ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. 2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.
"თავს დამნაშავედ არ ვთვლი" - აღნიშნა მან.
ჩოგბურთელის თქმით, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე სხვა განცხადებას არ გააკეთებს.
"როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს",- განაცხადა ბასილაშვილმა.
ის სხდომას დღეს პირველად დაესწრება სხდომათა დარბაზში.
ნახეთ ვიდეო:
ქალია მოᲫალადე Თავად
ვაი ამათ პატრონს, ერთმანეთზე უარესები არიან ცოლიც და ქმარიც. არგინდაა გაუშვი. მაგრამ კაცი რომ ქალზე ხელს ასწევ აღარ დავამთავრებ რაც გამოდის. თქვენ კი ფანატიკოსებო დააჭირეთ ენას კბილი. კარგი სპორცმენობა კარგ ადამიანობას არ ნიშნავს.