სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2014 წლიდან ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს... ვითხოვდით, რომ ყირიმი კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა" - ერდოღანი "შანხაის სამიტზე" და რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლაზე
"2014 წლიდან ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს... ვითხოვდით, რომ ყირიმი კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა" - ერდოღანი "შანხაის სამიტზე" და რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლაზე

რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი - ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც რუ­სე­თი შე­იჭ­რა, უკ­რა­ი­ნას და­უბ­რუნ­დე­ბა

თუკი უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა დამ­ყარ­დე­ბა, რა თქმა უნდა, იმ მი­წე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მელ­ზე­დაც რუ­სე­თი შე­იჭ­რა, ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა PBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, უნდა მი­ე­ცეს თუ არა უფ­ლე­ბა რუ­სეთს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის­გან მი­ით­ვი­სა თე­ბერ­ვალ­ში ქვე­ყა­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ და უნდა იყოს თუ არა ეს სა­კი­თხი ამ კონ­ფლიქ­ტის გა­და­წყვე­ტის ნა­წი­ლი, ერ­დო­ღან­მა უპა­სუ­ხა: "არა, და უდა­ვოდ არა“.

"რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბა­ზე, სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხმობთ. თუკი უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა დამ­ყარ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა. ეს არის ის, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ეს არის ის, რაც სა­სურ­ვე­ლია, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც რუ­სე­თი შე­იჭ­რა, უკ­რა­ი­ნას და­უბ­რუნ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ყი­რი­მის სა­კითხს, ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის ის, რა­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან 2014 წლი­დან ითხო­ვენ, თუმ­ცა წინ ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა.

"2014 წლი­დან ჩვენ ვე­სა­უბ­რე­ბით ჩემს ძვირ­ფას მე­გო­ბარ პუ­ტინს ამის შე­სა­ხებ და ეს არის ის, რა­საც მის­გან მო­ვი­თხოვთ. ჩვენ მას ვთხო­ვეთ, რომ ყი­რი­მი კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლე­ბის­თვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. ეს არის ის, რა­საც ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობთ, მაგ­რამ მას შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, წინ არა­ნა­ი­რი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, რო­გორ და რამ­დე­ნად სწრა­ფად დას­რულ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი, ერ­დო­ღან­მა უპა­სუ­ხა, რომ "რუ­სე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა".

"უზ­ბე­კეთ­ში შევ­ხვდი პრე­ზი­დენტ პუ­ტინს და გვქონ­და ძა­ლი­ან ვრცე­ლი დის­კუ­სია მას­თან. ის ფაქ­ტობ­რი­ვად მაჩ­ვე­ნებს, რომ მზა­დაა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ას­რუ­ლოს ეს. ეს იყო ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რად­გან ის, რო­გორც ახლა ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია“, - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი 200 ტყვის გაც­ვლა­ზე შე­თან­ხმდნენ, - ამის შე­სა­ხებ ერ­დო­ღან­მა PBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მხა­რე­ებს შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 200 ტყვე გა­იც­ვლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
3

ერდოღანის განცხადება ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინისათვის ყირიმის ახლო მომავალში წართმევა თურქეთის სახელმწიფოსათვის ადვილი იქნება, ვინაიდან ყირიმს თვლის საკუთარ კანონიერ ტერიტორიად (ყირიმის სახანო, რომელზეც კონტროლს ახორციელებდა ოსმალეთის იმპერია), რომელიც რუსეთის იმპერიამ ომების შედეგად მიისაკუთრა 1783 წელს. 

უტრუხუნე
12

კი მარა, თურქებიც სხის მიწაზე ცხოვრობთ, წადით მაშინ საიდანაც მოხვედით და აღდგეს ისევ ბიზანტია. რას იტყვი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"2014 წლიდან ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს... ვითხოვდით, რომ ყირიმი კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა" - ერდოღანი "შანხაის სამიტზე" და რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლაზე

"2014 წლიდან ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს... ვითხოვდით, რომ ყირიმი კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა" - ერდოღანი "შანხაის სამიტზე" და რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლაზე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება

თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, იმ მიწების დაბრუნება, რომელზედაც რუსეთი შეიჭრა, ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მიეცეს თუ არა უფლება რუსეთს, შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინისგან მიითვისა თებერვალში ქვეყანაში შეჭრის შემდეგ და უნდა იყოს თუ არა ეს საკითხი ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი, ერდოღანმა უპასუხა: "არა, და უდავოდ არა“.

"როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის ის, რაც სასურველია, ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

რაც შეეხება ყირიმის საკითხს, ერდოღანის განცხადებით, ეს არის ის, რასაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან 2014 წლიდან ითხოვენ, თუმცა წინ ნაბიჯი არ გადადგმულა.

"2014 წლიდან ჩვენ ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს ამის შესახებ და ეს არის ის, რასაც მისგან მოვითხოვთ. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ ყირიმი კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მაგრამ მას შემდეგ, სამწუხაროდ, წინ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, კითხვაზე, როგორ და რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინაში მიმდინარე ომი, ერდოღანმა უპასუხა, რომ "რუსეთის დამოკიდებულება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".

"უზბეკეთში შევხვდი პრეზიდენტ პუტინს და გვქონდა ძალიან ვრცელი დისკუსია მასთან. ის ფაქტობრივად მაჩვენებს, რომ მზადაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს. ეს იყო ჩემი შთაბეჭდილება, რადგან ის, როგორც ახლა ვითარდება მოვლენები, საკმაოდ პრობლემურია“, - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 200 ტყვე გაიცვლება“, - განაცხადა ერდოღანმა.

იხილეთ ასევე: