ჩვენი სიმამაცე არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი დედაქალაქის შუაგულს ხვდებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი "ტვიტერზე“ წერს.
"ეს რაკეტები ვერც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევადად ანადგურებენ, არის რუსეთის მომავალი - გლობალურად საზიზღარი თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი“, - წერს რეზნიკოვი.
მისი თქმით, რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება.
"რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება - დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენ ქალაქებს და ჩვენ ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს“, - წერს მინისტრი.
მისი თქმით, სარაკეტო დარტყმები ომის დანაშაულია და სარაკეტო ტერორისტები უნდა დაისაჯონ.
"ჩვენი მტერი თვლის, რომ სარაკეტო დარტყმები დაშინების ეფექტური საშუალებაა. ასე არ არის. რაკეტები ომის დანაშაულებია. მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან და შავდებიან. უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ის ამას გააკეთებს“, - წერს მინისტრი.
ვინ ეკითხება ან უკრაინას ან ევროპას ამერიკა რასაც იტყვის ისე იქნება ასე რომ ამერიკას ჯერ არ აწყობს მშვიდობა აი ევროპას რომ მთლიანად ჩაისვამს ჯიბეში მერე ვნახოთ
ევროპას მშვიდობა სურს და რუსეთთან არავითარი დაპირისპირება არ ჰქონდა. პირიქით, ძალიან შეხმატკბილებულები იყვნენ ევროპის მთავარი მოთამაშეები, გერმანია, საფრანგეთი და იტალია. არც სხვებს ჰქონდათ რაიმე პრობლემა. ბალტიისპირა სახელმწიფოები და პოლონეთი შიგადაშიგ მწარე გამონათქვამებით შემოიფარგლებოდნენ. რუსეთის "ბუად" წარმოჩენა მხოლოდ აშშ-ს და ბრიტანეთს აწყობთ,მთლიანად აშშ-ზე დამოკიდებული რომ გახადონ. რუსეთი კარგი ნამდვილად არ არის და მის იმპერიული ბუნებაც ყველას მოგვეხსენება, მაგრამ ევროპას მისგან საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება.