Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბასილაშვილს გმირობის ორდენი რომ არ მიანიჭა არ გიკვირთ?! რამდენი მოძალადე კაცი წახალისდა" - როგორ ეხმაურებიან ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი საქმის განაჩენს "ფეისბუქზე"?
"ბასილაშვილს გმირობის ორდენი რომ არ მიანიჭა არ გიკვირთ?! რამდენი მოძალადე კაცი წახალისდა" - როგორ ეხმაურებიან ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი საქმის განაჩენს "ფეისბუქზე"?

დღეს მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, სა­დაც ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ცხად­და. მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

ნა­ხეთ: მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბა, თუ რა­ტომ გა­მო­უ­ტა­ნა ბა­სი­ლაშ­ვილს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მწვა­ვედ შეხ­ვდა. ვერ­დიქ­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სი უამ­რა­ვი პოს­ტი და­ი­წე­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი თვლის, რომ მო­სა­მათ­ლემ ამ გა­ნა­ჩე­ნით ძა­ლა­დო­ბა წა­ა­ხა­ლი­სა:

ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი, სა­ი­ას თავ­მჯდო­მა­რე:

ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ჩე­ნი ბრალ­დე­ბულს კი არა, და­ზა­რა­ლე­ბულს გა­მო­უ­ტა­ნა და სხვა­თა­შო­რის, ამ მო­სა­მარ­თლეს უფრო ნაკ­ლე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­თაც გა­უმტყუ­ნე­ბია ხალ­ხი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ებ­ზე.ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე ვი­საც აქვს შე­ხე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მო­სა­მარ­თლეს, ყვე­ლა­სათ­ვის ორ­ჯერ ორია, რომ მსხვერ­პლში დამ­ნა­შა­ვე არ უნდა მო­ძებ­ნო და მას ბრა­ლი არ უნდა დას­დო იმა­ში, თუ რა­ტომ არ და­იც­ვა თავი ეფექ­ტუ­რად.სულ რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ცამ­დე მარ­თა­ლი იყოს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გამ­ტყუ­ნე­ბა სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა და ეს, რა თქმა უნდა, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს მსხვერ­პლ ქა­ლებ­ზე. მო­სა­მარ­თლის დას­მუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი და მისი ტონი პირ­და­პირ ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და­ზა­რა­ლე­ბულს და მა­შინ, რო­დე­საც იცი, რომ შენი და­სა­ბუ­თე­ბა სა­ჯა­როდ გა­და­ი­ცე­მა, ლა­პა­რა­კის­გან თავი მით უმე­ტეს უნდა შე­ი­კა­ვო. 39George Kikabidze, Tamta Muradashvili და 37 სხვა 4 კო­მენ­ტა­რი

ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი: საქ­მის მა­სა­ლე­ბის დე­ტა­ლუ­რად არ­ცოდ­ნის პი­რო­ბებ­ში, მხო­ლოდ ორი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია:

1. ასე­თი (მი­ნი­მუმ გა­ნა­ჩე­ნის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლი­დან რაც გა­ვი­გე) მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტით სხვა შემ­თხვე­ვებ­ში, სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, უამ­რავ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს იც­ნობს სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა. რა თქმა უნდა, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა არა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, არა­მედ ის, რომ ოჯახ­ში და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბებ­ზე უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის და­დე­ბა ხში­რად პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია (მსხვერ­პლე­ბი არ და ვერ და­დი­ან კა­მე­რე­ბით) და უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის მო­თხოვ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბელს ხდის ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას.

2. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას (თა­ვი­სი კონ­ტექ­სტით, კამ­პა­ნი­ით და ა.შ.) აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ოჯახ­ში და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე. ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია გა­ა­ათ­მა­გოს სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვა ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად

ეკა კვე­სი­ტა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

რა­ტომ არის სა­ჭი­რო სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო? იმი­ტომ, რომ ერთ დღეს უსა­მარ­თლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს, მათ შო­რის მა­თაც, ვი­საც ჰგო­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბა მას არ ეხე­ბა, რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვა. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მოშ­ვე­ბულ­მა მო­ძა­ლა­დემ ახალ­გაზ­რდა გოგო მოკ­ლა. დღეს ნეკა დო­რო­ყიშ­ვილ­ზე იძა­ლა უსირ­ცხვი­ლო სა­სა­მარ­თლომ. ხვალ გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი კი­დევ უფრო გა­ი­მარ­თე­ბი­ან წელ­ში და ძა­ლა­დო­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყე­ბა. მოკ­ლედ, პო­ლი­ტი­კურ წუმ­პეს წუმ­პე მოჰ­ყვე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში და ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბა.

ვიკა ბუ­კია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

რამ­დე­ნი მო­ძა­ლა­დე კაცი წა­ა­ხა­ლი­სა დღეს ამ მო­სა­მარ­თლემ, მა­გას ვე­რა­ვინ და­ით­ვლის. ამ სა­სა­მარ­თლოს­გან “N1 ჩო­გა­ნის” გა­მარ­თლე­ბას არც ვე­ლო­დი, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი იყოო, ფაქ­ტობ­რი­ვად. გა­უ­საძ­ლი­სია ამ ქა­ლის მოს­მე­ნა. ამ ტო­ნის.ამაზ­რზე­ნია

ნანა გე­გეჭ­კო­რი, ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი:

ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ნა­ყოფს იცი­ლე­ბენ მხო­ლოდ იმი­ტომ რომ გო­გოა, და მხო­ლოდ ვა­ჟიშ­ვი­ლის მამა მი­აჩ­ნი­ათ მა­მა­კა­ცად, რა­ტომ გიკ­ვირთ, რომ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს, სა­სა­მარ­თლოს თუ რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დო­ნე­ზე...აბა სა­კუ­თარ გულ­ში ჩა­ი­ხე­დეთ, რამ­დენს გი­ოც­ნე­ბი­ათ ბი­ჭის მშობ­ლო­ბა­ზე და რამ­დე­ნი ყო­ფილ­ხართ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი გო­გოს რომ აღ­მო­ა­ჩენთ ექოს­კო­პი­ა­ზე?ჩა­ნა­სა­ხი­დან­ვე ქალ­ზე მო­ძა­ლა­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვართ სამ­წუ­ხა­როდ... არც უნი­კა­ლუ­რე­ბი ვართ ამ მხრივ. ბევ­რი ჩვენ­ნა­ი­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობს.

მე და გი­ორ­გის ორ ქა­ლიშ­ვილ­ზე ამოგ­ვდის მზე და ოდეს­მე ვინ­მემ მათ რომ გული ატ­კი­ნოს, მთელს სამ­ყა­როს შევძრავთ და არც ერთ ცრემლს არ შე­ვარ­ჩენ.თუ მე­უღ­ლის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ან მე­გობ­რის საქ­ცი­ე­ლი არ მოგ­წონს მო­შორ­დი და მათ გა­რე­შე გა­აგ­რძე­ლე ცხოვ­რე­ბა. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ძა­ლით სცა­დოს იმის გა­მოს­წო­რე­ბა რაც არ მოს­წონს. არ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი რაც ძა­ლა­დო­ბას გა­ა­მარ­თლებს. არც მსუ­ბუ­ქი ძა­ლა­დო­ბა არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნის ნე­ბის სა­წი­ნა­ამღდე­გოდ მისი იძუ­ლე­ბა რა­ი­მე ფორ­მით არის ძა­ლა­დო­ბა და ის უნდა ის­ჯე­ბო­დეს კა­ნო­ნით. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ახ­სნე­ბი მხო­ლოდ ვე­ლურ ადა­მი­ა­ნებს აქვთ და არა ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბულ ერებს.

ლაშა თორ­დია, ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი აუ­დი­ტო­რი: ფარ­ცხა­ლა­ძე გა­ა­მარ­თლა და ბა­სი­ლაშ­ვილს გმი­რო­ბის ორ­დე­ნი რომ არ მი­ა­ნი­ჭა არ გიკ­ვირთ?!

თა­მარ ჩეგ­რო­ლე­იშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: არ გვექ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო მა­ნამ­დე, სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კა. რეს­პუბ­ლი­კა არ გვექ­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ მოვა ღირ­სე­უ­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც სის­ტე­მუ­რად აზ­როვ­ნებს და იცის, რო­გორ იქ­მნე­ბა ასე­თი სის­ტე­მა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

სად მოძებნეთ ეს ''ქართველ ქალთა (უკაცრავად, მანდილოსანთა) დიდებული ლაშქარი?'' ამათი აზრების ფრქვევაღა აკლდა ამ საქმეს!!! ამათი ''წყალობითა და მოღვაწეობითაა'' ქვეყანა არეული!!!

თამაზი
3

ეს აფთრები ნახე რააა. თეორიულადაც არ უშვებენ იმის შანსს, რომ კაცი მართალი შეიძლება იყოს. დავუშვათ, ხელი ან ფეხი რამეს მივარტყი და დამილურჯდა. მივედი ექიმთან და მომცა ცნობა, რომ სხეულზე მაქვს ფიზიკური დაზიანება. წავედი სასამართლოში ამ ცნობით და ვუჩივლე ჩემს მეუღლეს, რომ ფიზიკურად იძალადა. გაამტყუნებს მოსამართლე ჩემს მეუღლეს? არადა სასამართლოზე ამაზე "წონიანი" საბუთი, თავისი მონაყოლის გარდა, არაფერი წარმოუდგენია იმ ქალბატონს. მოსამართლემ მხოლოდ იმის გამო დაუჯეროს, რომ ქალია? იმ ვიდეოებზეც, დარწმუნებული ვარ, წინასწარ სპეციალურად აგიჟებდა ნიკას, რომ მას ეყვირა, ეგინებინა და თუ ხელსაც დაარტყავდა, მთლად უკეთესი. აბა ადამიანი გირტყავეს და შენ ვიდეოს იღებდე, ნორმალური რეაქციაა?

ავტორი:

"ბასილაშვილს გმირობის ორდენი რომ არ მიანიჭა არ გიკვირთ?! რამდენი მოძალადე კაცი წახალისდა" - როგორ ეხმაურებიან ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი საქმის განაჩენს "ფეისბუქზე"?

"ბასილაშვილს გმირობის ორდენი რომ არ მიანიჭა არ გიკვირთ?! რამდენი მოძალადე კაცი წახალისდა" - როგორ ეხმაურებიან ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი საქმის განაჩენს "ფეისბუქზე"?

დღეს მთელი ყურადღება საქალაქო სასამართლოსკენ იყო მიმართული, სადაც ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი საქმის განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

ნახეთ: მოსამართლის განმარტება, თუ რატომ გამოუტანა ბასილაშვილს გამამართლებელი განაჩენი

გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი მწვავედ შეხვდა. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელსი უამრავი პოსტი დაიწერა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოსამათლემ ამ განაჩენით ძალადობა წაახალისა:

ნიკა სიმონიშვილი, საიას თავმჯდომარე:

ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი ბრალდებულს კი არა, დაზარალებულს გამოუტანა და სხვათაშორის, ამ მოსამართლეს უფრო ნაკლები მტკიცებულებებითაც გაუმტყუნებია ხალხი ოჯახში ძალადობის საქმეებზე.ოჯახში ძალადობის საქმეზე ვისაც აქვს შეხება, განსაკუთრებით კი, მოსამართლეს, ყველასათვის ორჯერ ორია, რომ მსხვერპლში დამნაშავე არ უნდა მოძებნო და მას ბრალი არ უნდა დასდო იმაში, თუ რატომ არ დაიცვა თავი ეფექტურად.სულ რომ ბრალდებული ცამდე მართალი იყოს, დაზარალებულის გამტყუნება სრული კატასტროფაა და ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს მსხვერპლ ქალებზე. მოსამართლის დასმული აქცენტები და მისი ტონი პირდაპირ ადანაშაულებდა დაზარალებულს და მაშინ, როდესაც იცი, რომ შენი დასაბუთება საჯაროდ გადაიცემა, ლაპარაკისგან თავი მით უმეტეს უნდა შეიკავო. 39George Kikabidze, Tamta Muradashvili და 37 სხვა 4 კომენტარი

ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი: საქმის მასალების დეტალურად არცოდნის პირობებში, მხოლოდ ორი რამის თქმა შემიძლია:

1. ასეთი (მინიმუმ განაჩენის სამოტივაციო ნაწილიდან რაც გავიგე) მტკიცებულებითი სტანდარტით სხვა შემთხვევებში, სხვა ბრალდებულების მიმართ, უამრავ გამამტყუნებელ განაჩენს იცნობს სასამართლო პრაქტიკა. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება არა უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ ცნობა მტკიცებულებების გარეშე, არამედ ის, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობებზე უფრო მაღალი სტანდარტის დადება ხშირად პრაქტიკულად შეუძლებელია (მსხვერპლები არ და ვერ დადიან კამერებით) და უფრო მაღალი სტანდარტის მოთხოვნა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

2. ამ გადაწყვეტილებას (თავისი კონტექსტით, კამპანიით და ა.შ.) აუცილებლად ექნება ნეგატიური გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე. ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია გააათმაგოს საკუთარი ძალისხმევა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად

ეკა კვესიტაძე, ჟურნალისტი:

რატომ არის საჭირო სამართლიანი სასამართლო? იმიტომ, რომ ერთ დღეს უსამართლობა თითოეულ ადამიანს შეიძლება შეეხოს, მათ შორის მათაც, ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკური მართმსაჯულება მას არ ეხება, რადგან პოლიტიკაში არ ერევა. რამდენიმე ხნის წინ სასამართლოს მიერ გამოშვებულმა მოძალადემ ახალგაზრდა გოგო მოკლა. დღეს ნეკა დოროყიშვილზე იძალა უსირცხვილო სასამართლომ. ხვალ გათავხედებული მოძალადეები კიდევ უფრო გაიმართებიან წელში და ძალადობის ახალი ტალღა დაიწყება. მოკლედ, პოლიტიკურ წუმპეს წუმპე მოჰყვება ყველა სფეროში და ყველა ადამიანს შეეხება.

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

რამდენი მოძალადე კაცი წაახალისა დღეს ამ მოსამართლემ, მაგას ვერავინ დაითვლის. ამ სასამართლოსგან “N1 ჩოგანის” გამართლებას არც ველოდი, მაგრამ იდეალური ქმარი იყოო, ფაქტობრივად. გაუსაძლისია ამ ქალის მოსმენა. ამ ტონის.ამაზრზენია

ნანა გეგეჭკორი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი:

ქვეყანაში სადაც ნაყოფს იცილებენ მხოლოდ იმიტომ რომ გოგოა, და მხოლოდ ვაჟიშვილის მამა მიაჩნიათ მამაკაცად, რატომ გიკვირთ, რომ ქალზე ძალადობა წახალისებულია საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს თუ რელიგიური ორგანიზაციების დონეზე...აბა საკუთარ გულში ჩაიხედეთ, რამდენს გიოცნებიათ ბიჭის მშობლობაზე და რამდენი ყოფილხართ იმედგაცრუებული გოგოს რომ აღმოაჩენთ ექოსკოპიაზე?ჩანასახიდანვე ქალზე მოძალადე საზოგადოება ვართ სამწუხაროდ... არც უნიკალურები ვართ ამ მხრივ. ბევრი ჩვენნაირი საზოგადოება არსებობს.

მე და გიორგის ორ ქალიშვილზე ამოგვდის მზე და ოდესმე ვინმემ მათ რომ გული ატკინოს, მთელს სამყაროს შევძრავთ და არც ერთ ცრემლს არ შევარჩენ.თუ მეუღლის, შეყვარებულის ან მეგობრის საქციელი არ მოგწონს მოშორდი და მათ გარეშე გააგრძელე ცხოვრება. არავის აქვს უფლება ძალით სცადოს იმის გამოსწორება რაც არ მოსწონს. არ არსებობს მიზეზი რაც ძალადობას გაამართლებს. არც მსუბუქი ძალადობა არსებობს. ადამიანის ნების საწინაამღდეგოდ მისი იძულება რაიმე ფორმით არის ძალადობა და ის უნდა ისჯებოდეს კანონით. ალტერნატიული ახსნები მხოლოდ ველურ ადამიანებს აქვთ და არა ცივილიზირებულ ერებს.

ლაშა თორდია, ყოფილი მთავარი აუდიტორი: ფარცხალაძე გაამართლა და ბასილაშვილს გმირობის ორდენი რომ არ მიანიჭა არ გიკვირთ?!

თამარ ჩეგროლეიშვილი, ჟურნალისტი: არ გვექნება სასამართლო მანამდე, სანამ არ გვექნება ახალი რესპუბლიკა. რესპუბლიკა არ გვექნება იქამდე, სანამ ხელისუფლებაში არ მოვა ღირსეული ხალხი, რომელიც სისტემურად აზროვნებს და იცის, როგორ იქმნება ასეთი სისტემა.

ნახეთ ასევე: