ჯულია რობერტსი და ჯორჯ ქლუნი Westwood’s Regency Village Theatre-ში თავიანთი ახალი ფილმის, Ticket To paradise-ის ამერიკულ პრემიერაზე ვარდისფერ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ.
ჯულიას ხალიჩისა და ყვავილების შესაბამისი ფერის კაბა ეცვა. 20 წელზე მეტი ხნის მეგობრები ხალიჩაზე ხელკავით გამოჩნდნენ და ასე პოზიორებდნენ კამერების წინ.
ჯულია რობერტსიც და ჯორჯ ქლუნიც კარგ განწყობაზე იყვნენ და სიამაყით საუბრობდნენ თავიანთ ახალ ფილმზე.
წყვილმა Hollywood Reporter-ს მისცა ინტერვიუ და კითხვაზე, თუ რა ასპექტია ერთად მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი" ქლუნიმ ხუმრობით უპასუხა, "ფული“, თუმცა რობერტსმა ხელი ჰკრა და თქვა: "ისეთი ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობი".
#TickettoParadise star George Clooney isn't shy about why he keeps working with Julia Roberts pic.twitter.com/kHqqGerxzz
— The Hollywood Reporter (@THR) October 18, 2022
უკვე შეგვიძლია Ticket To paradise წარმატებულ ფილმად ჩავთვალოთ, რადგან მან 72$ მილიონი გამოიმუშავა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ში ფილმის პრემიერა სულ ახლახან შედგა.
წყარო: hollywoodreporter
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ძალიან ლამაზი კაბაა, ფერი ფანტასტიური. რა კარგები არიან, ეს ფილმიც ძალიან სასიამოვნოა:))