"ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი და არასდროს შევუწუხებივარ დეპრესიულ მომენტს", - ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ჩოგბურთელის ადვოკატის, თეონა გვაზავას კითხვაზე, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია თუ არა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზის მეჯვარე ერთ-ერთი პირი - ნარსია არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის არაფოტოგენური იყო, დაზარალებულმა უპასუხა, რომ - არა.
"მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე", - განაცხადა დოროყაშვილმა.
ადვოკატის კითხვაზე, მიწერა თუ არა მან დედამთილს, ნატალია ნაჭყებიას, რომ თუკი ნარსია იქნებოდა მეჯვარე, მას დეპრესია დაემართებოდა, დაზარალებულმა ასე უპასუხა: "არ მახსოვს ნატალიას რა მივწერე, მე ნამდვილად ვერ შევარჩევდი ვიღაცის მეჯვარეს".
"ახლა გამახსენდა, ნიკოლოზს გადაწყვეტილი ჰქონდა ერთ-ერთი მეჯვარე ჰყოლოდა და ის შეცვალა, ეს გამიკვირდა. ნარსია ქალბატონი ნატალიას მეგობრის შვილი იყო, ნიკამ მითხრა, ის ბიჭი აღარ არის ჩემი მეჯვარე და ეს არისო, უბრალოდ გამიკვირდა, თორემ ნატალიასთვის რომ მეთქვა, დეპრესია მექნებაო, მსგავსი არ მახსენდება",- განაცხადა დოროყაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.
გაძვირდა ცხოვრება აღარ ყოფნის ბიძია არაააა!
ვიღაცა რატომ იყო? მეუღლედ არ გინდოდა ნიკოლოზი? თქვენი საქციელი ნაბიჯ-ნაბიჯ რომ გავანაალიზოთ იმთავითვე დაგეგმილი გქონდათ ის, რაც ახლა ხდება. შვილიც იმიტომ გააჩინეთ რომ მერე გევაჭრათ. ამ ვოდეოებს წინასწარ როგორ იღებდი ანუ, გეგმა გქონდათ და ახლაც ამ გეგმას მიყვები, თქვენი სმს-ები რომლებიც ახლა გამოქვეყნდა ტიპიური ბულინგია ქალის მხრიდან. აპრიორი ქალის მხარეზე ყოფნაა ახლა მოდაში, მაგრამ ნიკოლოზმა იქეთ უნდა უჩივლოს მთელ ოჯახს აბულინგებს ეს ქალი.
თან ნიკოლოზის ფულზე ცხოვრობს, ეს კომერციული ფართებიო, ეს ბინაო, ეს 100 ათასი თვეშიო. სად მიდის ეს ფული საკითხავია? ან ეს დოროყაშვილები - მშობლები და ძმა, ასეთი უსირცხვილოები როგორ არიან? ძმა სიკვდილს რომ გამოგლიჯა ხელიდან ნიკოლოზმა ეს არ ახსოვთ? ასეთი უმადურობა ყველა ზღვარს ცდება.