სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირანი სომხეთს ეუბნება, თუ თქვენ ზანგეზურის კორიდორისთვის იბრძოლებთ, თქვენთან ვართ და თქვენს გვერდით ვიბრძოლებთო" - სომეხი პოლიტოლოგი: რას წარმოადგენს ეს კორიდორი და რას ითხოვს აზერბაიჯანი?
"ირანი სომხეთს ეუბნება, თუ თქვენ ზანგეზურის კორიდორისთვის იბრძოლებთ, თქვენთან ვართ და თქვენს გვერდით ვიბრძოლებთო" - სომეხი პოლიტოლოგი: რას წარმოადგენს ეს კორიდორი და რას ითხოვს აზერბაიჯანი?

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის და­წყე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზებ­სა და იმა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხეთს შო­რის, მათ შო­რის სომ­ხეთ­ში, ერე­ვან­ში ფა­ში­ნი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, სტე­ფან გრი­გო­რი­ანს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო სტე­ფან, წე­სით აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის ვი­თა­რე­ბებ­ზე უნდა დაგ­ვე­წყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ რად­გან ახლა არა­ნაკ­ლებ აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია პრე­მი­ერ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, შემ­დეგ ამ გან­ცხა­დე­ბის უარ­ყო­ფა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თუ ამ თე­მით და­ვი­წყებთ სა­უ­ბარს. რა გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა და რა გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ერე­ვან­ში მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი მი­ტინ­გე­ბი და­ი­წყო ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით?

- ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ბოლო ომი სომ­ხეთ­მა და ყა­რა­ბაღ­მა წა­ა­გო, რა­მაც საკ­მა­ოდ გა­არ­თუ­ლა ვი­თა­რე­ბა სომ­ხე­თის შიდა პო­ლი­ტი­კა­ში. 2020 წლის ომის შემ­დეგ მთე­ლი 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბას.

ამ პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, თით­ქოს იყო პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რაც გა­ი­მარ­თა, რომ­ლებ­მაც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ულ­ტი­მა­ტი­უ­რად ითხოვ­და სომ­ხე­თი­სა­გან არა მხო­ლოდ ყა­რა­ბა­ღის სტა­ტუს­ზე უა­რის თქმას, არა­მედ ისეთ სა­კი­თხებ­ში დათ­მო­ბებს, რო­მე­ლიც ლა­ჩი­ნის კო­რი­დორ­სა და ასე­ვე სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხებს უკავ­შირ­დე­ბა.

გა­სა­გე­ბია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხა­რეა, მას ეხ­მა­რე­ბა თურ­ქე­თი, რბი­ლად რომ ვთქვათ, რუ­სეთ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა სომ­ხეთს. მე­ტიც, მოს­კო­ვი ახლა აქ­ტი­უ­რად და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს აზერ­ბა­ი­ჯან­თან. სომ­ხე­თი რე­გი­ონ­ში მარ­ტოა დარ­ჩე­ნი­ლი, ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ახლა კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით გა­და­სა­წყვე­ტად. ამ პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე აზერ­ბა­ი­ჯან­მა სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბით შეძ­ლო სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბა.

- რა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ი­კა­ვა აზერ­ბა­ი­ჯან­მა სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

- მე იმას გე­ტყვით, რაც პრე­მი­ერ­მა ფა­ში­ნი­ან­მა გუ­შინ სა­ღა­მოს ექ­სპერტთა ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რა­ზე თქვა. პრე­მი­ერ­მა ჩვენ­თან და პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას თქვა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ის 11 კი­ლო­მეტ­რი და­ი­კა­ვა.

მათ აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სა­ზღვრის გას­წვრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­მაღ­ლე­ე­ბი და სა­გუ­შა­გო­ე­ბი და­ი­კა­ვეს. ცე­ცხლს უხ­სნი­ან სომ­ხურ პო­ზი­ცი­ებს. ამას უკვე ადას­ტუ­რებს აშშ, კა­ნა­დის, ევ­რო­კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბე­ბიც. სი­ტუ­ა­ცია მარ­თლაც კრი­ტი­კუ­ლია. ყვე­ლა ითხოვს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან ცე­ცხლის შე­წყვე­ტას.

- რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ სი­მაღ­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბით?

- აზერ­ბა­ი­ჯანს სურს ერე­ვან­მა ხელი მო­ა­წე­როს შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის შუ­ა­მავ­ლო­ბით მზად­დე­ბო­და. სა­უ­ბა­რია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბაზე. სომ­ხე­თი ამ შე­თან­ხმე­ბის ორ პუნ­ქტს არ თან­ხმდე­ბა. ამ შე­თან­ხმე­ბა­ში სა­უ­ბა­რი იყოს ყა­რა­ბაღ­ზე, იმა­ზე, რომ მხა­რე­ე­ბი ყა­რა­ბა­ღის სტა­ტუ­სის სა­კითხს სა­მო­მავ­ლოდ გა­და­დე­ბენ. სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ერევ­ნის ეს წი­ნა­და­დე­ბა ბა­ქომ თა­ვი­დან მი­ი­ღო, შემ­დეგ კი, სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბის წინ უარი თქვა.

კი­დევ არის ერთი პუნ­ქტი, რო­მელ­ზეც ერე­ვა­ნი და ბაქო ვერ თან­ხმდე­ბი­ან, გახ­ლავთ ზან­გე­ზუ­რის კო­რი­დო­რი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯანს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ხმე­ლე­თით და­უ­კავ­შირ­დეს ნა­ხ­ჭე­ვან­სა და თურ­ქეთს. სა­უ­ბა­რია სომ­ხე­თის ყვე­ლა­ზე სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ მეღ­რი­ზე გა­მა­ვალ გზა­ზე, რო­მე­ლიც სომ­ხეთ-ირა­ნის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

ამ სა­კი­თხში სომ­ხე­თის პო­ზი­ცია ასე­თია - კი ბა­ტო­ნო იარ­სე­ბოს კო­რი­დორ­მა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და ნა­ხ­ჭე­ვან-თურ­ქეთს შო­რის, მაგ­რამ მას­ზე კონ­ტრო­ლი სომ­ხეთს უნდა ჰქონ­დეს. ამ გზა­ზე არ­სე­ბობს სახ­მე­ლე­თო და სარ­კი­ნიგ­ზო კო­რი­დო­რი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ მეღ­რიზ­დე გა­დის.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ კო­რი­დორს ზან­გე­ზუ­რის კო­რი­დორს ეძა­ხის და არ თან­ხმდე­ბა მას­ზე სომ­ხე­თის კონ­ტროლს. ეს გახ­ლავთ ის პუნ­ქტი, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ფა­ში­ნი­ა­ნი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ თან­ხმდე­ბა. არ თან­ხმდე­ბა იმის გამო, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სომ­ხე­თი სახ­მე­ლე­თო კავ­შირს და­კარ­გავს ირან­თან.

- რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- ვიდ­რე პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე გე­ტყვით, კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ახლა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს იმის გამო, რომ სომ­ხეთს არ უნდა ზან­გე­ზუ­რის კო­რი­დორ­ზე კონ­ტრო­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხელ­ში გა­და­ვი­დეს. სომ­ხე­თი მზა­დაა ხელი შე­უ­წყოს აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთს ერ­თმა­ნეთ­თან ჰქონ­დეთ სახ­მე­ლე­თო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ არ უნდა მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა ქვეყ­ნებს, ვთქვათ რუ­სეთს, ან კი­დევ სხვას ჰქონ­დეს კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას. გუ­შინ ფა­ში­ნი­ან­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა ამ თე­მებ­ზე. მის გა­მოს­ვლა­ში იყო ელე­მენ­ტე­ბი, რომ სომ­ხეთ­მა ზან­გე­ზუ­რის კო­რი­დორ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა. არა­და, ის ამ სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლობ­და, მაგ­რამ ხალ­ხმა აღიქ­ვა, რომ მას უკვე ჰქონ­და შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელი მო­წე­რი­ლი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავ­ტო­რი: კობა ბენ­დე­ლი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
8

მიიწვიოს სპარსეთის ჯარი სომხეთმა ზანგეზურში ვთქვათ 5 წლით!

ტყის კაცი
17

ირან-სომხეთის 40 კილომეტრიან საზღვარს ათათურქმა თავის დროზე უწოდა : " წყეული სოლი' , რომლითაც სახმელეთო კავშირი გაწყდა თურქულენოვან სახელწიფოენს შორის, თუ ამ კავშირის აღდგენას თურქეთი ვერ შეძლებს, მაშინ აამუშავებს სათადარიგო ვარიანტს ქვემო ქართლის სახით! ფრთხილად ქართველებო!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ირანი სომხეთს ეუბნება, თუ თქვენ ზანგეზურის კორიდორისთვის იბრძოლებთ, თქვენთან ვართ და თქვენს გვერდით ვიბრძოლებთო" - სომეხი პოლიტოლოგი: რას წარმოადგენს ეს კორიდორი და რას ითხოვს აზერბაიჯანი?

"ირანი სომხეთს ეუბნება, თუ თქვენ ზანგეზურის კორიდორისთვის იბრძოლებთ, თქვენთან ვართ და თქვენს გვერდით ვიბრძოლებთო" - სომეხი პოლიტოლოგი: რას წარმოადგენს ეს კორიდორი და რას ითხოვს აზერბაიჯანი?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები აზერბაიჯან-სომხეთს შორის, მათ შორის სომხეთში, ერევანში ფაშინიანის წინააღმდეგ დაწყებული აქციების შემდეგ, "ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეფან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეფან, წესით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ვითარებებზე უნდა დაგვეწყო საუბარი, მაგრამ რადგან ახლა არანაკლებ აქტუალური საკითხია პრემიერ ფაშინიანის განცხადება, შემდეგ ამ განცხადების უარყოფა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაციები ვრცელდება, უმჯობესი იქნება თუ ამ თემით დავიწყებთ საუბარს. რა განაცხადა ფაშინიანმა და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ განცხადების შემდეგ ერევანში მრავალათასიანი მიტინგები დაიწყო ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით?

- ყველასათვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი სომხეთმა და ყარაბაღმა წააგო, რამაც საკმაოდ გაართულა ვითარება სომხეთის შიდა პოლიტიკაში. 2020 წლის ომის შემდეგ მთელი 2021 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი თავისი სამხედრო ძალებით ცდილობდა სომხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით პოზიციების დაკავებას.

ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თითქოს იყო პოზიტიური დინამიკა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის შეთანხმების დოკუმენტზე დაიწყეს მუშაობა ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს მონაწილეობით, მაგრამ აზერბაიჯანი ულტიმატიურად ითხოვდა სომხეთისაგან არა მხოლოდ ყარაბაღის სტატუსზე უარის თქმას, არამედ ისეთ საკითხებში დათმობებს, რომელიც ლაჩინის კორიდორსა და ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხებს უკავშირდება.

გასაგებია, რომ აზერბაიჯანი ომში გამარჯვებული მხარეა, მას ეხმარება თურქეთი, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთმა მხარი არ დაუჭირა სომხეთს. მეტიც, მოსკოვი ახლა აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს აზერბაიჯანთან. სომხეთი რეგიონში მარტოა დარჩენილი, ამან განაპირობა ის, რომ აზერბაიჯანი ახლა კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ძალისმიერი მეთოდებით გადასაწყვეტად. ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებებით შეძლო სომხეთის ტერიტორიაზე პოზიციების დაკავება.

- რა ტერიტორიები დაიკავა აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე?

- მე იმას გეტყვით, რაც პრემიერმა ფაშინიანმა გუშინ საღამოს ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრაზე თქვა. პრემიერმა ჩვენთან და პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 11 კილომეტრი დაიკავა.

მათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ მნიშვნელოვანი სიმაღლეები და საგუშაგოები დაიკავეს. ცეცხლს უხსნიან სომხურ პოზიციებს. ამას უკვე ადასტურებს აშშ, კანადის, ევროკავშირის განცხადებებიც. სიტუაცია მართლაც კრიტიკულია. ყველა ითხოვს აზერბაიჯანისგან ცეცხლის შეწყვეტას.

- რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი ამ სიმაღლეების დაკავებით?

- აზერბაიჯანს სურს ერევანმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის შუამავლობით მზადდებოდა. საუბარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. სომხეთი ამ შეთანხმების ორ პუნქტს არ თანხმდება. ამ შეთანხმებაში საუბარი იყოს ყარაბაღზე, იმაზე, რომ მხარეები ყარაბაღის სტატუსის საკითხს სამომავლოდ გადადებენ. სომხეთის ხელისუფლების მტკიცებით, ერევნის ეს წინადადება ბაქომ თავიდან მიიღო, შემდეგ კი, სამხედრო დაპირისპირების დაწყების წინ უარი თქვა.

კიდევ არის ერთი პუნქტი, რომელზეც ერევანი და ბაქო ვერ თანხმდებიან, გახლავთ ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს ხმელეთით დაუკავშირდეს ნახჭევანსა და თურქეთს. საუბარია სომხეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქ მეღრიზე გამავალ გზაზე, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარეობს.

ამ საკითხში სომხეთის პოზიცია ასეთია - კი ბატონო იარსებოს კორიდორმა აზერბაიჯანსა და ნახჭევან-თურქეთს შორის, მაგრამ მასზე კონტროლი სომხეთს უნდა ჰქონდეს. ამ გზაზე არსებობს სახმელეთო და სარკინიგზო კორიდორი, რომელიც ქალაქ მეღრიზდე გადის.

აზერბაიჯანი ამ კორიდორს ზანგეზურის კორიდორს ეძახის და არ თანხმდება მასზე სომხეთის კონტროლს. ეს გახლავთ ის პუნქტი, რომელსაც პრემიერი ფაშინიანი და მისი ხელისუფლება არ თანხმდება. არ თანხმდება იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევაში სომხეთი სახმელეთო კავშირს დაკარგავს ირანთან.

- რაც შეეხება პრემიერ ფაშინიანის განცხადებას, ამაზე რას გვეტყვით?

- ვიდრე პრემიერის განცხადებაზე გეტყვით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს იმის გამო, რომ სომხეთს არ უნდა ზანგეზურის კორიდორზე კონტროლი აზერბაიჯანის ხელში გადავიდეს. სომხეთი მზადაა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთმანეთთან ჰქონდეთ სახმელეთო კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ არ უნდა მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებს, ვთქვათ რუსეთს, ან კიდევ სხვას ჰქონდეს კონტროლის საშუალება.

რაც შეეხება ფაშინიანის განცხადებას. გუშინ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა ამ თემებზე. მის გამოსვლაში იყო ელემენტები, რომ სომხეთმა ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა. არადა, ის ამ საკითხებზე მსჯელობდა, მაგრამ ხალხმა აღიქვა, რომ მას უკვე ჰქონდა შეთანხმებაზე ხელი მოწერილი. გააგრძელეთ კითხვა

ავტორი: კობა ბენდელიანი