კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა - რას ითვალისწინებს ცვლილება და რის მიხედვით აუნაზღაურდებათ თანხა პაციენტებს?
სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა - რას ითვალისწინებს ცვლილება და რის მიხედვით აუნაზღაურდებათ თანხა პაციენტებს?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა გან­მარ­ტა, თუ რას გუ­ლის­ხმობს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის დი­აგ­ნოზ­თან შე­ჭი­დუ­ლი ჯგუ­ფე­ბით( DRG) და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის ამოქ­მე­დე­ბა.

  • რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კონ­კრე­ტულ დი­აგ­ნოზ­ზე გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა ტა­რი­ფი და ცალ­კე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის კლი­ნი­კებს პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გაქვს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღემ­დე სა­ყო­ველ­თაო და­ფი­ნან­სე­ბით კონ­კრე­ტულ ჩა­რე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი იყო ტა­რი­ფი, კონ­კრე­ტულ პა­ცი­ენტს იმის მი­ხედ­ვით უნა­ზღა­ურ­დე­ბო­და თან­ხა, თუ რა ჩა­რე­ვა დას­ჭირ­დე­ბო­და. DRG-ის პრინ­ცი­პი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პა­ცი­ენტს და­ფი­ნან­სე­ბა დი­აგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით უნა­ზღა­ურ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კრე­ტულ დი­აგ­ნოზ­ზე გან­სა­ზღვრუ­ლი არის კონ­კრე­ტუ­ლი ტა­რი­ფი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა, ოპე­რა­ცია, რე­ა­ნი­მა­ცია თუ ა.შ. ყვე­ლა ეს ჩა­რე­ვა უნდა გა­კეთ­დეს და სა­ხელ­მწი­ფო დი­აგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით უხ­დის. იც­ვლე­ბა მხო­ლოდ გა­დახ­დის პრინ­ცი­პი. გა­დახ­დის პრინ­ცი­პი არის ურ­თი­ერ­თო­ბა კლი­ნი­კებ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, პა­ცი­ენ­ტის­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა გარ­და იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ად­გენს ახა­ლი თა­მა­შის პი­რო­ბებს კლი­ნი­კე­ბის­თვის. თუ დღემ­დე კლი­ნი­კას შე­ეძ­ლო, რომ მო­ე­თხო­ვა პა­ცი­ენ­ტის­თვის თა­ნა­გა­დახ­დის გარ­და და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი მო­დე­ლი გა­ეშ­ვე­ბა, ამის უფ­ლე­ბა კლი­ნი­კას აღარ ექ­ნე­ბა",-გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ნე­ბის­მი­ერ დი­აგ­ნოზ­ზე გან­სა­ზღვრუ­ლია ტა­რი­ფი და დად­გე­ნი­ლე­ბა­ში არის გან­სა­ზღვრუ­ლი ამ ტა­რი­ფის თა­ნა­გა­დახ­დის მო­ცუ­ლო­ბა.

"პა­ცი­ენტს ეცო­დი­ნე­ბა ფასი და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის ზე­ვით გა­დახ­დის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა კლი­ნი­კას არ ექ­ნე­ბა",-გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის დი­აგ­ნოზ­თან შე­ჭი­დუ­ლი ჯგუ­ფე­ბით (DRG) და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი ამოქ­მედ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ვერაფერი გავიგე ეს ახალი მოდელი მოსახლეობისთვის უკეთესია თუ უარესი ? 

nana
0

მე თვითონ პორველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარდიოლოგიის განყოფილებაში სამი დღე ვიყავი და 65 ბლარი გადამახდევინეს ისიც პენსიონერი ვარ

ავტორი:

სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა - რას ითვალისწინებს ცვლილება და რის მიხედვით აუნაზღაურდებათ თანხა პაციენტებს?

სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა - რას ითვალისწინებს ცვლილება და რის მიხედვით აუნაზღაურდებათ თანხა პაციენტებს?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურმა განმარტა, თუ რას გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით( DRG) დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედება.

  • როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული იქნება ტარიფი და ცალკეული მომსახურებისთვის კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.

"მნიშვნელოვანი ცვლილება გაქვს საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მიმართულებით. დღემდე საყოველთაო დაფინანსებით კონკრეტულ ჩარევასთან დაკავშირებით განსაზღვრული იყო ტარიფი, კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდებოდა თანხა, თუ რა ჩარევა დასჭირდებოდა. DRG-ის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ პაციენტს დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით უნაზღაურდება. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული არის კონკრეტული ტარიფი, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ ა.შ. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო დიაგნოზის მიხედვით უხდის. იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი. გადახდის პრინციპი არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის, პაციენტისთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაშის პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, რომ მოეთხოვა პაციენტისთვის თანაგადახდის გარდა დამატებითი დაფინანსება, მას შემდეგ, რაც ახალი მოდელი გაეშვება, ამის უფლება კლინიკას აღარ ექნება",-განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი განმარტებით, ნებისმიერ დიაგნოზზე განსაზღვრულია ტარიფი და დადგენილებაში არის განსაზღვრული ამ ტარიფის თანაგადახდის მოცულობა.

"პაციენტს ეცოდინება ფასი და გარკვეული თანხის ზევით გადახდის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება",-განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, 1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.