კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერილი მისწერა სოსო გოგაშვილმა ლევან მურუსიძეს - მურუსიძე გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს
რა წერილი მისწერა სოსო გოგაშვილმა ლევან მურუსიძეს - მურუსიძე გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ სოსო გო­გაშ­ვილ­მა მას პი­რა­დად მი­მარ­თა წე­რი­ლით, სა­დაც ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, "გო­გაშ­ვი­ლი გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზე სა­უბ­რობ­და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ“.

  • ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რას.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ერთ ფაქტს, თქვენ­თვის, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი. უნდა ვი­სა­უბ­რო იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თა­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. სა­უ­ბა­რია ბა­ტონ სოსო გო­გაშ­ვილ­ზე, რო­მელ­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის მიერ ხდე­ბო­და სუს-ის გა­მო­ყე­ნე­ბით კონ­კრე­ტულ მო­სა­მარ­თლე­ზე ზე­წო­ლა.

მინ­და აგიხ­სნათ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რამ გა­ნა­პი­რო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. მო­გეხ­სნე­ბათ, რომ ბა­ტო­ნი სო­სოს მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხი, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­მი­კავ­შირ­და ასე­თი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლით, რომ თუ ჩემი მხრი­დან არ მოხ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა და მის მი­მართ არ შე­იც­ვლე­ბო­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, არ იქ­ნე­ბო­და გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ის გა­დად­გამ­და ყვე­ლა­ნა­ირ ნა­ბიჯს, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, ზო­გა­დად, მე, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს და ა.შ. დაგ­ვაბ­რა­ლებ­და რა­ღა­ცებს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო და მო­ახ­დენ­და სა­სა­მარ­თლოს მაქ­სი­მა­ლურ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

ამის შემ­დგომ, რო­დე­საც კი­დევ დად­გა სა­კი­თხი უძ­რავ ქო­ნე­ბებ­ზე ყა­და­ღის და­დე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თუ მე არ ჩა­ვე­რე­ო­დი და არ ვუზ­რუნ­ველ­ვყოფ­დი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ყა­და­ღე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­კე­თებ­და სა­ში­ნელ სი­ბინ­ძუ­რეს, მოხ­დე­ბო­და სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მის კი­დევ ერთი დის­კრე­დი­ტა­ცია.

შე­სა­ბა­მი­სად, მო­ა­ყო­ლა ერთი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცით, რომ თით­ქოს მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე სუს-ის დახ­მა­რე­ბით მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ალა­ვი­ძე­ზე ახ­დენ­და ზე­წო­ლას. ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მე­სა­მედ მოხ­და ჩემ­თან შე­ტყო­ბი­ნე­ბა, და ფაქ­ტობ­რი­ვად, იმის აღი­ა­რე­ბა, რომ “ხომ ხე­დავ და­წყე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, თუ თქვენ არ გა­დად­გამთ გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯებს და არ და­მეხ­მა­რე­ბით, გაგ­რძელ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია და მი­ი­ღებს არ­ნა­ხულ მას­შტა­ბებს. მოხ­დე­ბა ისე­თი ფაქ­ტე­ბის დაბ­რა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­თეთრდე­ბა”. ამი­ტომ, მე გა­დავ­წყვი­ტე, რომ პირ­ველ რიგ­ში, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს­თვის მეც­ნო­ბე­ბი­ნა და შემ­დგომ ვა­პი­რებ რე­ა­გი­რე­ბას, გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით მივ­მარ­თო უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას", - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იორამი
0

ნახეთ გენპროკურატურატურაში მოსამართლეთა მიმართ ვისზე არის საქმე აგახსნილი.

უბრალო
2

"ვაჰ ცრუ სუ

ოფელო დაუნდობელო"

ავტორი:

რა წერილი მისწერა სოსო გოგაშვილმა ლევან მურუსიძეს - მურუსიძე გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს

რა წერილი მისწერა სოსო გოგაშვილმა ლევან მურუსიძეს - მურუსიძე გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მას პირადად მიმართა წერილით, სადაც ციხიდან გათავისუფლების შესახებ დახმარებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, "გოგაშვილი გარკვეული ნაბიჯის გადადგმაზე საუბრობდა სასამართლოს წინააღმდეგ“.

  • ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით უახლოეს პერიოდში მიმართავს პროკურატურას.

"მინდა გამოვეხმაურო ერთ ფაქტს, თქვენთვის, ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომელთანაც დაახლოებით 25 წლის ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. საუბარია ბატონ სოსო გოგაშვილზე, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ხდებოდა სუს-ის გამოყენებით კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა.

მინდა აგიხსნათ იუსტიციის საბჭოს და საზოგადოებას, რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება. მოგეხსნებათ, რომ ბატონი სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როცა ის დაკავებული იყო და სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე დამიკავშირდა ასეთი შინაარსის წერილით, რომ თუ ჩემი მხრიდან არ მოხდებოდა დახმარება და მის მიმართ არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს, სასამართლო სისტემას, ზოგადად, მე, მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. დაგვაბრალებდა რაღაცებს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურ დისკრედიტაციას.

ამის შემდგომ, როდესაც კიდევ დადგა საკითხი უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე მომივიდა შეტყობინება, რომ თუ მე არ ჩავერეოდი და არ ვუზრუნველვყოფდი, აღნიშნული ყადაღები არ ყოფილიყო გამოყენებული, შესაბამისად გააკეთებდა საშინელ სიბინძურეს, მოხდებოდა სასამართლოს სისტემის კიდევ ერთი დისკრედიტაცია.

შესაბამისად, მოაყოლა ერთი განცხადება, რომელიც ყველამ იცით, რომ თითქოს მიხეილ ჩინჩალაძე სუს-ის დახმარებით მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მესამედ მოხდა ჩემთან შეტყობინება, და ფაქტობრივად, იმის აღიარება, რომ “ხომ ხედავ დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია, შესაბამისად, თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, გაგრძელდებოდა აღნიშნული დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებს. მოხდება ისეთი ფაქტების დაბრალება, რომლითაც სასამართლო სისტემა ვერანაირად ვერ გათეთრდება”. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში, იუსტიციის საბჭოსთვის მეცნობებინა და შემდგომ ვაპირებ რეაგირებას, გარკვეული მტკიცებულებებით მივმართო უახლოეს პერიოდში პროკურატურას", - განაცხადა მურუსიძემ.