სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მაკდონალდს საქართველომ“ საკუთარი წარმატებული ოპერირების,  სტანდარტების დანერგვისა და სრულყოფის  გამოცდილება ევროპის რესტორნებს გაუზიარა
„მაკდონალდს საქართველომ“ საკუთარი წარმატებული ოპერირების,  სტანდარტების დანერგვისა და სრულყოფის  გამოცდილება ევროპის რესტორნებს გაუზიარა

კომ­პა­ნია „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლომ“, რო­გორც „მაკ­დო­ნალდსის“ ფრენ­ჩა­ი­ზე­ბის ერთ-ერ­თმა სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ლი­სა­ბონ­ში მიმ­დი­ნა­რე „მაკ­დო­ნალდსის“ რეს­ტორ­ნე­ბის გლო­ბა­ლურ სა­მიტ­ზე „მაკ­დო­ნალდსის“ ევ­რო­პის დი­ვი­ზი­ო­ნის რეს­ტორ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­კუ­თა­რი ეფექ­ტი­ა­ნი ოპე­რი­რე­ბის, სა­ო­პე­რა­ციო სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვის, სრულ­ყო­ფი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა.

პორ­ტუ­გა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ ლი­სა­ბონ­ში გა­მარ­თულ­მა სა­მიტ­მა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით „მაკ­დო­ნალდსის“ წამ­ყვა­ნი რეს­ტორ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­ყა­რა თავი ისე­თი ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა ამე­რი­კა, კა­ნა­და, ჩი­ნე­თი და ევ­რო­პის 22 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა. სა­მი­ტის მთა­ვა­რი თემა იყო გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით „მაკ­დო­ნალდსის“ სტრა­ტე­გი­ის გან­ხილ­ვა, არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის გა­მო­ნახ­ვა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი.

„მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლომ“, სა­ერ­თა­შო­რი­სო „მაკ­დო­ნალდსის“ თხოვ­ნით, სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქვეყ­ნის ოპე­რა­ტო­რებს სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, სტან­დარ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­ნერგვი­სა და სრულ­ყო­ფის, ასე­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­თან ეფექ­ტი­ა­ნად გამ­კლა­ვე­ბის სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თე­ბი გა­აც­ნო და დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა ყვე­ლა იმ ნა­ბიჯ­ზე, რა­საც კომ­პა­ნია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით დგამს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ ფრედ ტერ­ნე­რის სა­ხე­ლო­ბის „ოქ­როს თა­ღის“ 2022 წლის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და და ევ­რო­პის დი­ვი­ზი­ონ­ში „მაკ­დო­ნალდსის“ სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რად და­სა­ხელ­და. ამ აღი­ა­რე­ბით „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ გლო­ბა­ლუ­რად მსოფ­ლი­ო­ში მაკ­დო­ნალდსის ფრენ­ჩა­ი­ზე­ბის იმ 1%-ში მოხ­ვდა, ვი­საც ეს ჯილ­დო ერგო.

„მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ 1999 წლი­დან ოპე­რი­რებს და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 19 რეს­ტორ­ნი­თაა წარ­დგე­ნი­ლი და 1 500-ზე მეტ ადა­მი­ანს ასაქ­მებს. გახ­სნის პირ­ვე­ლი დღი­დან დღემ­დე კი „მაკ­დო­ნალდსში“ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა 7 ათას­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო.

ცოტა ხნის წინ „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლომ“ თბი­ლის­ში კი­დევ ერთი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რი­გით მე-20 რეს­ტო­რა­ნია. თბი­ლის­ში, „ისა­ნი მოლ­თან“ მდე­ბა­რე რეს­ტო­რა­ნის მას­შტა­ბუ­რი, სა­ზე­ი­მო გახ­სნა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

„მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ ახალ რეს­ტო­რან­ში 60-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტში კომ­პა­ნი­ამ 6,7 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
0

ორბელიანის მოედანზე არ გეღირსად რომ დაამთავროთ?!

რობერტი
0

...მიყვარს ეს შენობა! დიდი ამბავი კი იყო ატეხილი ადრე მის ყოფნა არ ყოფნაზე! მშვენივრად გამოიყურება და ძალიან კარგად გაუძლო დროს! ...სხვათაშორის რუსთაველის ძეგლი ამ ადგილას სტალინის იდეა ყოფილა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

„მაკდონალდს საქართველომ“ საკუთარი წარმატებული ოპერირების,  სტანდარტების დანერგვისა და სრულყოფის  გამოცდილება ევროპის რესტორნებს გაუზიარა

„მაკდონალდს საქართველომ“ საკუთარი წარმატებული ოპერირების,  სტანდარტების დანერგვისა და სრულყოფის  გამოცდილება ევროპის რესტორნებს გაუზიარა

კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“, როგორც „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზების ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, ლისაბონში მიმდინარე „მაკდონალდსის“ რესტორნების გლობალურ სამიტზე „მაკდონალდსის“ ევროპის დივიზიონის რესტორნების წარმომადგენლებს საკუთარი ეფექტიანი ოპერირების, საოპერაციო სტანდარტების დანერგვის, სრულყოფისა და განვითარების გამოცდილება გაუზიარა.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულმა სამიტმა მსოფლიო მასშტაბით „მაკდონალდსის“ წამყვანი რესტორნების წარმომადგენლებს მოუყარა თავი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ამერიკა, კანადა, ჩინეთი და ევროპის 22 სხვადასხვა ქვეყანა. სამიტის მთავარი თემა იყო გლობალური მასშტაბით „მაკდონალდსის“ სტრატეგიის განხილვა, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების გამონახვა და სამომავლო გეგმები.

„მაკდონალდს საქართველომ“, საერთაშორისო „მაკდონალდსის“ თხოვნით, სამიტის ფარგლებში ევროპის რამდენიმე ათეული ქვეყნის ოპერატორებს საუკეთესო გამოცდილება, სტანდარტების წარმატებით დანერგვისა და სრულყოფის, ასევე გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავების საკუთარი მაგალითები გააცნო და დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ნაბიჯზე, რასაც კომპანია წლების განმავლობაში წარმატებით ოპერირების მიმართულებით დგამს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში „მაკდონალდს საქართველო“ ფრედ ტერნერის სახელობის „ოქროს თაღის“ 2022 წლის ჯილდოს მფლობელი გახდა და ევროპის დივიზიონში „მაკდონალდსის“ საუკეთესო პარტნიორად დასახელდა. ამ აღიარებით „მაკდონალდს საქართველო“ გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების იმ 1%-ში მოხვდა, ვისაც ეს ჯილდო ერგო.

„მაკდონალდს საქართველო“ 1999 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით 19 რესტორნითაა წარდგენილი და 1 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ცოტა ხნის წინ „მაკდონალდს საქართველომ“ თბილისში კიდევ ერთი რესტორანი გახსნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რიგით მე-20 რესტორანია. თბილისში, „ისანი მოლთან“ მდებარე რესტორანის მასშტაბური, საზეიმო გახსნა უახლოეს დღეებში გაიმართება.

„მაკდონალდს საქართველოს“ ახალ რესტორანში 60-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. აღნიშნულ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 6,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

R