კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე უნივერსიტეტელი ვარ, თსუ-სთან 13 წლიდან მაქვს უწყვეტი კავშირი - რექტორის კარი იქნება ღია ყველასთან დიალოგისთვის" - ჯაბა სამუშია
"მე უნივერსიტეტელი ვარ, თსუ-სთან 13 წლიდან მაქვს უწყვეტი კავშირი - რექტორის კარი იქნება ღია ყველასთან დიალოგისთვის" - ჯაბა სამუშია

"რექ­ტო­რის კარი იქ­ნე­ბა ღია ყვე­ლას­თან დი­ა­ლო­გის­თვის, არა­ნა­ი­რი გარ­ჩე­ვა არას­დროს ყო­ფი­ლა ჩემ­თვის", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის კან­დი­დატ­მა ჯაბა სა­მუ­ში­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

სა­მუ­ში­ას თქმით, თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო მის კან­დი­და­ტუ­რას მხარს და­უ­ჭერს, ის ყვე­ლა პრობ­ლე­მურ სა­კითხს პრო­ფე­სო­რებ­სა და სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად გა­ივ­ლის.

"მე უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მა­კავ­ში­რებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა, თა­ნაც უწყვე­ტად და მე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი ვარ, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ვი­ყა­ვი 13 წლის, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­ვე­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იქ არ­სე­ბობ­და ნორჩ ის­ტო­რი­კოს­თა სკო­ლა, შემ­დგომ იყო უკვე სტუ­დენ­ტო­ბა და სტუ­დენ­ტო­ბის 5 წელი. ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1989 წლი­დან, რო­დე­საც გავ­ხდი სტუ­დენ­ტი, გავ­ლი­ლი მაქვს - ლა­ბო­რან­ტის, დო­ცენ­ტის, ასის­ტენტ -პრო­ფე­სო­რის, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი­სა და სრუ­ლი პრო­ფე­სო­რის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მქო­ნია წყვე­ტა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან.

არ მეს­მის, ჩემს კან­დი­და­ტუ­რა­ში პრობ­ლე­მის და­ნახ­ვის არსი. რას ნიშ­ნავს, ვინ­მე პრობ­ლე­მას ხე­დავს ჩემს კან­დი­და­ტუ­რა­ში ?! პრობ­ლე­მა რაში მდგო­მა­რე­ობს - რამე ცენ­ზი მაკ­ლია და არ მაქვს ეს ცენ­ზი, რომ კენ­ჭი ვი­ყა­რო? უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს და გა­რე­დან შევ­დი­ვარ ? ეს ხომ გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია, ვი­ღა­ცას რა­ღაც მოს­წონს და ვი­ღა­ცას რა­ღაც არ მოს­წონს. მე არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა არ მაქვს, ყვე­ლას­თან მექ­ნე­ბა და ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი ერთ რა­მეს, მე ვარ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი და ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი და ყვე­ლას ვთხოვ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ამ უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ვუ­ა­როთ და ვაქ­ცი­ოთ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­სტი­ტუ­ცი­ად, ვიდ­რე არის“,- გა­ნა­ცხა­და ჯაბა სა­მუ­ში­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიპლომის ფასები
1

ნეტა დიპლომი უფრო ძვირი იქნება ვიდრე შევარდნაძის დროს იყო?! 

!!!
1

პრობლემა მართლა არის, ჯერ ერთი, არ დაგიწყიათ მუშაობა ამ პოზიციაზე და უკვე ტყუილი იკადრეთ: არაო, არ ვაპირებ რექტორობას და ინფორმაცია მცდარიაო. მეორე: ფონდში მუშაობისას უცხოელი ექსპერტები ამოაგდეთ პროექტთა შეფასებისგან და ადგილობრივ ყარაჩოღელებს მიუგდეთ საჯიჯგნად; მესამე: უკვე გამოცხადებულ კონკურსებში ისეთ ბრძანებულებებს ჩაურთავთ, ყირამალა აყენებს კონკურსის პირობებს, ანუ ფონდში გაბატონებულია იურიდიული დომხალი. არაა საკმარისი?

ავტორი:

"მე უნივერსიტეტელი ვარ, თსუ-სთან 13 წლიდან მაქვს უწყვეტი კავშირი - რექტორის კარი იქნება ღია ყველასთან დიალოგისთვის" - ჯაბა სამუშია

"მე უნივერსიტეტელი ვარ, თსუ-სთან 13 წლიდან მაქვს უწყვეტი კავშირი - რექტორის კარი იქნება ღია ყველასთან დიალოგისთვის" - ჯაბა სამუშია

"რექტორის კარი იქნება ღია ყველასთან დიალოგისთვის, არანაირი გარჩევა არასდროს ყოფილა ჩემთვის", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამ "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სამუშიას თქმით, თუ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის ყველა პრობლემურ საკითხს პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად გაივლის.

"მე უნივერსიტეტთან მაკავშირებს, ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება, თანაც უწყვეტად და მე უნივერსიტეტელი ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვიყავი 13 წლის, როდესაც პირველად მივედი უნივერსიტეტში, იქ არსებობდა ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა, შემდგომ იყო უკვე სტუდენტობა და სტუდენტობის 5 წელი. ყველა საფეხური, რაც კი შეიძლება იყოს უნივერსიტეტში, მოყოლებული 1989 წლიდან, როდესაც გავხდი სტუდენტი, გავლილი მაქვს - ლაბორანტის, დოცენტის, ასისტენტ -პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის ყველა საფეხური და ამ ხნის განმავლობაში არ მქონია წყვეტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

არ მესმის, ჩემს კანდიდატურაში პრობლემის დანახვის არსი. რას ნიშნავს, ვინმე პრობლემას ხედავს ჩემს კანდიდატურაში ?! პრობლემა რაში მდგომარეობს - რამე ცენზი მაკლია და არ მაქვს ეს ცენზი, რომ კენჭი ვიყარო? უნივერსიტეტთან არაფერი მაკავშირებს და გარედან შევდივარ ? ეს ხომ გემოვნების საკითხია, ვიღაცას რაღაც მოსწონს და ვიღაცას რაღაც არ მოსწონს. მე არავისთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, ყველასთან მექნება და ყველას ვეუბნები ერთ რამეს, მე ვარ უნივერსიტეტელი და ამ უნივერსიტეტის ტრადიციების პატივისმცემელი და ყველას ვთხოვ, უნივერსიტეტის ტრადიციებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტელობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ უნივერსიტეტს მოვუაროთ და ვაქციოთ უფრო მნიშვნელოვან ინსტიტუციად, ვიდრე არის“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.