სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედროების მკვლელობას, ასევე ქალების წამებას" - სომხეთი აზერბაიჯანულ ძალებს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს
"ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედროების მკვლელობას, ასევე ქალების წამებას" - სომხეთი აზერბაიჯანულ ძალებს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს

სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებს ასა­ხავს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­თის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

  • კერ­ძოდ, სომ­ხე­თის სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, "ვი­დე­ო­ე­ბი ასა­ხავს სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე მკვლე­ლო­ბებს, სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბის, მათ შო­რის ქა­ლე­ბის წა­მე­ბა­სა და ცხედ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა ითხოვს ამ და წინა პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შემ­ზა­რა­ვი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის მკა­ფიო შე­ფა­სე­ბას“.

"ჩვენ ვიქ­ნე­ბით თან­მიმ­დევ­რუ­ლი პრობ­ლე­მის გახ­მო­ვა­ნე­ბა­ში შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩამ­დე­ნი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის საქ­მე­ში, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ კონ­ტექ­სტში, სა­თა­ნა­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა იმ­პე­რა­ტი­უ­ლია.

ამავდრო­უ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ზარ­დოს აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ზე­წო­ლა, აზერ­ბა­ი­ჯან­ში უკა­ნო­ნოდ მყო­ფი სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის და­უ­ყო­ნებ­ლივ დაბ­რუ­ნე­ბის, იძუ­ლე­ბი­თი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა ბე­დის გარ­კვე­ვის მიზ­ნით”, - ნათ­ქვა­მია სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკა
7

რა ვიდეო,ვის აბოლებთ,

ეს სტატია გათვლილია მხოლოდ სათაურებს და ბოლო გვერდს ვინც კითხულობს მათზე

Akaki
9

ერთი სტატია დაგიწერიათ აფხაზეთის ომზე ქართველთა გენოფონდის და გენოციდის მომწყობ აფუა ჩრდილო-კავკასიელ რუს და სომეხ ბაგრამიანის ბანდ-ფორმირებებზე არაა? ხოდა არც გვაინტერესებს!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედროების მკვლელობას, ასევე ქალების წამებას" - სომხეთი აზერბაიჯანულ ძალებს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს

"ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედროების მკვლელობას, ასევე ქალების წამებას" - სომხეთი აზერბაიჯანულ ძალებს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელებში თანმიმდევრულად გავრცელებული ვიდეოები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებს ასახავს, - ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

  • კერძოდ, სომხეთის საელჩოს ცნობით, "ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედრო ტყვეების სასამართლოს გარეშე მკვლელობებს, სომეხი სამხედროების, მათ შორის ქალების წამებასა და ცხედრების შეურაცხყოფას.

მათივე განმარტებით, "სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს ამ და წინა პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი შემზარავი სამხედრო დანაშაულების მკაფიო შეფასებას“.

"ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული პრობლემის გახმოვანებაში შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებსა და დაწესებულებებში, ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენი და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის საქმეში, მათ შორის საერთაშორისო სანქციების გამოყენებით. ამ კონტექსტში, სათანადო საერთაშორისო გამოძიება იმპერატიულია.

ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, გაზარდოს აზერბაიჯანზე ზეწოლა, აზერბაიჯანში უკანონოდ მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაუყონებლივ დაბრუნების, იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევის მიზნით”, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.