კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატის გზა სასამართლოდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს ნინო ვარდოსანიძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ფოტოები
"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატის გზა სასამართლოდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს ნინო ვარდოსანიძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ფოტოები

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 30 წლის დე­პუ­ტა­ტი ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში სა­სა­მარ­თლო­დან მო­ვი­და. ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი ამ­ჟა­მად საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებს.

ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი, სა­მარ­თლის მა­გის­ტრია. მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა 2015 წელს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სტა­ჟი­ო­რის პო­ზი­ცი­ი­დან და­ი­წყო. 2016 წელს კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის პოს­ტი ჩა­ი­ბა­რა.

2019 წლი­დან ვარ­დო­სა­ნი­ძე მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კა­ბი­ნე­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­და, შემ­დეგ - სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის მდი­ვა­ნი ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ვე­ლი და დე­პუ­ტა­ტო­ბამ­დე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კა­ბი­ნე­ტის უფ­რო­სი გახ­ლდათ.

ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ცხოვ­რობს მშობ­ლებ­თან და დებ­თან, მა­რი­ამ­თან და ქე­თე­ვან­თან ერ­თად.

მა­მას 2007 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა 209.3 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­ში, ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე... 2017 წელს ვარ­დო­სა­ნი­ძე­ე­ბის ოჯახ­მა 12 ათას დო­ლა­რად დუ­შე­თის რა­ი­ონ, სო­ფელ ქვე­მო მლა­შე­ში, 1500 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 6856,01 ლარი, და­ნა­ზო­გის სა­ხით კი 8 ათა­სი ლარი.

ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის სამ­დივ­ნოს უფ­რო­სის პოსტზე ერთ კა­ლენ­და­რულ წელ­ში სარ­გოს სა­ხით 32 055,14 ლარი მი­ი­ღო.

საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რატ­ში კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე კი ერთ თვე­ში 2908,38 ლარი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

ალექ­სან­დრე ვარ­დო­სა­ნი­ძე შპს "მმბ" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რია და 2021 წელს შე­მო­სავ­ლის სა­ხით 47 500 მი­ი­ღო. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2021 წელს ალექ­სან­დრე ვარ­დო­სა­ნი­ძემ შვი­ლის ქორ­წი­ლის ხარ­ჯის სა­ხით 11 000 ლარი გა­ი­ღო.

რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ჩანს, ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის. ის წლე­ბია რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერ­თგუ­ლი კად­რია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რავ ფო­ტოს ნა­ხავთ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რებ­თან ერ­თად აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ფო­ტო­გა­და­ღე­ბე­ბი.

ავტორი:

"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატის გზა სასამართლოდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს ნინო ვარდოსანიძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ფოტოები

"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატის გზა სასამართლოდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს ნინო ვარდოსანიძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ფოტოები

"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატი ნინო ვარდოსანიძე პოლიტიკაში სასამართლოდან მოვიდა. ახალგაზრდა დეპუტატი ამჟამად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ნინო ვარდოსანიძე პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრია. მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ სამუშაო გამოცდილება 2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო. 2016 წელს კი ''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის თანაშემწის პოსტი ჩაიბარა.

2019 წლიდან ვარდოსანიძე მაშინდელი პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის კაბინეტის უფროსის მოადგილე გახდა, შემდეგ - საქართველოს დელეგაციის მდივანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და დეპუტატობამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის კაბინეტის უფროსი გახლდათ.

ნინო ვარდოსანიძის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ცხოვრობს მშობლებთან და დებთან, მარიამთან და ქეთევანთან ერთად.

მამას 2007 წელს მემკვიდრეობით გადაეცა 209.3 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე... 2017 წელს ვარდოსანიძეების ოჯახმა 12 ათას დოლარად დუშეთის რაიონ, სოფელ ქვემო მლაშეში, 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს ნინო ვარდოსანიძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 6856,01 ლარი, დანაზოგის სახით კი 8 ათასი ლარი.

ნინო ვარდოსანიძემ საქართველოს პარლამენტის აპარატში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სამდივნოს უფროსის პოსტზე ერთ კალენდარულ წელში სარგოს სახით 32 055,14 ლარი მიიღო.

საკრებულოს აპარატში კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კი ერთ თვეში 2908,38 ლარი აქვს მითითებული.

ალექსანდრე ვარდოსანიძე შპს "მმბ" ფინანსური დირექტორია და 2021 წელს შემოსავლის სახით 47 500 მიიღო. დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ალექსანდრე ვარდოსანიძემ შვილის ქორწილის ხარჯის სახით 11 000 ლარი გაიღო.

როგორც დეკლარაციიდან ჩანს, ნინო ვარდოსანიძე დაოჯახებული არ არის. ის წლებია რაც „ქართული ოცნების“ ერთგული კადრია და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს ნახავთ, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებზე მმართველი პარტიის წევრებთან ერთად აქვს გადაღებული. ახალგაზრდა დეპუტატი მედიაში აქტიურობით არ გამოირჩევა. უყვარს მოგზაურობა და ფოტოგადაღებები.