სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოდუას კლინიკის კარდიოლოგის რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს
თოდუას კლინიკის კარდიოლოგის რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს

ჰი­პერ­ტენ­ზია – იგი­ვე მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, ზო­გა­დად, მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მიერ არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბო და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ნელა, ხში­რად შე­უმ­ჩნევ­ლა­დაც ვი­თარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია უმე­ტე­სად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა თუმ­ცა შე­საძ­ლე­ვე­ლის გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით რო­გორც მე­ო­რა­დი სიმპტო­მი თირკმე­ლე­ბის, მათი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბით, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი პა­თო­ლო­გით, მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას ასე­ვე იწ­ვევს გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კარ­დი­ო­ლო­გე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დას­მა, რათა ექიმ­მა შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით სწო­რად მარ­თოს პა­ცი­ენ­ტი.

ამ პა­თო­ლო­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს თო­დუ­ას კლი­ნი­კას და რო­გორ ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა, ასე­ვე რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ღა­ლი წნე­ვის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ექი­მის­თვის მი­მარ­თვა და არა ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბით სა­რის­კო თვით­მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის კარ­დი­ო­ლო­გი, კარ­დი­ო­ე­ქოს­კო­პის­ტი თა­მარ ჭი­ხო­რია მოგ­ვი­თხრობს.

– რა და­ა­ვა­დე­ბაა ჰი­პერ­ტენ­ზია და რა იწ­ვევს მის ასე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას პო­პუ­ლა­ცი­ა­ში?

– არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია წარ­მო­ად­გენს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მა­ში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ და მყარ მა­ტე­ბას. იგი ძი­რი­თა­დად წარ­მო­ად­გენს ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბას.

ამ და­ა­ვა­დე­ბის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რებ­თან: პა­ცი­ენ­ტის ასა­კი, ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი - გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, სქე­სი, რასა, მწე­ვე­ლო­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი დონე, მა­რი­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა.

– სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა რამ­დე­ნად მიდ­რე­კი­ლია ამ პა­თო­ლო­გი­ის­კენ – პი­რო­ბი­თად თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსოფ­ლი­ო­ში ლი­დერ­თა შო­რი­საა, სა­შუ­ა­ლო რის­კია, თუ და­ბა­ლი?

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­თა რი­ცხვი ბოლო წლებ­თან შე­და­რე­ბით გა­ორ­მაგ­და და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რო­გორც ცხოვ­რე­ბის წეს­თან, ასე­ვე რისკ ფაქ­ტო­რებ­თან. ამას პო­პუ­ლა­ცი­ის მიდ­რე­კი­ლე­ბას ვერ და­ვარ­ქმევთ.

– ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვინც ჰი­პერ­ტენ­ზი­ას – მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას უჩი­ვის, დღემ­დე ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობს მას­თან გამ­კლა­ვე­ბას. რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ მა­ღალწნე­ვი­ან­მა ადა­მი­ან­მა სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თოს ექიმს?

– ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბით ვერ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ადეკ­ვა­ტუ­რი შე­დე­გი, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს გამ­წვა­ვე­ბა და არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რის გა­მოც მნიშ­ვნე­ლო­ბა­ნია არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ნა­ად­რე­ვი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და პრე­ვენ­ცია

– რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს თო­დუ­ას კლი­ნი­კას ამ პა­თო­ლო­გი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ, ან სა­მარ­თა­ვად? რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰი­პერ­ტენ­ზი­ის სწო­რად მარ­თვის­თვის – მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექი­მი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, თუ ორი­ვე სინ­ქრონ­ში?

– თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვისს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მარ­თვის და მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის, რო­გორც სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სერ­ვი­სით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა

– რო­გო­რია ჰი­პერ­ტენ­ზი­ის პრე­ვენ­ცია? რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მისი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

– პირ­ველ რიგ­ში, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის პრე­ვენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი - ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სუფ­რის მა­რი­ლის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა, წო­ნის კლე­ბა, კო­ფე­ი­ნის ზო­მი­ე­რი მოხ­მა­რე­ბა, მი­ნე­რა­ლუ­რი სასმლის შე­ზღუდ­ვა.

– რო­გო­რია ჰი­პერ­ტენ­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი? რა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად?

– იმი­სათ­ვის, რომ და­ის­ვას სწო­რი დი­აგ­ნო­ზი და შე­ირ­ჩეს შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ხში­რად სა­ჭი­როა წნე­ვის 24–სა­ა­თი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი, ასე­ვე რიგი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში.

– ამ სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით – რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს ხალ­ხი მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას?

– არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბას უჩი­ვის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 20-30%. ასაკ­თან ერ­თად მისი გავ­რცე­ლე­ბა იმა­ტებს და 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებ­თან 50-60%-ს აღ­წევს. თუმ­ცა ხში­რად ამ და­ა­ვა­დე­ბის სირ­თუ­ლის აღ­ქმა სა­თა­ნა­დოდ არ ხდე­ბა, რა­საც თან სდევს შემ­დგომ­ში და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა.

– ჰი­პერ­ტენ­ზი­ის გავ­რცე­ლე­ბის სეგ­მენ­ტე­ბი რომ მი­მო­ი­ხი­ლოთ – რო­მე­ლია უფრო სა­რის­კო ასა­კობ­რი­ვი და სქე­სობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი?

– არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ნორ­მა 120/80 მმ ვწყ სვ-ია, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა და ასა­კი­სა - ახალ­გაზ­რდე­ბი­სა თუ მო­ხუ­ცე­ბის­თვის, ქა­ლე­ბი­სა თუ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის. ასე რომ, წნე­ვის ასა­კობ­რივ ნორ­მა­ზე ლა­პა­რა­კი ზრდას­რულ პა­ცი­ენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით მცდა­რია.

არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბა მა­მა­კა­ცებ­თან უფრო ად­რე­ულ ასაკ­ში იწყე­ბა. 50 წლამ­დე ჰი­პერ­ტენ­ზია სწო­რედ მა­მა­კა­ცებ­თან ჭარ­ბობს, ამა­ზე უფ­რო­სი ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი კი უმე­ტე­სად ქა­ლე­ბი არი­ან.

– რა სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია?

– არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის კლი­ნი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს: თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე; თავ­ბრუს­ხვე­ვა; ყუ­რებ­ში ხმა­უ­რი;სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა , ტა­ქი­კარ­დია (გუ­ლის­ცე­მის აჩ­ქა­რე­ბა), კი­დუ­რე­ბის და­ბუ­ჟე­ბა და გა­ცი­ე­ბა.

ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია ვერ გრძნობ­დეს წნე­ვის ციფ­რე­ბის მო­მა­ტე­ბას.

– ექიმ­თან დრო­უ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკე­თე­სი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად და არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად?

– პა­ცი­ენ­ტმა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ექიმს, შე­ას­რუ­ლოს რე­კო­მენ­და­ცია და რაც მთა­ვა­რია თვით­ნე­ბუ­რად არ შე­წყვი­ტოს მკურ­ნა­ლო­ბა, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თოდუას კლინიკის კარდიოლოგის რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს

თოდუას კლინიკის კარდიოლოგის რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს

ჰიპერტენზია – იგივე მაღალი არტერიული წნევა, ზოგადად, მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადების მიერ არ არის გამოწვეული. არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ნელა, ხშირად შეუმჩნევლადაც ვითარდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად დამოუკიდებელი დაავადებაა თუმცა შესაძლეველის გამოწვეული იყოს თანმხლები დაავადებებით როგორც მეორადი სიმპტომი თირკმელების, მათი სისხლძარღვების დაავადებით, ენდოკრინული პათოლოგით, მაღალ არტერიულ წნევას ასევე იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებები. ასეთ შემთხვევებში, როგორც პროფესიონალი კარდიოლოგები გვეუბნებიან, აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რათა ექიმმა შესაბამისი დანიშნულებით სწორად მართოს პაციენტი.

ამ პათოლოგიის მკურნალობის მიმართულებით რა შესაძლებლობები აქვს თოდუას კლინიკას და როგორ ხდება პაციენტების მართვა, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი წნევის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვა და არა ხალხური მეთოდებით სარისკო თვითმკურნალობის ჩატარება, თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი თამარ ჭიხორია მოგვითხრობს.

– რა დაავადებაა ჰიპერტენზია და რა იწვევს მის ასე ფართოდ გავრცელებას პოპულაციაში?

– არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის გახანგრძლივებულ და მყარ მატებას. იგი ძირითადად წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას.

ამ დაავადების ფართოდ გავრცელება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან: პაციენტის ასაკი, ოჯახური ანამნეზი - გენეტიკური ფაქტორი, სქესი, რასა, მწეველობა, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება.

– საქართველოს მოსახლეობა რამდენად მიდრეკილია ამ პათოლოგიისკენ – პირობითად თუ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ლიდერთა შორისაა, საშუალო რისკია, თუ დაბალი?

– საქართველოში ჰიპერტონიული დაავადების მქონეთა რიცხვი ბოლო წლებთან შედარებით გაორმაგდა და დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე რისკ ფაქტორებთან. ამას პოპულაციის მიდრეკილებას ვერ დავარქმევთ.

– ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ჰიპერტენზიას – მაღალ არტერიულ წნევას უჩივის, დღემდე ხალხური მეთოდებით ცდილობს მასთან გამკლავებას. რატომ არის აუცილებელი, რომ მაღალწნევიანმა ადამიანმა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს?

– ხალხური მეთოდებით ვერ იქნება მიღწეული შესაბამისი ადეკვატური შედეგი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გამწვავება და არტერიული ჰიპერტენზიის სხვადასხვა გართულებები, რის გამოც მნიშვნელობანია არტერიული წნევის ნაადრევი დიაგნოსტირება და პრევენცია

– რა შესაძლებლობები აქვს თოდუას კლინიკას ამ პათოლოგიის სამკურნალოდ, ან სამართავად? რა უფრო მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის სწორად მართვისთვის – მაღალი კვალიფიკაციის ექიმი, თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობები, თუ ორივე სინქრონში?

– თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო სერვისს არტერიული წნევის ამბულატორიული მართვის და მონიტორინგისთვის, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალებებით ასევე ლაბორატორიული სერვისით, მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიციური ექიმი ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვლევის ჩატარება

– როგორია ჰიპერტენზიის პრევენცია? რა ღონისძიებებითაა შესაძლებელი მისი განვითარების თავიდან აცილება?

– პირველ რიგში, არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციას წარმოადგენს ცხოვრების ჯანსაღი წესი - ფიზიკური აქტივობა, სუფრის მარილის დაბალი შემცველობა, წონის კლება, კოფეინის ზომიერი მოხმარება, მინერალური სასმლის შეზღუდვა.

– როგორია ჰიპერტენზიის დიაგნოსტირების პროცესი? რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად?

– იმისათვის, რომ დაისვას სწორი დიაგნოზი და შეირჩეს შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, ხშირად საჭიროა წნევის 24–საათიანი მონიტორინგი, ასევე რიგი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რაც სრულიად შესაძლებელია თოდუას კლინიკაში.

– ამ საშიშ დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერებას როგორ შეაფასებდით – რამდენად სერიოზულად აღიქვამს ხალხი მაღალ არტერიულ წნევას?

– არტერიული წნევის მომატებას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულებთან 50-60%-ს აღწევს. თუმცა ხშირად ამ დაავადების სირთულის აღქმა სათანადოდ არ ხდება, რასაც თან სდევს შემდგომში დაავადების პროგრესირება.

– ჰიპერტენზიის გავრცელების სეგმენტები რომ მიმოიხილოთ – რომელია უფრო სარისკო ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფები?

– არტერიული წნევის ნორმა 120/80 მმ ვწყ სვ-ია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა - ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისთვის, ქალებისა თუ მამაკაცებისთვის. ასე რომ, წნევის ასაკობრივ ნორმაზე ლაპარაკი ზრდასრულ პაციენტებთან მიმართებით მცდარია.

არტერიული წნევის მატება მამაკაცებთან უფრო ადრეულ ასაკში იწყება. 50 წლამდე ჰიპერტენზია სწორედ მამაკაცებთან ჭარბობს, ამაზე უფროსი ასაკის პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.

– რა სიმპტომებით გამოიხატება არტერიული ჰიპერტენზია?

– არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე; თავბრუსხვევა; ყურებში ხმაური;სუნთქვის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება , ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), კიდურების დაბუჟება და გაციება.

ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი შესაძლებელია ვერ გრძნობდეს წნევის ციფრების მომატებას.

– ექიმთან დროული მიმართვიანობა რამდენად მნიშვნელოვანია უკეთესი შედეგის მისაღებად და არასასურველი შედეგების თავიდან ასარიდებლად?

– პაციენტმა არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, შეასრულოს რეკომენდაცია და რაც მთავარია თვითნებურად არ შეწყვიტოს მკურნალობა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების გამწვავება.

NS