სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - რჩევები უსაფრთხო სილამაზის შესახებ
ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - რჩევები უსაფრთხო სილამაზის შესახებ

ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია და მო­ი­ცავს რო­გორც ქი­რურ­გი­ულ, ისე - არა­ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რებს. გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ინექ­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - ქა­ლებ­ში. თე­ო­რი­უ­ლად ბევ­რმა იცის, რომ ინექ­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სიფრ­თხი­ლე და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ფაქ­ტი უც­ვლე­ლია - ქა­ლე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც ხდე­ბა არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი­სა თუ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მსხვერ­პლი.

ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით „კა­რაპს მედ­ლა­ი­ნის“ უკვე 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან მი­ი­ღოთ რჩე­ვე­ბი თა­ვის მოვ­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე. არას­წო­რი მიდ­გო­მით ან შე­უ­სა­ბა­მო პრე­პა­რა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი კლი­ნი­კა­ში კომ­პლექ­სუ­რად (პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, დერ­მა­ტო­ლო­გი, კოს­მე­ტო­ლო­გი, ნევ­რო­ლო­გი) გა­ნი­ხი­ლე­ბა და ირ­ჩე­ვა მკურ­ნა­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი.

სწო­რედ ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­სა და მათი ეფექ­ტუ­რად გა­მოს­წო­რე­ბის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა „კა­რაპს მედ­ლა­ი­ნის“ ვა­კის ფი­ლი­ა­ლის ექი­მი-კოს­მე­ტო­ლო­გი, ნინო გო­გი­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე გვირ­ჩევს, რა უნდა ვი­ცო­დეთ, ვიდ­რე სპე­ცი­ა­ლის­ტთან მი­ვალთ:

„კანი ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, მისი ზე­და­პი­რუ­ლი სა­ფარ­ვე­ლია და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბამ­დე მას ზუს­ტად ისე­ვე ანა­ტო­მი­ურ დო­ნე­ზე სჭირ­დე­ბა კლი­ნი­კუ­რი შეს­წავ­ლა, რო­გორც - სხვა ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნოს. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის თა­ნახ­მად, ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი ექი­მი კოს­მე­ტო­ლოგ-დერ­მა­ტო­ლო­გის, ქი­რურ­გის ან სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მიერ უნდა ჩა­ტარ­დეს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ შეც­დო­მა­თა დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კა­ნის სტრუქ­ტუ­რის ზე­და­პი­რუ­ლი ცოდ­ნა ხში­რად, სამ­კურ­ნა­ლო ან ეს­თე­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის ნაც­ვლად, უა­რე­სად აზი­ა­ნებს მას.

არა­ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ასე­ვე ეს­თე­ტი­კურ კლი­ნი­კას/ცენ­ტრს, მის სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა, შო­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და არა­ერ­თი სხვა. შეც­დო­მა­თა დიდი ნა­წი­ლია ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბი­დან, და­ზი­ა­ნე­ბა ნემ­სის ნერვზე მოხ­ვედ­რის შე­დე­გად, ზე­წო­ლა პრე­პა­რატ­ზე, რაც წერ­ტი­ლო­ვან შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს და ა.შ.

ინექ­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას წამ­ყვა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა პრე­პა­რა­ტებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინექ­ცი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი და აპა­რა­ტუ­რა აღი­ა­რე­ბუ­ლი იყოს აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ (FDA Approved). უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ პა­ცი­ენ­ტის არა მხო­ლოდ უფ­ლე­ბა, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მო­ი­თხო­ვოს კუთ­ვნი­ლი პრე­პა­რა­ტის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი და დარ­წმუნ­დეს მის სან­დო­ო­ბა­ში. სხვა კოს­მე­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა სხვა სა­ხის პრე­პა­რატ­მა შე­საძ­ლოა, გა­ზარ­დოს რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი - რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტის ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე, კოს­მე­ტო­ლო­გი ფლობ­დეს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას თი­თო­ე­უ­ლი პრე­პა­რა­ტის შე­მად­გენ­ლო­ბის, მისი გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბის, შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი­სა თუ სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

მინ­და შე­ვე­ხო კი­დევ ერთ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მას კოს­მე­ტო­ლო­გი­ა­ში - ეს ინექ­ცი­უ­რი (ე.წ. ფი­ლე­რე­ბის) პრე­პა­რა­ტე­ბის გა­ყო­ფა და ორ ადა­მი­ან­ზე გა­მო­ყე­ნე­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. პრე­პა­რა­ტის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფა იწ­ვევს ისეთ რისკ-ფაქ­ტო­რებს, რო­გო­რიც არის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტი­დან პა­ცი­ენტზე, მათ შო­რი­საა აივ-ინ­ფექ­ცია, ჰე­პა­ტიტ B და C.

ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა სის­ხლზე ბევ­რად მკვრი­ვი კონ­სის­ტენ­ცი­ის არის, სის­ხლი­სა და ვირუ­სუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი კი, წნე­ვის მეშ­ვე­ო­ბით, პრე­პა­რა­ტის შპ­რიც­ში გარ­კვე­უ­ლი დო­ზით რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი უდი­დეს საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტის­თვის, რო­მელ­თა­ნაც ინექ­ცი­ის გა­ყო­ფა/გა­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი პრე­პა­რა­ტის ორ­ჯერ გა­მო­ყე­ნე­ბა მკაც­რად იკ­რძა­ლე­ბა.

და ბო­ლოს, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ინექ­ცი­ურ პრო­ცე­დუ­რამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კა­ნის დი­აგ­ნოს­ტი­კა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ინექ­ცი­ურ მე­თოდს ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვით ან უბ­რა­ლოდ - ზე­და­პი­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამა თუ იმ პრო­ცე­დუ­რის სა­ჭი­რო­ე­ბა თა­ვად ექიმ­მა კოს­მე­ტო­ლოგ­მა გან­სა­ზღვროს.“

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მე გუშინ ქალბატონი ვნახე ვერაზე , ისევ ისეთი იყო, როგორც ორმოცი წლის წინ ! რამდენი რამე არსებობს ჩვენთვის უცხო და ურგები ?!

მოქალაქე
0

ბევრი ასეთი სტატია...

ავტორი:

ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - რჩევები უსაფრთხო სილამაზის შესახებ

ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - რჩევები უსაფრთხო სილამაზის შესახებ

ესთეტიკური მედიცინა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და მოიცავს როგორც ქირურგიულ, ისე - არაქირურგიულ პროცედურებს. გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს ინექციური მეთოდები, განსაკუთრებით - ქალებში. თეორიულად ბევრმა იცის, რომ ინექციური მეთოდების გამოყენებისას სიფრთხილე და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო, თუმცა ფაქტი უცვლელია - ქალების ნაწილი მაინც ხდება არასწორი ინტერპრეტაციებისა თუ არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი.

ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით „კარაპს მედლაინის“ უკვე 25-წლიანი გამოცდილება იძლევა საშუალებას, პროფესიონალებისგან მიიღოთ რჩევები თავის მოვლის პროცედურების ჩატარებამდე. არასწორი მიდგომით ან შეუსაბამო პრეპარატებით განხორციელებული პროცედურების შედეგად გამოწვეული გართულებები კლინიკაში კომპლექსურად (პლასტიკური ქირურგი, დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი, ნევროლოგი) განიხილება და ირჩევა მკურნალობის საუკეთესო მეთოდი.

სწორედ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებსა და მათი ეფექტურად გამოსწორების გზებზე გვესაუბრება „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალის ექიმი-კოსმეტოლოგი, ნინო გოგიბერიძე, რომელიც ასევე გვირჩევს, რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე სპეციალისტთან მივალთ:

„კანი ადამიანის სხეულის შემადგენელი ნაწილი, მისი ზედაპირული საფარველია და ნებისმიერი სახის პროცედურის ჩატარებამდე მას ზუსტად ისევე ანატომიურ დონეზე სჭირდება კლინიკური შესწავლა, როგორც - სხვა ნებისმიერ ორგანოს. საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, ინექციური პროცედურები ექიმი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგის, ქირურგის ან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა ჩატარდეს. რატომ? იმიტომ, რომ შეცდომათა დიდი ნაწილი სწორედ არაპროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული. კანის სტრუქტურის ზედაპირული ცოდნა ხშირად, სამკურნალო ან ესთეტიკური შედეგების მიღების ნაცვლად, უარესად აზიანებს მას.

არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ასევე ესთეტიკურ კლინიკას/ცენტრს, მის სათანადო აღჭურვილობას ინექციური პროცედურების ჩასატარებლად. აუცილებელია ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა, შოკის საწინააღმდეგო პრეპარატებით უზრუნველყოფა და არაერთი სხვა. შეცდომათა დიდი ნაწილია ბაქტერიული ინფექციის გავრცელება სისხლძარღვებიდან, დაზიანება ნემსის ნერვზე მოხვედრის შედეგად, ზეწოლა პრეპარატზე, რაც წერტილოვან შეშუპებას იწვევს და ა.შ.

ინექციური მეთოდების ჩატარებისას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება პრეპარატებს. აუცილებელია, რომ გამოყენებული ინექციური პრეპარატები და აპარატურა აღიარებული იყოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ (FDA Approved). უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა, მოითხოვოს კუთვნილი პრეპარატის ხარისხის სერტიფიკატი და დარწმუნდეს მის სანდოობაში. სხვა კოსმეტოლოგთან ვიზიტის შემთხვევაში გამოყენებულმა სხვა სახის პრეპარატმა შესაძლოა, გაზარდოს რისკ-ფაქტორები - რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა პრეპარატის ერთდროულად გამოყენება დაუშვებელია.

მნიშვნელოვანია ასევე, კოსმეტოლოგი ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას თითოეული პრეპარატის შემადგენლობის, მისი გამოყენების წესების, შენახვის პირობებისა თუ სხვა დეტალების შესახებ.

მინდა შევეხო კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემას კოსმეტოლოგიაში - ეს ინექციური (ე.წ. ფილერების) პრეპარატების გაყოფა და ორ ადამიანზე გამოყენებაა. აღნიშნული პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრეპარატის ორ ნაწილად გაყოფა იწვევს ისეთ რისკ-ფაქტორებს, როგორიც არის ვირუსული ინფექციების გავრცელება პაციენტიდან პაციენტზე, მათ შორისაა აივ-ინფექცია, ჰეპატიტ B და C.

ჰიალურონის მჟავა სისხლზე ბევრად მკვრივი კონსისტენციის არის, სისხლისა და ვირუსული ნაწილაკები კი, წნევის მეშვეობით, პრეპარატის შპრიცში გარკვეული დოზით რჩება. აღნიშნული ნარჩენები უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მეორე პაციენტისთვის, რომელთანაც ინექციის გაყოფა/განაწილება ხდება მაშინ, როდესაც ნებისმიერი პრეპარატის ორჯერ გამოყენება მკაცრად იკრძალება.

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი სახის კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩატარებამდე, განსაკუთრებით კი ინექციურ პროცედურამდე აუცილებელია კანის დიაგნოსტიკა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალები ხშირად მიმართავენ ინექციურ მეთოდს ახლობლების რჩევით ან უბრალოდ - ზედაპირული ინტერესებიდან გამომდინარე. სინამდვილეში კი მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ პროცედურის საჭიროება თავად ექიმმა კოსმეტოლოგმა განსაზღვროს.“

R