სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთლიანი ჩვენება არის ტყუილი - ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მაზლის ჩვენებაზე
"მთლიანი ჩვენება არის ტყუილი - ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მაზლის ჩვენებაზე

მისი მთლი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა არის ტყუ­ი­ლი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი ნელი (ნეკა) დო­რო­ყაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი მაზ­ლის თენ­გიზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბას.

რო­გორც დო­რო­ყაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, თენ­გიზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მას­სა და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას შეს­წრე­ბია.

"არა­ფერს ვა­დას­ტუ­რებ. შე­იძ­ლე­ბა, ნი­კო­ლო­ზის ძმის და ნა­თე­სა­ვე­ბის გარ­და კიდე ვი­ხი­ლოთ სხვა შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, მო­ვიდ­ნენ: „ეს კარ­გი ბი­ჭია, ამას არ იზამ­დაო“ - ამას ემ­სგავ­სე­ბა უკვე ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე მგო­ნია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს გა­აზ­რე­ბუ­ლი არ აქვთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ბრალ­დე­ბა მარ­ტი­ვად არის გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლი. და­პი­რის­პი­რე­ბას შეს­წრე­ბია, თუმ­ცა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას - არა. ბუ­ნებ­რი­ვია, მე ამ ხალ­ხის პო­ზი­ცი­ის არ მიკ­ვირს, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ტყუ­ი­ლია, რაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია სა­სა­მარ­თლოს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით. მისი მთლი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა არის ტყუ­ი­ლი. ნი­კო­ლო­ზის დე­და­მაც და თენ­გიზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ აღ­ნიშ­ნეს, "მე­სენ­ჯერ­ში" მი­ნა­წე­რე­ბი ქრე­ბო­დაო, თით­ქოს, ჩემი მი­წე­რი­ლე­ბი ქრე­ბო­და და მათი პა­სუ­ხე­ბი არის. როცა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ხდე­ბო­და, ნი­კო­ლოზს ვე­უბ­ნე­ბო­დი, თუ არ შე­წყვეტ­და ძა­ლა­დო­ბას, სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თავ­დი, მაგ­რამ მისი პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის იყო დამ­ცი­ნა­ვი და ირო­ნი­უ­ლი ტო­ნით, მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებ­და თა­ვი­სი სტა­ტუ­სით და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მე მაქვს ფული, მე ავიყ­ვან ბევრ ად­ვო­კატს, მიდი შენ, წარ­მა­ტე­ბე­ბიო", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ძმა, თენ­გიზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა. ამ წუ­თებ­ში სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას ბა­სი­ლაშ­ვი­ლის რძა­ლი აძ­ლევს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულოო
2

ვინ მტყუანი,ვინ მართალი,ეს კი არაა საქმე....შვილია შუაში მოჭყლეტილი და მალე ეს ყველაფერი ძ ვირად დაუჯდება განსაკუთრებით დედას...

გიჟპოეტა
2

დოროყაევ ნელიი! საქმე არის გრძელიი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მთლიანი ჩვენება არის ტყუილი - ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მაზლის ჩვენებაზე

"მთლიანი ჩვენება არის ტყუილი - ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მაზლის ჩვენებაზე

მისი მთლიანი ჩვენება არის ტყუილი, - ასე გამოეხმაურა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნელი (ნეკა) დოროყაშვილი ყოფილი მაზლის თენგიზ ბასილაშვილის ჩვენებას.

როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, თენგიზ ბასილაშვილი მასსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის დაპირისპირებას შესწრებია.

"არაფერს ვადასტურებ. შეიძლება, ნიკოლოზის ძმის და ნათესავების გარდა კიდე ვიხილოთ სხვა შორეული ნათესავები, მოვიდნენ: „ეს კარგი ბიჭია, ამას არ იზამდაო“ - ამას ემსგავსება უკვე ეს ყველაფერი. მე მგონია, რომ ამ ადამიანებს გააზრებული არ აქვთ, რომ ნებისმიერი სახის ბრალდება მარტივად არის გადასამოწმებელი. დაპირისპირებას შესწრებია, თუმცა ფიზიკურ ძალადობას - არა. ბუნებრივია, მე ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს, უბრალოდ, ძალიან ბევრი ტყუილია, რაც ძალიან მარტივად გადასამოწმებელია სასამართლოს ხელთ არსებული მტკიცებულებებით. მისი მთლიანი ჩვენება არის ტყუილი. ნიკოლოზის დედამაც და თენგიზ ბასილაშვილმაც ძალიან საინტერესო რამ აღნიშნეს, "მესენჯერში" მინაწერები ქრებოდაო, თითქოს, ჩემი მიწერილები ქრებოდა და მათი პასუხები არის. როცა ფიზიკური ძალადობა ხდებოდა, ნიკოლოზს ვეუბნებოდი, თუ არ შეწყვეტდა ძალადობას, სასამართლოს მივმართავდი, მაგრამ მისი პასუხი ყოველთვის იყო დამცინავი და ირონიული ტონით, მუდმივად აპელირებდა თავისი სტატუსით და მეუბნებოდა, რომ მე მაქვს ფული, მე ავიყვან ბევრ ადვოკატს, მიდი შენ, წარმატებებიო", - განაცხადა დოროყაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი დაიკითხა. ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას ბასილაშვილის რძალი აძლევს.