სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზამთარი რუსული გაზის გარეშე - როგორ ემზადება ევროპა: შეშა, როგორც ოქრო, შეშის ქურდები და  თაღლითური სქემები
ზამთარი რუსული გაზის გარეშე - როგორ ემზადება ევროპა: შეშა, როგორც ოქრო, შეშის ქურდები და  თაღლითური სქემები

პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც 90-იანი წლე­ბის უშუ­ქო­ბა, გა­ზის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ი­ა­რეს, არა­ფე­რი გა­აკ­ვირ­ვებთ. მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე კი, შე­საძ­ლოა, ახლა ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აღ­მოჩ­დნენ. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ევ­რო­პა­ში მკაცრ ზამ­თარს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რით იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და პუ­ტი­ნის მიერ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბაა.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ევ­რო­პას გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტა. ეს ერ­თგვა­რი ფა­სია, რომ­ლის გა­დახ­დაც ცი­ვი­ლურ სამ­ყა­როს რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­პა­სუ­ხოდ უწევს.

  • ვე­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი ეძე­ბენ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ენერ­გე­ტი­კულ წყა­რო­ებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სი და მა­რა­გი, რო­გორც ჩანს, კრი­ზი­სი მა­ინც გა­ურ­და­უ­ვა­ლია და ლი­დე­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ზამ­თარ­ში შე­საძ­ლოა, რო­გორც შუქი, ასე­ვე გაზი დად­გე­ნი­ლი გრა­ფი­კით მი­ე­წო­დოთ. ისი­ნი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ეკო­ნო­მი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბი.

ბერ­ლინ­ში მცხოვ­რე­ბი იორგ მერ­ტენ­სი washingtonpost-თან ამ­ბობს, რომ იცო­და, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­სავ­ლე­თის წას­ვლას თა­ვი­სი ფასი ექ­ნე­ბო­და და რომ ყო­ვე­ლი­ვე ენერ­გე­ტი­კულ რე­სურ­სებ­ზე და მის ფას­ზე აი­სა­ხე­ბო­და, მაგ­რამ გა­და­სა­ხა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო­ში მი­ი­ღო, მა­ინც ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მერ­ტენ­სი ამ­ბობს, რომ 70%-ით უფრო მეტი გა­და­ი­ხა­და წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით.

გარ­და ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, გერ­მა­ნი­ა­ში 1970 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე უფრო უა­რე­სი ვი­თა­რე­ბაა ინფლა­ცი­ის კუ­თხით, რაც კი­დევ უფრო მეტ ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მას ქმნის. ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე ოჯა­ხე­ბი გა­უძ­ლე­ბენ ამას, თუმ­ცა სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ფე­ხუ­რის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა.

რო­გორც washingtonpost-ი წერს, ზი­ა­ნი მთელ ევ­რო­პას მი­ად­გე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბულ ქვეყ­ნებს შო­რის იქ­ნე­ბი­ან გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, იტა­ლია, ნი­დერ­ლან­დე­ბი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი დიდ­წი­ლად რუ­სულ გაზ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხთა ექ­სპერ­ტე­ბის გა­მოთ­ვლე­ბით, გა­და­სა­ხა­დე­ბი ზამ­თარ­ში ევ­რო­პის მას­შტა­ბით 210 პრო­ცენ­ტით მო­ი­მა­ტებს..

სწო­რედ ამი­ტომ, შე­საძ­ლოა, ზამ­თარ­ში ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს გა­მათ­ბობ­ლე­ბის გა­მორ­თვა მო­უ­წი­ოთ.

პო­ლო­ნეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კვამ­ლის და გა­მო­ნა­ბოლ­ქვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნიღ­ბე­ბის და­რი­გე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რად­გა­ნაც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ გათ­ბო­ბის­თვის ნაგ­ვის დაწ­ვა დას­ჭირ­დეთ. გერ­მა­ნი­ა­ში, და­სავ­ლეთ ბერ­ლი­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ნახ­ში­რი­სა და შე­შის ღუ­მე­ლებს ამ­ზა­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც "ცივი ომის" შემ­დეგ შე­ი­ნა­ხეს.

  • გარ­და ამი­სა, გა­მოჩ­დნენ შე­შის ქურ­დე­ბი, რომ­ლებ­მაც იგ­რძნეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ისი­ნი უკა­ნო­ნოდ ჭრი­ან და იპა­რა­ვენ ტყი­დან შე­შას და ამას­თა­ნა­ვე, იპა­რა­ვენ ხის მო­რებს სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან. გაჩ­ნდა შე­შის გა­ყიდ­ვის ახა­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა. თაღ­ლი­თე­ბი ქმნი­ან ყალბ ვებ­სა­ი­ტებს და რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან, რო­გორც შე­შის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად მყიდ­ველს ატყუ­ე­ბენ - ფულს იღე­ბენ და ქრე­ბი­ან. მათ უკვე ათა­სო­ბით მსხვერ­პლი ჰყავთ.

რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში შე­შის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ღუ­მე­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია.

  • "შეშა ახლა ოქ­როა“, - ამ­ბობს 62 წლის გერ­მა­ნე­ლი ჰანს ლუ­ნინ­გჰე­ი­კი, რომ­ლის თქმი­თაც, ზამ­თრის­თვის შე­შის ღუ­მე­ლის დამ­ზა­დე­ბა შე­უკ­ვე­თა.

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფრ­თხი­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ებს მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვის­თვის მო­ემ­ზა­დონ. საფ­რან­გეთ­ში აცხა­დე­ბენ, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს შუქი, შე­საძ­ლოა, გრა­ფი­კით მი­ე­წო­დოთ.ასე­ვე იგეგ­მე­ბა, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, ეი­ფე­ლის კოშ­კის მთა­ვა­რი მა­ნა­თო­ბე­ლი შუ­ქუ­რა სა­ღა­მოს 23:45 წუთ­ზე ჩა­აქ­რონ.

გარ­და ამი­სა, საფ­რან­გეთ­ში მთავ­რო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს, რომ გა­მათ­ბო­ბელს 19 გრა­დუს­ზე ზე­მოთ არ აუ­წი­ონ და ამით ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სის და­ზოგ­ვას შე­უ­წყონ ხელი.

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ვე­ლი მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნი აპი­რებს გა­მორ­თოს ზამ­თარ­ში გა­მათ­ბო­ბე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დი­დად არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სულ გაზ­ზე, თუმ­ცა ომის შემ­დეგ ფა­სე­ბი მკვეთ­რად გაზ­რდი­ლია, რის გა­მოც ბრი­ტა­ნე­ლებ­საც მო­უ­წევთ და­ნარ­ჩე­ნი ევ­რო­პის ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბა.

უნ­გრეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ზამ­თრის­თვის შე­შას იმა­რა­გებს და მისი ფასი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და.

იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით დე­ფი­ცი­ტუ­რად იქცა დაპ­რე­სი­ლი ნა­ხერ­ხი, რო­მე­ლიც აქამ­დე გათ­ბო­ბის ალეტ­რან­ტი­ულ, ბი­ო­სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და და რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ცოტა იტა­ლი­ე­ლი თუ სარ­გებ­ლობ­და.

ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, შე­ამ­ცი­რონ ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბა და შე­ავ­სონ რე­ზერ­ვე­ბი, ჩა­ა­ნაც­ვლონ რუ­სუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აირი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­საც ჰპირ­დე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბა გეგ­მავს, ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ა­მა­ტოს იმ ადა­მი­ან­თა სი­ა­ში, რომ­ლე­ბის­თვი­საც დახ­მა­რე­ბას გას­ცე­მენ.

მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სრუ­ლად ანა­ზღა­ურ­დეს ხარ­ჯე­ბი, რის გა­მოც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაქრო
2

ნუ ჭამთ ერთმანეთს, ზამთარი მოვა და მართალ-მტყუანი გაირკვევა.

ბაკო
11

რა სისულელეებს ბჟუტურებთ, რა შეშა და 90იანები,ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, არანაირი გართულება არ გვაქვს არც მე ბელგიაში და არც ჩემებს გერმანიაში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ზამთარი რუსული გაზის გარეშე - როგორ ემზადება ევროპა: შეშა, როგორც ოქრო, შეშის ქურდები და  თაღლითური სქემები

ზამთარი რუსული გაზის გარეშე - როგორ ემზადება ევროპა: შეშა, როგორც ოქრო, შეშის ქურდები და  თაღლითური სქემები

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც 90-იანი წლების უშუქობა, გაზის გარეშე ცხოვრება, ეკონომიკური პრობლემები გამოიარეს, არაფერი გააკვირვებთ. მსგავსი პრობლემების წინაშე კი, შესაძლოა, ახლა ევროპის განვითარებული ქვეყნები აღმოჩდნენ. ანალიტიკოსები ევროპაში მკაცრ ზამთარს პროგნოზირებენ, რომელიც სხვადასხვა ფაქტორით იქნება გამოწვეული. მთავარი მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომი და პუტინის მიერ ბუნებრივი აირის იარაღად გამოყენებაა.

ვლადიმერ პუტინმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ეს ერთგვარი ფასია, რომლის გადახდაც ცივილურ სამყაროს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ უწევს.

  • ვეროპელი ლიდერები ეძებენ ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი და მარაგი, როგორც ჩანს, კრიზისი მაინც გაურდაუვალია და ლიდერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ზამთარში შესაძლოა, როგორც შუქი, ასევე გაზი დადგენილი გრაფიკით მიეწოდოთ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ეკონომიურად გამოიყენონ ენერგეტიკული რესურსები.

ბერლინში მცხოვრები იორგ მერტენსი washingtonpost-თან ამბობს, რომ იცოდა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის წასვლას თავისი ფასი ექნებოდა და რომ ყოველივე ენერგეტიკულ რესურსებზე და მის ფასზე აისახებოდა, მაგრამ გადასახადების რაოდენობამ, რომელიც აგვისტოში მიიღო, მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მერტენსი ამბობს, რომ 70%-ით უფრო მეტი გადაიხადა წინა თვესთან შედარებით.

გარდა ენერგეტიკული რესურსების კუთხით არსებული პრობლემებისა, გერმანიაში 1970 წლის შემდეგ ყველაზე უფრო უარესი ვითარებაა ინფლაციის კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას ქმნის. ექსპერტთა შეფასებით, მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახები გაუძლებენ ამას, თუმცა საშუალო და დაბალი სოციალური საფეხურის მქონე ოჯახებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება.

როგორც washingtonpost-ი წერს, ზიანი მთელ ევროპას მიადგება, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის იქნებიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დიდწილად რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული. ეკონომიკის საკითხთა ექსპერტების გამოთვლებით, გადასახადები ზამთარში ევროპის მასშტაბით 210 პროცენტით მოიმატებს..

სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ზამთარში ევროპის მოსახლეობის დიდ ნაწილს გამათბობლების გამორთვა მოუწიოთ.

პოლონეთში მოსახლეობისთვის კვამლის და გამონაბოლქვის საწინააღმდეგო ნიღბების დარიგების საკითხს განიხილავენ, რადგანაც არ გამორიცხავენ, რომ გათბობისთვის ნაგვის დაწვა დასჭირდეთ. გერმანიაში, დასავლეთ ბერლინის მაცხოვრებლები ნახშირისა და შეშის ღუმელებს ამზადებენ, რომლებიც "ცივი ომის" შემდეგ შეინახეს.

  • გარდა ამისა, გამოჩდნენ შეშის ქურდები, რომლებმაც იგრძნეს შესაძლებლობა. ისინი უკანონოდ ჭრიან და იპარავენ ტყიდან შეშას და ამასთანავე, იპარავენ ხის მორებს სატვირთო ავტომობილებიდან. გაჩნდა შეშის გაყიდვის ახალი თაღლითური სქემა. თაღლითები ქმნიან ყალბ ვებსაიტებს და რეგისტრირდებიან, როგორც შეშის გამყიდველები, რომლებიც რეალურად მყიდველს ატყუებენ - ფულს იღებენ და ქრებიან. მათ უკვე ათასობით მსხვერპლი ჰყავთ.

რამდენიმე ქვეყანაში შეშისთვის განკუთვნილი ღუმელების დეფიციტია.

  • "შეშა ახლა ოქროა“, - ამბობს 62 წლის გერმანელი ჰანს ლუნინგჰეიკი, რომლის თქმითაც, ზამთრისთვის შეშის ღუმელის დამზადება შეუკვეთა.

საფრანგეთის ხელისუფლება აფრთხილებს მოქალაქეებს მიმდინარე წლის ბოლოსთვის ელექტროენერგიის დაზოგვისთვის მოემზადონ. საფრანგეთში აცხადებენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს შუქი, შესაძლოა, გრაფიკით მიეწოდოთ.ასევე იგეგმება, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ეიფელის კოშკის მთავარი მანათობელი შუქურა საღამოს 23:45 წუთზე ჩააქრონ.

გარდა ამისა, საფრანგეთში მთავრობა მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, რომ გამათბობელს 19 გრადუსზე ზემოთ არ აუწიონ და ამით ენერგეტიკული რესურსის დაზოგვას შეუწყონ ხელი.

ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ყოველი მეოთხე ადამიანი აპირებს გამორთოს ზამთარში გამათბობელი. საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდად არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, თუმცა ომის შემდეგ ფასები მკვეთრად გაზრდილია, რის გამოც ბრიტანელებსაც მოუწევთ დანარჩენი ევროპის ბედის გაზიარება.

უნგრეთში ამბობენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ზამთრისთვის შეშას იმარაგებს და მისი ფასი მკვეთრად გაიზარდა.

იტალიაში მყოფი ქართვეელი ემიგრანტები გვიყვებიან, რომ განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთით დეფიციტურად იქცა დაპრესილი ნახერხი, რომელიც აქამდე გათბობის ალეტრანტიულ, ბიოსაშუალებად მიიჩნეოდა და რომლითაც ძალიან ცოტა იტალიელი თუ სარგებლობდა.

ევროპული ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ ენერგეტიკული რესურსების მოხმარება და შეავსონ რეზერვები, ჩაანაცვლონ რუსული ბუნებრივი აირი. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდებიან. მაგალითად, გერმანიის მთავრობა გეგმავს, ასობით ათასი ადამიანი დაამატოს იმ ადამიანთა სიაში, რომლებისთვისაც დახმარებას გასცემენ.

მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულად ანაზღაურდეს ხარჯები, რის გამოც ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება.