კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება
"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება

ლე­გენ­და­რუ­ლი მექ­სი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ედუ­არ­დო პა­ლო­მო ქარ­თვე­ლებ­მა 90-იან წლებ­ში, "ეშ­მა­კი ხუ­ა­ნის“ რო­ლით გა­იც­ნეს. უკა­ნო­ნო შვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობ­და, მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნელ ორ დას შე­უყ­ვარ­და. "ვე­ლუ­რი გული“ პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უყუ­რებ­და. სე­რი­ა­ლი ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, რომ მშობ­ლე­ბი გო­გო­ნებს მისი მთა­ვა­რი გმი­რის, მო­ნი­კას გამო - მო­ნი­კას არ­ქმევ­დნენ.

მარ­თა­ლია, იმ წლებ­ში ინ­ტერ­ნე­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ ყო­ფი­ლა და არც მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვეა, მაგ­რამ ხუ­ა­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის, ედუ­არ­დო პა­ლო­მოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი მა­ინც გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფა­ნე­ბის ნა­წილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ინ­ფორ­მა­ცია ჭორი ეგო­ნა.

მექ­სი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი 2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში ვახ­შმობ­და, რო­დე­საც ცუ­დად გახ­და. მსა­ხი­ო­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა მას უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აწუ­ხებ­და.

ედუ­არ­დო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი გახ­ლდათ მსა­ხი­ობ კა­რი­ნა რი­კო­ზე. წყვილ­მა 1994 წლის ნო­ემ­ბერ­ში იქორ­წი­ნა და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ერ­თად იყ­ვნენ. მათ ორი შვი­ლი ჰყავთ, ფი­ო­ნა ალექ­სა, რო­მე­ლიც 1998 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­ბა­და და 2000 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლუკა.

გა­გაც­ნობთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს მსა­ხი­ო­ბის შე­სა­ხებ:

ედუ­არ­დო პა­ლო­მო იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი სე­რი­ა­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში.

რო­დე­საც ედუ­არ­დო გარ­და­იც­ვა­ლა, მისი შვი­ლე­ბი სულ რა­ღაც 3 და 5 წლის იყ­ვნენ.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 18 წელ­ზე მეტი გა­ვი­და. მისი ოჯა­ხი, ედუ­არ­დოს ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს. მსა­ხი­ო­ბის შვი­ლებ­მა, ორი­ვემ მა­მის გზა აირ­ჩია.

შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის იხ­სე­ნე­ბენ მა­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ. ისი­ნი ამა­ყო­ბენ ედუ­არ­დო პა­ლო­მო­თი.

კა­რი­ნა რიკო, მსა­ხი­ო­ბის ქვრი­ვი გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს ხში­რად იგო­ნებს და მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ერ­თად ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზეც ესა­უბ­რე­ბა.

"ჩვენ ყო­ველ წელს აღ­ვნიშ­ნავთ შენს და­ბა­დე­ბის დღეს. დღეს, რო­დე­საც შენ შე­მოხ­ვე­დი ამ ცხოვ­რე­ბა­ში, შენი სი­ნათ­ლი­თა და თვა­ლე­ბით დიდი სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნე მათ, ვინც შენს ცხოვ­რე­ბა­ში იყო. მჯე­რა, რომ სა­დაც არ უნდა იყო, ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი. იცო­დე, რომ ბევ­რს ახ­სოვ­ხარ და კი­დევ ბევ­რი გიხ­სე­ნებს სიყ­ვა­რუ­ლით.

ჩვენ კარ­გად ვართ და ვცხოვ­რობთ ყო­ვე­ლი დღის სი­ხა­რუ­ლით, რად­გან შენ გვყავ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს დრო ამ სამ­ყა­რო­ში ხან­მოკ­ლე იყო. გვიყ­ვარ­ხარ, გვე­ნატ­რე­ბი და ვფიქ­რობ, რომ შენ მეტ­საც იმ­სა­ხუ­რებ. მთელ ჩვენს სიყ­ვა­რულს გიგ­ზავ­ნით, სა­დაც არ უნდა იყო", – და­წე­რა კა­რი­ნამ გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე.

ფი­ო­ნა მა­მა­ზე ხში­რად აქ­ვეყ­ნებსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტებს. ერთ-ერთ მათ­გან­ში წერს, რომ ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა მამა:

  • "მთვა­რე, მზე და ზღვა მაც­ნე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ჩემს წე­რი­ლებს ჩი­ნუ­რი მელ­ნით მო­გი­ტანს სი­ჩუ­მე­ში, მამა. ათა­სო­ბით კი­თხვა მაქვს შენ­თან და ჩემი ოც­ნე­ბე­ბის, ჩემი სურ­ვი­ლე­ბის და ჩემი ტკი­ვი­ლე­ბის ეს­კი­ზე­ბი მინ­და გა­გი­ზი­ა­რო. ქარს ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი, რომ ჩა­გე­ხუ­ტო, სა­ნამ ისევ არ შევ­ხვდე­ბით. და სხვა სა­ხე­ლიც და სხვა სხე­უ­ლიც რომ გვქონ­დეს, ჩემი გული ამო­გიც­ნობს შენს იმ სიმ­შვი­დით, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი გრძნობს, როცა ომე­ბი­სა და ტრი­უმ­ფე­ბის ხან­გრძლი­ვი დღის შემ­დეგ სახ­ლში ბრუნ­დე­ბა."

ეჭვგა­რე­შეა, რომ ფი­ო­ნა და ლუკა მა­მის სა­უ­კე­თე­სო ანა­რეკ­ლია.

და ბო­ლოს, სამი წლის წინ, 54 წლის ასაკ­ში სე­რი­ალ "ვე­ლუ­რი გუ­ლის“ მექ­სი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ედიტ გონ­სა­ლე­სი გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სიმ­სივ­ნე გახ­და, რო­მელ­საც ის ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და. ხუ­ა­ნი­სა და მო­ნი­კას წყვილ­მა სე­რი­ა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ად­რეუ ასაკ­ში და­ას­რუ­ლა ცხოვ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
5

გთხოვთ გაუშვით ეს ფილმი კიდევ.

ობლიგადო
35

არ ვიცი ვინ არიან მარა ბრაზილიურები და ბრაზილიელები ჯობიან

ავტორი:

"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება

"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება

ლეგენდარული მექსიკელი მსახიობი ედუარდო პალომო ქართველებმა 90-იან წლებში, "ეშმაკი ხუანის“ როლით გაიცნეს. უკანონო შვილი, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობდა, მაღალი წრის წარმომადგენელ ორ დას შეუყვარდა. "ველური გული“ პირველი სერიალი გახლდათ, რომელსაც მთელი საქართველო უყურებდა. სერიალი ისეთი პოპულარული იყო, რომ მშობლები გოგონებს მისი მთავარი გმირის, მონიკას გამო - მონიკას არქმევდნენ.

მართალია, იმ წლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ ყოფილა და არც მსახიობების შესახებ იყო შესაძლებელი ბევრი ინფორმაციის მოპოვეა, მაგრამ ხუანის როლის შემსრულებლის, ედუარდო პალომოს გარდაცვალების ამბავი მაინც გავრცელდა საქართველოში. ფანების ნაწილს წლების განმავლობაში ეს ინფორმაცია ჭორი ეგონა.

მექსიკელი მსახიობი 2003 წლის ნოემბერში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ლოს-ანჯელესში მეგობრებთან ერთად რესტორანში ვახშმობდა, როდესაც ცუდად გახდა. მსახიობი კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ გულის დაავადება მას უკვე რამდენიმე წელია აწუხებდა.

ედუარდო დაქორწინებული გახლდათ მსახიობ კარინა რიკოზე. წყვილმა 1994 წლის ნოემბერში იქორწინა და სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ, ფიონა ალექსა, რომელიც 1998 წლის ოქტომბერში დაიბადა და 2000 წლის ოქტომბერში დაბადებული ლუკა.

გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს მსახიობის შესახებ:

ედუარდო პალომო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საზოგადოების საყვარელი მსახიობი მამაკაცი სერიალების სამყაროში.

როდესაც ედუარდო გარდაიცვალა, მისი შვილები სულ რაღაც 3 და 5 წლის იყვნენ.

მსახიობის გარდაცვალებიდან 18 წელზე მეტი გავიდა. მისი ოჯახი, ედუარდოს ყოველთვის სიყვარულით იხსენებს. მსახიობის შვილებმა, ორივემ მამის გზა აირჩია.

შვილები ყოველთვის იხსენებენ მამას სოციალურ ქსელში და მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. ისინი ამაყობენ ედუარდო პალომოთი.

კარინა რიკო, მსახიობის ქვრივი გარდაცვლილ მეუღლეს ხშირად იგონებს და მის თაყვანისმცემლებს ერთად ცხოვრების დეტალებზეც ესაუბრება.

"ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს. დღეს, როდესაც შენ შემოხვედი ამ ცხოვრებაში, შენი სინათლითა და თვალებით დიდი სიხარული და სიყვარული მოუტანე მათ, ვინც შენს ცხოვრებაში იყო. მჯერა, რომ სადაც არ უნდა იყო, ბედნიერი იქნები. იცოდე, რომ ბევრს ახსოვხარ და კიდევ ბევრი გიხსენებს სიყვარულით.

ჩვენ კარგად ვართ და ვცხოვრობთ ყოველი დღის სიხარულით, რადგან შენ გვყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დრო ამ სამყაროში ხანმოკლე იყო. გვიყვარხარ, გვენატრები და ვფიქრობ, რომ შენ მეტსაც იმსახურებ. მთელ ჩვენს სიყვარულს გიგზავნით, სადაც არ უნდა იყო", – დაწერა კარინამ გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღეზე.

ფიონა მამაზე ხშირად აქვეყნებსს სოციალურ ქსელში პოსტებს. ერთ-ერთ მათგანში წერს, რომ ძალიან ენატრება მამა:

  • "მთვარე, მზე და ზღვა მაცნეები არიან, რომლებიც ჩემს წერილებს ჩინური მელნით მოგიტანს სიჩუმეში, მამა. ათასობით კითხვა მაქვს შენთან და ჩემი ოცნებების, ჩემი სურვილების და ჩემი ტკივილების ესკიზები მინდა გაგიზიარო. ქარს ჩავეხუტები, რომ ჩაგეხუტო, სანამ ისევ არ შევხვდებით. და სხვა სახელიც და სხვა სხეულიც რომ გვქონდეს, ჩემი გული ამოგიცნობს შენს იმ სიმშვიდით, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა ომებისა და ტრიუმფების ხანგრძლივი დღის შემდეგ სახლში ბრუნდება."

ეჭვგარეშეა, რომ ფიონა და ლუკა მამის საუკეთესო ანარეკლია.

და ბოლოს, სამი წლის წინ, 54 წლის ასაკში სერიალ "ველური გულის“ მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ებრძოდა. ხუანისა და მონიკას წყვილმა სერიალისგან განსხვავებით, ადრეუ ასაკში დაასრულა ცხოვრება.