-ე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ორი მო­სა­მარ­თლე წევ­რი - ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს.

დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა და­ა­სა­ხე­ლეს, ხოლო ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ, თა­ვად და­ა­ყე­ნა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ორი წევ­რის ად­გი­ლი მას შემ­დეგ გახ­და ვა­კან­ტუ­რი, რაც გოჩა აბუ­სე­რი­ძემ და გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 4 წლის ვა­დით ინიშ­ნე­ბი­ან.

ოპო­ზი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ტომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბად ლე­ვან მუ­რუ­სი­ძი­სა და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა სის­ტე­მა­ში "კლა­ნის“ გაძ­ლი­ე­რებ­სა და "ქა­რუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან მეტი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ერთი პე­რი­ო­დი ვფიქ­რობ­დი, ხომ არ წა­ვი­დე სა­ერ­თოდ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­დან - მეთ­ქი, მაგ­რამ არ მო­ის­ვე­ნეს - დღეს არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, თო­რემ ცე­ცხლზეც დაგ­ვწვავ­დნენ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ჩემი სა­ხე­ლის სპე­კუ­ლი­რე­ბით ხდე­ბო­და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სა­ხე­ლის შე­ბღავ­ლა და დის­კრე­დი­ტა­ცია - ისე­თი ლან­ძღვა მი­დის სა­სა­მარ­თლოს და მო­სა­მარ­თლის, თუ ადა­მი­ა­ნი გულ­წრფე­ლად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ჰქონ­დეს, ასე­თი მე­თო­დე­ბით არ იმოქ­მე­დებ­და", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე,ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

ამას­თა­ნა­ვე, მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან იმ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა, რის გა­მოც იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რად სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა და­ა­ყე­ნა.

რო­გორც მუ­რუ­სი­ძე გან­მარ­ტავს, ყვე­ლა პრობ­ლე­მას, რაც სა­სა­მარ­თლო­ში იყო მას აბ­რა­ლებ­დნენ, მან კი გა­და­წყვი­ტა, რომ პი­რა­დად უპა­სუ­ხოს ბრალ­დე­ბებს და იბ­რძო­ლებს, რათა სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს.

"მო­ტი­ვა­ცია შემ­დე­გია, რო­დე­საც საბ­ჭოს მდივ­ნო­ბი­დან წა­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე წელი ჩუ­მად, წყნა­რად ვი­ყა­ვი. რა­ტომ­ღაც არ მო­ის­ვე­ნეს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი იქ­ნე­ბო­და თუ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სი, ექ­სპერ­ტი, ხში­რად ატ­რი­ა­ლებ­დნენ ჩემს სა­ხელს.

ამას აბამ­დნენ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას. ჩემი გვა­რით მუ­რუ­სი­ძე რა­ტომ­ღაც უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში გა­მო­იყ­ვა­ნეს, გვარს აყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ყვე­ლა პრობ­ლე­მას, რაც ქვე­ყა­ნა­ში იყო და სა­სა­მარ­თლო­ში მე მაბ­რა­ლებ­დნენ.

რად­გან რი­გი­თი მო­სა­მარ­თლე ვი­ყა­ვი და არ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პა­სუ­ხი გა­მე­ცა, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, თუ ვინ­მეს პრე­ტენ­ზია ექ­ნე­ბა, თვი­თონ გავ­ცემ პა­სუხს, ვიბ­რძო­ლებ, რომ სა­სა­მარ­თლო კი­დევ უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს. ამ სის­ტე­მა­ში ვარ გაზ­რდი­ლი, ვიცი თი­თო­ე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე და სა­სა­მარ­თლოს პრობ­ლე­მე­ბი. გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი სა­ხე­ლით სპე­კუ­ლი­რე­ბას რომ ყვე­ლამ და­ა­ნე­ბოს თავი, მე მომ­მარ­თონ და გავ­ცე პა­სუ­ხი. ჩემი სა­ხე­ლის სპე­კუ­ლი­რე­ბით ხდე­ბო­და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სა­ხე­ლის შე­ბღავ­ლა და დის­კრე­დი­ტა­ცია.

სი­ტყვით ბევ­რი ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ მე არ ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რად უნ­დო­დეთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო. ისე­თი ლან­ძღვა მი­დის სა­სა­მარ­თლოს და მო­სა­მარ­თლის, თუ ადა­მი­ა­ნი გულ­წრფე­ლად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ჰქონ­დეს, ასე­თი მე­თო­დე­ბით არ იმოქ­მე­დებ­და.

არა­სამ­თავ­რო­ბო იქ­ნე­ბა თუ სხვა, უნ­დათ გავ­ლე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში, ფიქ­რო­ბენ, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს აქვს ავ­ტო­რი­ტე­ტი და ეს ხე­ლის შემ­შლე­ლია, რომ ხდე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­რაზმვა ერთ მუშ­ტად, შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო იბ­რძვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ, რომ სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს. თუ ვინ­მეს სურს სა­სა­მარ­თლოს და­ეხ­მა­როს, ასე­თი ლექ­სი­კით არ იმე­ტყვე­ლებს“,- აღ­ნიშ­ნავს მუ­რუ­სი­ძე.

ამას­თან, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარ­გუ­მენ­ტოა ბრალ­დე­ბე­ბი, თით­ქოს ის "კლა­ნის“ წევ­რია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დღეს მისი სა­ხე­ლით სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ.

"ზო­გა­დად, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში რო­დე­საც საქ­მეს ვი­ხი­ლავთ, ორი­ვე მხა­რეს ვუს­მენთ. ვინც ჩა­მო­დის უცხო­ე­ლი იქ­ნე­ბა თუ ში­ნა­უ­რი, რო­დე­საც „კლან­ზე“ სა­უბ­რობს და ასა­ხე­ლებს ჩემს სა­ხელ­სა და გვარს, არა­ვინ მო­სუ­ლა ჩემ­თან და არ უკი­თხავს, ბა­ტო­ნო ლე­ვან, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც თქვენს შე­სა­ხებ ამ­ბობს, რომ თქვენ ხართ კლა­ნი“ და პრე­ტენ­ზი­ებს გი­ყე­ნებთ, ამ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ უპა­სუ­ხოთ. რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, საბ­ჭოს იგ­ნო­რი ხდე­ბა. სად­მე გი­ნა­ხავთ, სა­სა­მარ­თლო­ში რამე კარ­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა რომ ხდე­ბა, ტე­ლე­ვი­ზია მი­სუ­ლი­ყოს და გა­და­ე­ღოს? წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინ­მე გი­ნა­ხავთ, და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნოს რო­მე­ლი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ზე რა­მეს მო­ამ­ზა­დებს? ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. არ მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მე ჩემ­ზე პრო­ა­მე­რი­კუ­ლი ან პრო­ევ­რო­პუ­ლი იყოს ყვე­ლა­ნა­ი­რად. აშშ რა­ტომ მომ­წონს და მიყ­ვარს, ვინც იყ­ვნენ დიდი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ყო­ველ­თვის იყო წა­ხა­ლი­სე­ბე­ბი, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს თა­ვი­ანთ სა­ხელს არ­ქმევ­დნენ, თუ რამე კარ­გი ხდე­ბო­და. ადა­მი­ა­ნი უნდა წა­ა­ხა­ლი­სო. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­საც და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე წა­ხა­ლი­სე­ბა სჭირ­დე­ბა. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა სულ ლან­ძღვა-გი­ნე­ბა იყოს“,- გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის შე­ფა­სე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დღეს მო­სა­მარ­თლე­ებს ჩაგ­რა­ვენ და ამას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ხე­ლით აკე­თე­ბენ.

"დღეს არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, თო­რემ ცე­ცხლზეც დაგ­ვწვავ­დნენ ეს არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი. პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, უბ­რა­ლოდ, ისი­ნი ამას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხე­ლით აკე­თე­ბენ. თუმ­ცა, ჩემი ღრმა რწმე­ნით, მათ არც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ანაღ­ვლებთ და არც დე­მოკ­რა­ტია“, - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უტყუარად!
0

ადვოკატი ვარ, არაერთხელ ვარ ნამყოფი მურუსიძესთან პროცესზე და გულწრფელად გეტყვით, რომ არის საუკეთესო მოსამართლე. 

ელგუჯა
1

სიმართლეს ამბობს. სასამართლოდან უნდოდა წასვლა. მე თვითონ შევხედე: სასამართლოს შენობიდან გამოვიდა, შეჩერდა და მერე შენობაში უკან შებრუნდა.

ავტორი:

"კლანის" წევრობაში დადანაშაულებული მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს

"კლანის" წევრობაში დადანაშაულებული მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.

დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

ოპოზიციაში აცხადებენ, ტომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა სისტემაში "კლანის“ გაძლიერებსა და "ქარული ოცნების“ მხრიდან მეტი კონტროლის დამყარებას ემსახურება.

"ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან - მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს - დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ არასამთავრობოები ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა", - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე,ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთანავე, მან ჟურნალისტებთან იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა.

როგორც მურუსიძე განმარტავს, ყველა პრობლემას, რაც სასამართლოში იყო მას აბრალებდნენ, მან კი გადაწყვიტა, რომ პირადად უპასუხოს ბრალდებებს და იბრძოლებს, რათა სასამართლო დამოუკიდებელი იყოს.

"მოტივაცია შემდეგია, როდესაც საბჭოს მდივნობიდან წავედი, რამდენიმე წელი ჩუმად, წყნარად ვიყავი. რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს.

ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. ჩემი გვარით მურუსიძე რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიყვანეს, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაში იყო და სასამართლოში მე მაბრალებდნენ.

რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, რომ პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, თვითონ გავცემ პასუხს, ვიბრძოლებ, რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ამ სისტემაში ვარ გაზრდილი, ვიცი თითოეული მოსამართლე და სასამართლოს პრობლემები. გადავწყვიტე, ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, მე მომმართონ და გავცე პასუხი. ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია.

სიტყვით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალურად უნდოდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა.

არასამთავრობო იქნება თუ სხვა, უნდათ გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს ხელის შემშლელია, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად, შესაბამისად, სასამართლო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუ ვინმეს სურს სასამართლოს დაეხმაროს, ასეთი ლექსიკით არ იმეტყველებს“,- აღნიშნავს მურუსიძე.

ამასთან, ლევან მურუსიძის განცხადებით, აბსოლუტურად უარგუმენტოა ბრალდებები, თითქოს ის "კლანის“ წევრია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მისი სახელით სასამართლოს დისკრედიტაციას ახდენენ.

"ზოგადად, სასამართლო სისტემაში როდესაც საქმეს ვიხილავთ, ორივე მხარეს ვუსმენთ. ვინც ჩამოდის უცხოელი იქნება თუ შინაური, როდესაც „კლანზე“ საუბრობს და ასახელებს ჩემს სახელსა და გვარს, არავინ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს, ბატონო ლევან, არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვენს შესახებ ამბობს, რომ თქვენ ხართ კლანი“ და პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებზე რა შეგიძლიათ უპასუხოთ. რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეალურად, საბჭოს იგნორი ხდება. სადმე გინახავთ, სასამართლოში რამე კარგი ღონისძიება რომ ხდება, ტელევიზია მისულიყოს და გადაეღოს? წლების განმავლობაში ვინმე გინახავთ, დაეფინანსებინოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოზე რამეს მოამზადებს? ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული. არ მგონია, საქართველოში ვინმე ჩემზე პროამერიკული ან პროევროპული იყოს ყველანაირად. აშშ რატომ მომწონს და მიყვარს, ვინც იყვნენ დიდი პიროვნებები, ყოველთვის იყო წახალისებები, ყოველთვის ყველაფერს თავიანთ სახელს არქმევდნენ, თუ რამე კარგი ხდებოდა. ადამიანი უნდა წაახალისო. სასამართლო სისტემასაც დაძაბულობის ფონზე წახალისება სჭირდება. ხომ არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება იყოს“,- განაცხადა მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მოსამართლეებს ჩაგრავენ და ამას ადამიანის უფლებების სახელით აკეთებენ.

"დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობოები. პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ, ისინი ამას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სახელით აკეთებენ. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, მათ არც ადამიანის უფლებები ანაღვლებთ და არც დემოკრატია“, - განაცხადა მურუსიძემ.