სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15  ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს
15  ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

კა­ხე­თის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა „გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ 15 ოქ­ტომ­ბერს, გურ­ჯა­ან­ში, ახ­ტა­ლის პარკში, უკვე მე­ო­თხედ გა­ი­მარ­თე­ბა. წელს, ფეს­ტი­ვა­ლი 300-ზე მეტი მეღ­ვი­ნის სხვა­დას­ხვა ტი­პის, ფე­რი­სა და ასა­კის ღვი­ნოს, ჭა­ჭა­სა და სხვა სას­მე­ლებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის­თვის შექ­მნი­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სივ­რცე, მოწ­ვე­უ­ლი შე­ფე­ბი­თა და ად­გილ­ზე შექ­მნი­ლი ავ­თენ­ტუ­რი კერ­ძე­ბით და­ამ­შვე­ნებს. ფეს­ტი­ვა­ლი იქ­ნე­ბა თავ­შე­საქ­ცე­ვი, მათ­რო­ბე­ლა და სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კით შთა­გო­ნე­ბუ­ლი, შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბით აჭ­რე­ლე­ბულ ულა­მა­ზეს რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნა­ში, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­როს დრო მე­გობ­რე­ბი­სა თუ ოჯა­ხის თან­ხლე­ბით.

გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 14:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, სა­დაც სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რის ფონ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჩურ­ჩხე­ლის ამოვ­ლე­ბა­სა და ყუ­რძნის და­წურ­ვა­ში, ჭა­ჭი­სა და ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ა­ში, სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­სა სხვა გა­სარ­თობ თა­მა­შებ­ში. ახ­ტა­ლის პარკში აქ­ტი­ვო­ბე­ბი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, რო­გო­რი­ცაა ეთნო სივ­რცე, თა­თა­რა­ო­ბის და მეღ­ვი­ნე­ო­ბის სივ­რცე, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ზონა, სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და სხვა.

წელს, გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 2022 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს, მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქა­ლაქ­ში გა­მარ­თუ­ლი გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის მე-4 ფეს­ტი­ვა­ლი ფი­როს­მანს და ღვი­ნით შთა­გო­ნე­ბულ ყვე­ლა ადა­მი­ანს მი­ე­ძღვნას. ამას­თან, წელს ფეს­ტი­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმი­თაც არის, რომ IWSC-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია და კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა სწო­რედ 15 ოქ­ტომ­ბერს, ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­დე­ბა.

„პან­დე­მი­ის გამო 2 წლი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბა გვქონ­და. ვინც ერთხელ უკვე იყო ნამ­ყო­ფი ფეს­ტი­ვალ­ზე, მო­ე­ნატ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, მეღ­ვი­ნე­ო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა 15 ოქ­ტომ­ბრის­თვის. გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­საც 5 წლის წინ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, წელს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა. დან­ტე­რე­სე­ბაა მო­ნა­წი­ლე­თა მხირ­და­ნაც დი­დია - წელს, ფეს­ტი­ვალ­ში 300 - ზე მეტი მცი­რე მე­წარ­მე, ღვი­ნის ქარ­ხა­ნა და მა­რა­ნი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა ჩვენ­თვის, რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის, ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. გან­სა­კუთ­რე­ბით, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ წელს ფეს­ტი­ვა­ლი ღვი­ნის და სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი გახ­და და IWSC-ის გუნ­დი 13 ოქ­ტომ­ბრი­დან 16 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით ლონ­დო­ნი­დან გურ­ჯა­ან­ში ჩა­მო­ვა და ჩა­ა­ტა­რებს ღვი­ნის კონ­კურსს ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ხოლო გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა 15 ოქ­ტომ­ბერს, ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კომ­პო­ნენ­ტებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის შევ­ქმნათ შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ტე­რე­სო, გა­სარ­თო­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი გა­რე­მო, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, ღვი­ნო­ბის­თვის მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, სტუმ­რი­ა­ნო­ბი­თაც ხალ­ხმრა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, “ - გვი­თხრეს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­ში.

ფეს­ტი­ვა­ლის პა­ტა­რა სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ანი­მა­ტო­რე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ, მათ­თვის ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბი, ილუ­ზი­ო­ნის­ტე­ბის და ანი­მა­ტო­რე­ბის შოუ, თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი, ბუშ­ტე­ბის შოუ, თი­ხის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძერ­წვა, კა­რი­კა­ტუ­რე­ბის შექ­მნა, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის მას­ტერკლა­სი, სა­ხე­ზე ხატ­ვა და სხვა­დას­ხვა სა­ბავ­შვო თა­მა­შე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი სა­შე­მოდ­გო­მო, ის­ტო­რი­უ­ლი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი, ღვი­ნის ბარი. ასე­ვე, მო­ე­წყო­ბა ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის, კა­ხუ­რი ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა.

მუ­სი­კა­ლურ გან­წყო­ბას შექ­მნი­ან: ცა­გა­რე­ლი და მე­გობ­რე­ბი (სა­ლიო, სვან­სიხ, ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე), თა­მა­და, ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი და მე­გობ­რე­ბი, ქარ­თუ­ლი ხმე­ბი და ბენ­დი (პრე­მი­ე­რა), Groove Possession, გიგი ვან­დე­რი, ნა­თია ქო­რ­ოღ­ლიშ­ვი­ლი, ტატო გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, ლე­ვან ყან­დი­აშ­ვი­ლი, ან­სამ­ბლი „ხა­რე­ბა“, ან­სამ­ბლი „მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი“ და სხვა.

გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2022, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და სხვა კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია ღვი­ნის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ღვი­ნის კულ­ტუ­რი­სა და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა, რო­გორც უცხო­ე­ლი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

წელს, გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, 30000-ზე მეტ შიდა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რისტს უმას­პინ­ძლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

15  ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

15  ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

კახეთის მთავარი მოვლენა „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, უკვე მეოთხედ გაიმართება. წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა თუ ოჯახის თანხლებით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, ჭაჭისა და ღვინის დეგუსტაციაში, სპორტულ შეჯიბრებებსა სხვა გასართობ თამაშებში. ახტალის პარკში აქტივობები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, როგორიცაა ეთნო სივრცე, თათარაობის და მეღვინეობის სივრცე, ბავშვთა გასართობი ზონა, სპორტული აქტივობები და სხვა.

წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლის 15 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. ამასთან, წელს ფესტივალი განსაკუთრებული იმითაც არის, რომ IWSC-ის ოფიციალური პარტნიორია და კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება სწორედ 15 ოქტომბერს, ფესტივალზე მოხდება.

„პანდემიის გამო 2 წლიანი იძულებითი შესვენება გვქონდა. ვინც ერთხელ უკვე იყო ნამყოფი ფესტივალზე, მოენატრა. შესაბამისად, მეღვინეობის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად ემზადება 15 ოქტომბრისთვის. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დანტერესებაა მონაწილეთა მხირდანაც დიდია - წელს, ფესტივალში 300 - ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა და IWSC-ის გუნდი 13 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობითაც ხალხმრავალი იქნება, “ - გვითხრეს საორგანიზაციო ჯგუფში.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაშები. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

მუსიკალურ განწყობას შექმნიან: ცაგარელი და მეგობრები (სალიო, სვანსიხ, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და მეგობრები, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა კომერციული ორგანიზაციები. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.