სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნელი ყვიროდა აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური დაიწყო... შემეშინდა და ნიკას ძმას დავურეკე" - რას იხსენებს ბასილაშვილის მეგობარი გოგონა?
"ნელი ყვიროდა აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური დაიწყო... შემეშინდა და ნიკას ძმას დავურეკე" - რას იხსენებს ბასილაშვილის მეგობარი გოგონა?

ნი­კას მხრი­დან ვინ­მეს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ და­მი­ნა­ხავს, ეს რომ და­მე­ნა­ხა, მას­თან არ ვიქ­ნე­ბო­დი, - ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა ქალ­მა, კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მან დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა 2020 წლის 21 მა­ისს, ავ­ჭა­ლა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, როცა იქ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი მი­ვი­და.

"ნე­ლის უნ­დო­და იქ მი­სუ­ლი­ყო, სა­დაც ლუ­კა­სი და ნი­კო­ლო­ზი იყ­ვნენ. შემ­დეგ ნი­კამ გა­და­წყვი­ტა ავ­ჭა­ლა­ში ცოტა ხნით ლუ­კას­თან ერ­თად წა­სუ­ლი­ყო, ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით, 15:00 სა­ა­თის­თვის მო­ვიდ­ნენ ავ­ჭა­ლა­ში. მე მე-3 სარ­თულ­ზე, ტე­რა­სა­ზე ვი­ყა­ვი, შეზ­ლონგზე ვი­წე­ქი, როცა ნი­კას მან­ქა­ნის ხმა გა­ვი­გე, ხელი და­ვუქ­ნიე ორი­ვეს, ქვე­ვით არ ჩავ­სულ­ვარ, რად­გან ლუ­კასს მხო­ლოდ ერთხელ შევ­ხვდი, ნე­ლის არ მოს­წონ­და ლუ­კა­სი რომ გა­ვი­ცა­ნი, ამა­ზე ცუდი რე­აქ­ცია ჰქონ­და. ტე­რა­სა­ზე, ისევ შეზ­ლონგზე დავ­რჩი, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის შემ­დეგ, ისევ მან­ქა­ნის ხმა გა­ვი­გე.

ავ­დე­ქი, რომ გა­მე­გო რა ხდე­ბო­და, და­ვი­ნა­ხე, რომ ნელი მთა­ვარ ჭიშ­კარ­თან იდგა, მივ­ხვდი რომ ის იყო, რად­გან მა­ნამ­დე სუ­რა­თებ­ში ნა­ნა­ხი მყავ­და, ნიკა და ლუ­კა­სი ჭიშ­კარ­თან მი­ვიდ­ნენ, ნი­კამ ლუ­კა­სი მან­ქა­ნის­კენ წა­იყ­ვა­ნა, ნელი მან­ქა­ნამ­დე გაჰ­ყვა, უკვე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობ­და ნელი, ლუ­კა­სი ნი­კამ მან­ქა­ნა­ში ჩას­ვა და თვი­თო­ნაც ჩაჯ­და, ნე­ლიმ ყვი­რი­ლი და­ი­წყო აგ­რე­სი­უ­ლად და მან­ქა­ნის კა­რის ჯაჯ­გუ­რი.

ნიკა გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან და ლუ­კა­სიც გად­მო­იყ­ვა­ნა, ნე­ლის გა­და­ა­წო­და, ნელი და ნიკა ცოტა ხანი ლა­პა­რა­კობ­დნენ.... ნე­ლის ლუ­კა­სი ჰყავ­და ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი, ნიკა ლუ­კა­სის მკლავს ეფე­რე­ბო­და, მათ შო­რის დის­ტან­ცია 1 მეტ­რი მა­ინც იყო. ნი­კას მხრი­დან ვინ­მეს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ და­მი­ნა­ხავს. ეს რომ და­მე­ნა­ხა, მას­თან არ ვიქ­ნე­ბო­დი. ნი­კამ ამიხ­სნა, რომ ნელი პრო­ვო­კა­ცი­ის მიზ­ნით მო­ვი­და და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ნა­ტა­ლი­ას (ნი­კას დე­დას).

ნი­კას ძმას, თენ­გიზს ტე­ლე­ფონ­ზე და­ვუ­რე­კე, რად­გან ნა­ტოს გამო შე­მე­შინ­და და მინ­დო­და გვერ­დით ჰყო­ლო­და. მე და ნიკა "კინგ დე­ვიდ­ში" წა­ვე­დით, შემ­დეგ ნიკა პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვი­და, რათა პო­ლო­ცი­ის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა, რაც მოხ­და, არ უნ­დო­და, რომ ნელი ისევ ავ­ჭა­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ნი­კას რძალ­მა მო­მა­კი­თხა, ჩვენ გა­ვი­სე­ირ­ნეთ, ნი­კას დაბ­რუ­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ არ დაბ­რუნ­და, ავ­ნერ­ვი­ულ­დი, თენ­გომ და­მი­რე­კა, ნიკა და­ი­ჭი­რე­სო და მკი­თხა, რა მოხ­და ავ­ჭა­ლა­შიო. გა­ვი­გე, რომ ნიკა ძა­ლა­დო­ბის­თვის და­ი­ჭი­რეს, ამი­ტომ პო­ლი­ცი­ა­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, მაგ­რამ ად­ვო­კატ­მა მი­თხრა, რომ იმ ეტაპ­ზე ეს არ უნ­დო­და",- გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის ლუ­კასს პირ­ვე­ლად ავ­ჭა­ლა­ში შევ­ხვდა და ჩოგ­ბურ­თის თა­მა­შის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და. მი­სი­ვე თქმით, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი მის შვილ­თან კარ­ლო­ტას კონ­ტაქ­ტის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო, ამის შე­სა­ხებ კი მა­შინ შე­ი­ტყო, როცა "ნი­კას ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა და­უ­რე­კა და უყ­ვი­რო­და".

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანდრია
1

რისი შეეშინდა? თმებით რო არ ეთრიათ? 

ნიკას
18

იმ ქართველით არ უნდა ვიამაყოთ, წესიერი ქართველი ქალი რომ ვერ აარჩია და ახლა უცხოელთან დადის. რა საამაყო შენ ხარ ბიჭო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ნელი ყვიროდა აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური დაიწყო... შემეშინდა და ნიკას ძმას დავურეკე" - რას იხსენებს ბასილაშვილის მეგობარი გოგონა?

"ნელი ყვიროდა აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური დაიწყო... შემეშინდა და ნიკას ძმას დავურეკე" - რას იხსენებს ბასილაშვილის მეგობარი გოგონა?

ნიკას მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დამინახავს, ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი, - ამის შესახებ ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა, კარლოტა ჰელენა ფონდერლინდემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მან დეტალურად გაიხსენა 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში განვითარებული მოვლენები, როცა იქ ნელი დოროყაშვილი მივიდა.

"ნელის უნდოდა იქ მისულიყო, სადაც ლუკასი და ნიკოლოზი იყვნენ. შემდეგ ნიკამ გადაწყვიტა ავჭალაში ცოტა ხნით ლუკასთან ერთად წასულიყო, ისინი დაახლოებით, 15:00 საათისთვის მოვიდნენ ავჭალაში. მე მე-3 სართულზე, ტერასაზე ვიყავი, შეზლონგზე ვიწექი, როცა ნიკას მანქანის ხმა გავიგე, ხელი დავუქნიე ორივეს, ქვევით არ ჩავსულვარ, რადგან ლუკასს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ნელის არ მოსწონდა ლუკასი რომ გავიცანი, ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა. ტერასაზე, ისევ შეზლონგზე დავრჩი, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ისევ მანქანის ხმა გავიგე.

ავდექი, რომ გამეგო რა ხდებოდა, დავინახე, რომ ნელი მთავარ ჭიშკართან იდგა, მივხვდი რომ ის იყო, რადგან მანამდე სურათებში ნანახი მყავდა, ნიკა და ლუკასი ჭიშკართან მივიდნენ, ნიკამ ლუკასი მანქანისკენ წაიყვანა, ნელი მანქანამდე გაჰყვა, უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდა ნელი, ლუკასი ნიკამ მანქანაში ჩასვა და თვითონაც ჩაჯდა, ნელიმ ყვირილი დაიწყო აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური.

ნიკა გადმოვიდა მანქანიდან და ლუკასიც გადმოიყვანა, ნელის გადააწოდა, ნელი და ნიკა ცოტა ხანი ლაპარაკობდნენ.... ნელის ლუკასი ჰყავდა ხელში აყვანილი, ნიკა ლუკასის მკლავს ეფერებოდა, მათ შორის დისტანცია 1 მეტრი მაინც იყო. ნიკას მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დამინახავს. ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი. ნიკამ ამიხსნა, რომ ნელი პროვოკაციის მიზნით მოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ნატალიას (ნიკას დედას).

ნიკას ძმას, თენგიზს ტელეფონზე დავურეკე, რადგან ნატოს გამო შემეშინდა და მინდოდა გვერდით ჰყოლოდა. მე და ნიკა "კინგ დევიდში" წავედით, შემდეგ ნიკა პოლიციაში წავიდა, რათა პოლოციისთვის ეცნობებინა, რაც მოხდა, არ უნდოდა, რომ ნელი ისევ ავჭალაში დაბრუნებულიყო. ნიკას რძალმა მომაკითხა, ჩვენ გავისეირნეთ, ნიკას დაბრუნებას ველოდებოდი, მაგრამ არ დაბრუნდა, ავნერვიულდი, თენგომ დამირეკა, ნიკა დაიჭირესო და მკითხა, რა მოხდა ავჭალაშიო. გავიგე, რომ ნიკა ძალადობისთვის დაიჭირეს, ამიტომ პოლიციაში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, რომ იმ ეტაპზე ეს არ უნდოდა",- განაცხადა მოწმემ.

მისივე განმარტებით, ის ლუკასს პირველად ავჭალაში შევხვდა და ჩოგბურთის თამაშის წესთან დაკავშირებით რამდენიმე წამიანი კომუნიკაცია ჰქონდა. მისივე თქმით, ნელი დოროყაშვილი მის შვილთან კარლოტას კონტაქტის გამო გაბრაზებული იყო, ამის შესახებ კი მაშინ შეიტყო, როცა "ნიკას ნელი დოროყაშვილმა დაურეკა და უყვიროდა".