პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ან კოლეგა არ ეხმაურება მანქანის დაწვის ფაქტს - გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით საელჩოს მივმართავთ" - გია ხარჩილავა
"არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ან კოლეგა არ ეხმაურება მანქანის დაწვის ფაქტს - გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით საელჩოს მივმართავთ" - გია ხარჩილავა

წა­ლენ­ჯი­ხის მერი გია ხარ­ჩი­ლა­ვა, კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის დაწ­ვის საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც ხარ­ჩი­ლა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მას ამ დრომ­დე არ შეხ­მი­ა­ნე­ბია არ­ცერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან.

გია ხარ­ჩი­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მსვლე­ლო­ბის­თვის თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბას ასე­ვე ერთ-ერთი ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­საც სთხოვს.

"და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვა­ლეთ. ხან­ძრის მსგავ­სი მა­სა­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა ერთ-ერთი რთუ­ლი სფე­როა, ამას­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა, რო­დე­საც არც ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ან კო­ლე­გა ან გუ­ბერ­ნია არ ეხ­მა­უ­რე­ბა ამ ფაქტს, სულ თა­ვი­სით, რომ დამ­წვა­რი­ყო ეს მან­ქა­ნა, რა­საც გა­მოვ­რი­ცხავ, შეხ­მი­ა­ნე­ბას წინ რა ედგა, ან ადა­მი­ა­ნურ სო­ლი­და­რო­ბას და კო­ლე­გი­ა­ლო­ბას. საფრ­თხის წინ იდგა მთე­ლი უბა­ნი, რად­გან ბენ­ზი­ნის ავზი სავ­სე იყო და საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც. შე­ფა­სე­ბა­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბამ­დე შე­ფა­სე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ როცა ვხე­დავ სრულ სი­ჩუ­მეს, ვფიქ­რობ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა­შიც გა­და­ი­ნაც­ვლებს და ამი­ტომ ჩავ­თვა­ლე, რომ სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა.

გუ­შინ ჩვენ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზას უკვე მივ­მარ­თეთ და დღეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბის თხოვ­ნით ერთ-ერთი ქვეყ­ნის სა­ელ­ჩოს მივ­მარ­თავთ. თა­ნამ­დე­ბო­ბა ყვე­ლა წარ­მავ­ლია, ყვე­ლა უნდა ფიქ­რობ­დეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი იც­ვლე­ბი­ან და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის სივ­რცე­ე­ბი უნდა დავ­ტო­ვოთ. ადა­მი­ა­ნურ მო­კი­თხვა­ში და სო­ლი­და­რო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რა არ უნდა მუ­შა­ობ­დეს",- გა­ნა­ცხა­და გია ხარ­ჩი­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წა­ლენ­ჯი­ხის მე­რის გია ხარ­ჩი­ლა­ვას მან­ქა­ნის დაწ­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 187-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯემო
3

არხამაია მოდის სპეც გამომძიბლებით 😂შენ თვითონ დაწვი პიარისთვის ,რამდენი უნდა დაგეხარჯა ორი დღე პრესას და ტვ შენზე რომ ელაპარაკა 10. მანქანის ფული ხო ისე კი ერთი ჯართი დაწვი და მსოფლიო ყურადღების ცენტრში ხარ ზელოს შემდეგ 

გოგა
2

ამხელა ეზოს პატრონს მანქანა გარეთ რამ გაგაჩერებინაო.პრადო შემეცოდა.პატრონი არა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ან კოლეგა არ ეხმაურება მანქანის დაწვის ფაქტს - გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით საელჩოს მივმართავთ" - გია ხარჩილავა

"არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ან კოლეგა არ ეხმაურება მანქანის დაწვის ფაქტს - გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით საელჩოს მივმართავთ" - გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, კუთვნილი ავტომობილის დაწვის საქმეზე დამატებით ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

როგორც ხარჩილავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით, მას ამ დრომდე არ შეხმიანებია არცერთი მაღალჩინოსანი მმართველი პარტიიდან.

გია ხარჩილავას ინფორმაციით, საქმის მსვლელობისთვის თვალყურის მიდევნებას ასევე ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოსაც სთხოვს.

"დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეწონილად ჩავთვალეთ. ხანძრის მსგავსი მასალების გამოკვლევა ერთ-ერთი რთული სფეროა, ამასთან, ხელისუფლების რეაგირება, როდესაც არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ან კოლეგა ან გუბერნია არ ეხმაურება ამ ფაქტს, სულ თავისით, რომ დამწვარიყო ეს მანქანა, რასაც გამოვრიცხავ, შეხმიანებას წინ რა ედგა, ან ადამიანურ სოლიდარობას და კოლეგიალობას. საფრთხის წინ იდგა მთელი უბანი, რადგან ბენზინის ავზი სავსე იყო და საფრთხე ემუქრებოდა მოსახლეობასაც. შეფასებაზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება გამოძიებამდე შეფასებისგან თავი შეიკავოს ადამიანმა, მაგრამ როცა ვხედავ სრულ სიჩუმეს, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნაწილი გამოძიებაშიც გადაინაცვლებს და ამიტომ ჩავთვალე, რომ საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა.

გუშინ ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზას უკვე მივმართეთ და დღეს გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს მივმართავთ. თანამდებობა ყველა წარმავლია, ყველა უნდა ფიქრობდეს, რომ ხელისუფლებები იცვლებიან და ადამიანური ურთიერთობისთვის სივრცეები უნდა დავტოვოთ. ადამიანურ მოკითხვაში და სოლიდარობაში პოლიტიკური კონიუნქტურა არ უნდა მუშაობდეს",- განაცხადა გია ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.