სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ" - რას წერს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?
"სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ" - რას წერს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა აბა­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ დღეს გა­მარ­თუ­ლი პრო­ცეს­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, სა­სა­მარ­თლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან ფო­ტო­ებს იღებ­დნენ...

ანა აბა­ში­ძე:

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ ნი­კო­ლოს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ცხად­დე­ბა. ამ წუ­თებ­ში კი, სა­სა­მარ­თლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბაზ­ში და ბრალ­დე­ბულ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან ფო­ტოს იღე­ბენ. თან მო­სა­მარ­თლის კა­რი­დან შე­მო­ვიდ­ნენ შეს­ვე­ნე­ბის დროს. ასე­თი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს და გა­მი­გია. ტო­ტა­ლუ­რია ქალ­თა მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი. აქ სუნ­თქვაც ჭირს. არ ვიცი, ამ გა­რე­მო­ში რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ობი­ექ­ტუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მის დას­კვნი­თი სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
6

დაუშვებელია ყოველთვის ქალი დავიცვთ. ნ. დოროყაშვილი მეცოდება და იცით რატომ თუ სასამართლო დროზე არ დასრულდა შემოელია ლაბადები.. უკვე ყველა ფერი ამოწურა და რას ჩაიცვავს.. შიშველი ხომ არ მოვა...ზალიკო ბერგერს... აბსოლუტურად ვეთანხმები.. ის ინტერვიუ ნეტა ვინ დაუმუშავა ასე ვაი დალაგებული რომ ლაპარაკობდა...???თან ცრემლიც გადმოყარა. სამარცხვინოდ დადგმული ინტერვიუ იყო ამის შემჩნევას არც დიდი ფსიქოლოგობა თუ ჟურნალისტობა ჭირდება.

tt
4

მსოფლიო დონის ჩოგბურთელია, თავისი შრომით გამოიმუშავებს ფულს. და ამ დროს დივანზე და პლაჟებზე წამოკოტრიალებულ დოროყაანთ ნელკას უშრომელად უნდა შეაწეროს მილიონზე მეტი ლარი, რათა იგრიალოს და გარანტირებული ქონდეს ცხოვრება. ასეტ მეწველს აწი ვერ იშოვის და ცდილობს ბოლომდე გამოწუროს. მესმის, რომ ქალებს ცუდად არ უნდა მოვექცეტ, თუ შევზლებთ დედოფლადაც გავხადოთ, მაგრამ ქალიც უნდა იმსახურებდეს ამას. იმ ფულის მოპოვებაშიც უნდა ეხმარებოდეს მეუღლეს. დარწმუნებული ვარ ბასილაშვილი არაფერს მოაკლებს და ღირსეულად გაზრდის ლუკასს (თუ ნელკამ არ შეუშალა ხელი). და ბოლოს კაცებო, ქალებს თავი ქალად ყოველთვის ვაგრძნობინოტ, მაგრამ თავზე არ დავისვათ. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ" - რას წერს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?

"სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ" - რას წერს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს გამართული პროცესზე შესვენების გამოცხადებისას, სასამართლოს თანამშრომლები ნიკოლოზ ბასილაშვილთან ფოტოებს იღებდნენ...

ანა აბაშიძე:

"სავარაუდოდ, ხვალ ნიკოლოს ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ამ წუთებში კი, სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ. თან მოსამართლის კარიდან შემოვიდნენ შესვენების დროს. ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია. ტოტალურია ქალთა მიმართ სიძულვილი. აქ სუნთქვაც ჭირს. არ ვიცი, ამ გარემოში როგორ შეიძლება ვინმემ ობიექტურობა შეინარჩუნოს..."

იხილეთ ასევე:

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დასკვნითი სხდომა გაიმართა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.