"ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა:
"ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა.
ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
თქვენი "ძალის პროეცირება" ჯერ იქ მოახდინეთ სადაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ!! ქვეყანა თავზე გენგრევათ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!! მერე ებრძოლეთ დიქტატურასა და მეგა კორუფციას რითაც უკრაინა ერთ ერთი "ლიდერია" მსოფლიოში. დაიწყეთ დეოლიგარქიზაცია კოლომოისკით რომელმაც თქვენი ლიდერი მოიყვანა ხელისუფლებაში და კიდევ დაანებეთ თავი იარაღის არალეგალურ რეექსპორტს მესამე ქვეყნებში. კარგი იქნება თუ რუსების გაზსა და ამიაკს აღარ გაატარებთ თქვენს ტერიტორიაზე და იზრუნებთ 15 მილიონი უკრაინელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებაზეც. აბა თქვენ იცით, როგორც სლავები ამბობთ ფლაგ ვამ ვ რუკი!!((
ახლა მაინც მიხვდით რა ხდება? ვისთვის იბრძვიან და იხოცებიან უკრაინაში ქართველები? ვინ შეუფასებს და ვინ ეტყვის მადლობას? ამ ქალლის დასაცავად იბრძვიან?