სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ჩოგბურთელი მორიგ სასამართლო სხდომას ესწრება
რა თქვა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ჩოგბურთელი მორიგ სასამართლო სხდომას ესწრება

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის. რო­გორც მან გან­მარ­ტა, მას­სა და ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის და­წყე­ბულ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ზე დე­ტა­ლუ­რად მას შემ­დეგ ისა­უბ­რებს, რაც სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი დას­რულ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

“თავს დამ­ნა­შა­ვედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს. რა გან­ცხა­დე­ბა­საც გა­ვა­კე­თებ, ამას შემ­დეგ გა­ი­გებთ. რო­გორც გი­თხა­რით, პრო­ცე­სე­ბი რომ დამ­თავ­რდე­ბა, შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს”,- აცხა­დებს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ამ წუ­თებ­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მა­ზე მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დედა ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰეეეე
2

იცით რა ვერ გამიგია? ასე მეც შემიძლია ცილი დავწამო ჩემს ყოფილს მეც ერთი შვილი მყავს შეძლებული მეუღლე დამშორდა სხვა ქალთან წავიდა..ჩემი შვილის გამო ხმას როგორ ამოვიღებდი (ან რა უნდა მეთქვა აღარ უნდოდი და) სკოლაში და მრგობრებში მასხარები ხომ არ გავხდებოდით ....მარა დავრჩით მეგობრებათ კეთილმოსურნეებათ შვილი ბედნიერია უკვე 4 კლასში გადავიდა არც მამა აკლია და არც დედა...რა უბედურებაა ეს გაუთავებელი სასამართლოები...აეკრძალოს ამ ქალს განცხადების შეტანა და სასამართლოც ნუ გადაიქცა ცირკათ...დავიღალეეეეეთ

!!!
5

ჰეე და მერე როგორ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა თქვა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ჩოგბურთელი მორიგ სასამართლო სხდომას ესწრება

რა თქვა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ჩოგბურთელი მორიგ სასამართლო სხდომას ესწრება

ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც მან განმარტა, მასსა და ნეკა დოროყაშვილს შორის დაწყებულ სასამართლო დავაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო სხდომები დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

“თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ, ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება, შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მოწმის სახით იკითხება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.