სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის შეესწრო ინციდენტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა" - სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ
"ის შეესწრო ინციდენტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა" - სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ

ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ ქალს და­კი­თხა­ვენ. დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ის იმ ინ­ცი­დენტს შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან მა­შინ მოხ­და, როცა დო­რო­ყაშ­ვი­ლი შვი­ლის წა­მო­საყ­ვა­ნად მი­ვი­და.

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ პირს იქ ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სოც­მუ­შა­კე­ბის­გან არ ჰქონ­და.

"თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ პრო­ცე­სებს, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ვეს­წრე­ბი. მე პი­რა­დად არ და­მი­ნა­ხავს ეს გო­გო­ნა, არც ლუ­კასს არ და­უ­ნა­ხავს. ისევ ვე­ლო­დე­ბი ტყუ­ი­ლე­ბის მო­რიგ სე­რი­ას, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს იმის გა­აზ­რე­ბა არ აქვთ, რომ არი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გჭირ­დე­ბა ფაქ­ტე­ბი და არ­გუ­მენ­ტე­ბი შენი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოა, დღეს მოწ­მე რას ისა­უბ­რებს. მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ არის და­რი­გე­ბუ­ლი დაც­ვის მხა­რის მიერ და დღე­საც ვე­ლო­დე­ბი ტყუ­ი­ლე­ბის მო­რიგ სე­რი­ას. ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი მის იქ ყოფ­ნას, რად­გან ის სოც­მუ­შა­კის­გან გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო და მას იქ ყოფ­ნა იმ სახ­ლში ეკ­რძა­ლე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხუთ 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
40

ნელი ბევრად კარგია და ლამაზი.

დაანებე თავი მაგათ შენ ცხოვრებას მიხედე ბევრად უკეთესს გაყვები და უკეთეს ოჯახს შექმნი. ეგ ბიჭი ბოლოს ინანებს აუცილებლად

 

 

 

ლალუკა
25

რას იზამ ღალატს არ პატიობს. ყველას არ შეუძლია. თორემ დაიკიდე ფეხებზე. რას ერთი მთავრდება, მეორის დასაწყისია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ის შეესწრო ინციდენტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა" - სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ

"ის შეესწრო ინციდენტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა" - სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ. დაცვის მხარის განცხადებით, ის იმ ინციდენტს შეესწრო, რომელიც ბასილაშვილის მშობლების სახლთან მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა.

ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს იქ ყოფნის უფლება სოცმუშაკებისგან არ ჰქონდა.

"თვალყურს ვადევნებ პროცესებს, მიმდინარე პროცესებს ვესწრები. მე პირადად არ დამინახავს ეს გოგონა, არც ლუკასს არ დაუნახავს. ისევ ველოდები ტყუილების მორიგ სერიას, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს იმის გააზრება არ აქვთ, რომ არიან სასამართლო პროცესზე, სასამართლო პროცესზე გჭირდება ფაქტები და არგუმენტები შენი სიმართლის დასამტკიცებლად და საინტერესოა, დღეს მოწმე რას ისაუბრებს. მეც ძალიან მაინტერესებს როგორ არის დარიგებული დაცვის მხარის მიერ და დღესაც ველოდები ტყუილების მორიგ სერიას. ნამდვილად არ ველოდებოდი მის იქ ყოფნას, რადგან ის სოცმუშაკისგან გაფრთხილებული იყო და მას იქ ყოფნა იმ სახლში ეკრძალებოდა", - განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახუთ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.