სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ურთიერთბრალდებები გრძელდება - აზერბაიჯანი სომხეთს ქალბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
ურთიერთბრალდებები გრძელდება - აზერბაიჯანი სომხეთს ქალბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

3 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მო­დან და 4 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­წი­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ებს ქალ­ბა­ჯა­რის რა­ი­ო­ნის ზი­ვე­ლის, ზე­ი­ლი­კი­სა და ის­თი­სუს და­სახ­ლე­ბე­ბი­სა და თო­ვუ­ზის რა­ი­ო­ნის აღ­და­მი­სა და გა­რა­ლა­რის და­სახ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე დის­ლო­ცი­რე­ბულ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი არ­მი­ის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა ადეკ­ვა­ტუ­რი სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი მი­ი­ღეს.

"გაც­ნო­ბებთ, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თულ ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას", - ნათ­ქვა­მია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ იყო სა­უ­ბა­რი.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებს ასა­ხავს.

კერ­ძოდ, სომ­ხე­თის სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, "ვი­დე­ო­ე­ბი ასა­ხავს სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე მკვლე­ლო­ბებს, სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბის, მათ შო­რის ქა­ლე­ბის წა­მე­ბა­სა და ცხედ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა ითხოვს ამ და წინა პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შემ­ზა­რა­ვი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის მკა­ფიო შე­ფა­სე­ბას“.

"ჩვენ ვიქ­ნე­ბით თან­მიმ­დევ­რუ­ლი პრობ­ლე­მის გახ­მო­ვა­ნე­ბა­ში შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩამ­დე­ნი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის საქ­მე­ში, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ კონ­ტექ­სტში, სა­თა­ნა­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა იმ­პე­რა­ტი­უ­ლია.

ამავდრო­უ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ზარ­დოს აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ზე­წო­ლა, აზერ­ბა­ი­ჯან­ში უკა­ნო­ნოდ მყო­ფი სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის და­უ­ყო­ნებ­ლივ დაბ­რუ­ნე­ბის, იძუ­ლე­ბი­თი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა ბე­დის გარ­კვე­ვის მიზ­ნით”, - ნათ­ქვა­მია სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

სურათზე რომ ჯარისკაცია,გვასალიას ტალახის შოუს ნაწილი მეგონა...

არაკავკასიელები !
6

არცერთი არ არის კავკასიელი ! უნდა იყოს მსოფლიო მასშტაბის კანონი რომ სომხებიც და თათრებიც პირწმინდად გაასახლო კავკასიიდან !! აი მაშინ დაისადგურებს მშვიდობა სამუდამოდ მთელს კავკასიაში ! არადა არ გახდნენ ესენი არცერთი კავკასიელი და არც არასოდეს იქნებიან ! საუკუნეების მანძილზე არ გვასვენებდნენ მთელს კავკასიას თურქები ( თათრები)და ირანელები ( სომხები ) , ამათ წალეკეს მთელი კავკასია დღეეს უკვე !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ურთიერთბრალდებები გრძელდება - აზერბაიჯანი სომხეთს ქალბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

ურთიერთბრალდებები გრძელდება - აზერბაიჯანი სომხეთს ქალბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

3 ოქტომბრის საღამოდან და 4 ოქტომბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის ზიველის, ზეილიკისა და ისთისუს დასახლებებისა და თოვუზის რაიონის აღდამისა და გარალარის დასახლებების მიმართულებებით, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

"გაცნობებთ, რომ სიტუაციის მიზანმიმართულ ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • ცნობისთვის, გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ იყო საუბარი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელებში თანმიმდევრულად გავრცელებული ვიდეოები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებს ასახავს.

კერძოდ, სომხეთის საელჩოს ცნობით, "ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედრო ტყვეების სასამართლოს გარეშე მკვლელობებს, სომეხი სამხედროების, მათ შორის ქალების წამებასა და ცხედრების შეურაცხყოფას. მათივე განმარტებით, "სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს ამ და წინა პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი შემზარავი სამხედრო დანაშაულების მკაფიო შეფასებას“.

"ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული პრობლემის გახმოვანებაში შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებსა და დაწესებულებებში, ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენი და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის საქმეში, მათ შორის საერთაშორისო სანქციების გამოყენებით. ამ კონტექსტში, სათანადო საერთაშორისო გამოძიება იმპერატიულია.

ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, გაზარდოს აზერბაიჯანზე ზეწოლა, აზერბაიჯანში უკანონოდ მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაუყონებლივ დაბრუნების, იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევის მიზნით”, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.