პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ავიაკატასტროფაში ნატო ვაჩნაძის სიკვდილი იყო “ჩვეულებრივი“ და “ბუნებრივი“ -  კინოვარსკვლავის საკუთარ დაბადების დღეზე შეწყვეტილი სიცოცხლე
"არც ავიაკატასტროფაში ნატო ვაჩნაძის სიკვდილი იყო “ჩვეულებრივი“ და “ბუნებრივი“ -  კინოვარსკვლავის საკუთარ დაბადების დღეზე შეწყვეტილი სიცოცხლე

"ნატო ვაჩ­ნა­ძეს პო­ე­ზი­ას ადა­რებ­დნენ. უწო­დებ­დნენ მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე მაღ­ლა დგას. ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე წერ­და: “მის სა­ხე­ში ხომ ზე­ცი­უ­რი სიმ­შვი­დე და ან­გე­ლო­ზის სი­სა­და­ვეა. სწო­რედ ასე­თი თვა­ლე­ბი აქვს ქარ­თულ ფრეს­კებ­ზე ღვთის­მშო­ბელს, რო­მელ­საც წაშ­ლია სა­ღე­ბა­ვი და რომ­ლის თვა­ლე­ბი დახ­ვრე­ტი­ლია მონ­ღო­ლე­ბი­სა და ოს­მალ­თა თუ ლე­კე­ბის ტყვი­ით..." - ცნო­ბი­ლი კი­ნომ­ცოდ­ნე ლელა ოჩი­ა­უ­რი ლე­გენ­და­რუ­ლი ნატო ვაჩ­ნა­ძის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა...

- პირ­ველ, სწო­რუ­პო­ვარ და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ კი­ნო­ვარ­სკვლა­ვად უნი­ვერ­სა­ლუ­რი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის, ძა­ლი­ან ქა­ლუ­რი, დახ­ვე­წი­ლი, ულა­მა­ზე­სი 19 წლის ნატო ვაჩ­ნა­ძე (ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი) ეკ­რა­ნებ­ზე პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე იქცა. რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც უნდა ჩან­დეს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ყუ­რებ­ლის უმე­ტე­სო­ბას ნატო ვაჩ­ნა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მე­ბი არც კი უნა­ხავს, ეს სა­ხე­ლი ყვე­ლამ იცის. მან ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბი­სა და კი­ნო­ში არ­ცთუ ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბის მან­ძილ­ზე, 27 ფილმში ითა­მა­შა (1923-დან 1952 წლის ჩათ­ვლით). გა­მორ­ჩე­უ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, და­ფა­სე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­დან - სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში.

მა­ინც, რა იყო ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბის, მა­ყუ­რებ­ლი­სა და თვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ­გვა­რი გაღ­მერ­თე­ბის მი­ზე­ზი? ში­ნა­გა­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა? კლა­სი­კუ­რი და არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი სი­ლა­მა­ზე? ფაქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ეროვ­ნე­ბის ქა­ლე­ბის ტი­პებს ესა­და­გე­ბო­და? გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა, ბედი, თვი­სე­ბე­ბი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი, გა­სა­გე­ბი და თა­ნად­გო­მის გა­მომ­წვე­ვი იყო? ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბა, რა­მაც მსა­ხი­ო­ბის მთე­ლი კა­რი­ე­რა გან­სა­ზღვრა და რაც მსა­ხი­ო­ბის ეტა­ლო­ნის სა­ყო­ველ­თაო “ნორ­მად“ დამ­კვიდ­რდა?..

ნატო ვაჩ­ნა­ძეს პო­ე­ზი­ას ადა­რებ­დნენ. უწო­დებ­დნენ მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე მაღ­ლა დგას. კი­ნომ­ცოდ­ნე კორა წე­რე­თე­ლი, ბევ­რი წლის შემ­დეგ, ასე­თი აღი­ა­რე­ბის მთა­ვარ მი­ზეზს ასე გან­სა­ზღვრავს: “მისი ფერ­მკრთა­ლი და სევ­დი­ა­ნი სახე რა­ღაც იდუ­მა­ლე­ბით გი­ზი­დავ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით თვა­ლე­ბი გი­პყრობ­დნენ - გულ­წრფე­ლი, უშუ­ა­ლო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი დიდ­რო­ნი, ფარ­თო თვა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სიწ­მინ­დე­სა და უცოდ­ვე­ლო­ბას­თან ერ­თად, უძი­რო სევ­და­საც გა­მო­ხა­ტავ­დნენ. ეკ­რა­ნი­დან გიმ­ზერ­დათ ნა­ტი­ფი სი­ლა­მა­ზის ქალი, ამა­ვე დროს, თვალ­ში გე­ცე­მო­დათ მისი უბ­რა­ლო­ე­ბა“.

- თა­ვად ნატო ვაჩ­ნა­ძე რას წერ­და ამ აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ?

- წიგნ­ში “მო­გო­ნე­ბე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი“, რო­მე­ლიც ნატო ვაჩ­ნა­ძის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ვი­და, იგი ამ­ბობს; “რა ცოტა რა­მაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე. გა­რეგ­ნო­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბა. მა­ყუ­რე­ბელ­მა რა­ტომ­ღაც უმალ მი­გი­ღო, შენ­მა თვა­ლებ­მა, ცრემ­ლებ­მა აა­ღელ­ვა, ღი­მილ­მა მო­ხიბ­ლა... რამ­დენ­მა ვარ­სკვლავ­მა ჩა­იქ­რო­ლა ეკ­რან­ზე და გაქ­რა. იმის­თვის, რომ შე­მორ­ჩე, სა­ჭი­როა ბედ­ნი­ე­რი მე­ნა­ტუ­რე­დან შრო­მის­მოყ­ვა­რე მსა­ხი­ო­ბის გზა გა­ი­ა­რო“.

19 წლის უკვე ცნო­ბი­ლი, სა­ხელ­მოხ­ვე­ჭი­ლი ვარ­სკვლა­ვი და აღი­ა­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი იყო მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით, მაგ­რამ შემ­დეგ მა­ინც გა­ი­ა­რა გზა, რომ­ლის გავ­ლაც აუ­ცი­ლებ­ლად მი­აჩ­ნდა - “ბედ­ნი­ე­რი მე­ნა­ტუ­რე­დან“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ კი­ნომ­სა­ხი­ო­ბამ­დე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პასუხი პასუხს.
8

ბატონო თუ ქალბატონო...იკითხა ადამიანმა მორიდებტ,რატომ ითვლებოდა ლამაზად ო და კი არ უნდა დაეტაკო და მიალანძღო,აუხსენი,თუ იცი.მეც არ მელამაზება დიდად მაგრამ ყველას თავის ხედვა აქვს და მეც დამეტაკე აბა ჰე

კუკუ
34

მე მაპატიეთ, დიდი მოწიწებით ვიკითხავ: რატო ითვლებოდა ლამაზად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"არც ავიაკატასტროფაში ნატო ვაჩნაძის სიკვდილი იყო “ჩვეულებრივი“ და “ბუნებრივი“ -  კინოვარსკვლავის საკუთარ დაბადების დღეზე შეწყვეტილი სიცოცხლე

"არც ავიაკატასტროფაში ნატო ვაჩნაძის სიკვდილი იყო “ჩვეულებრივი“ და “ბუნებრივი“ -  კინოვარსკვლავის საკუთარ დაბადების დღეზე შეწყვეტილი სიცოცხლე

"ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. ტიციან ტაბიძე წერდა: “მის სახეში ხომ ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავეა. სწორედ ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკებზე ღვთისმშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლებისა და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით..." - ცნობილი კინომცოდნე ლელა ოჩიაური ლეგენდარული ნატო ვაჩნაძის შესახებ გვესაუბრება...

- პირველ, სწორუპოვარ და განუმეორებელ კინოვარსკვლავად უნივერსალური, არასტანდარტული გარეგნობის, ძალიან ქალური, დახვეწილი, ულამაზესი 19 წლის ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) ეკრანებზე პირველი გამოჩენისთანავე იქცა. როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მაყურებლის უმეტესობას ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ფილმები არც კი უნახავს, ეს სახელი ყველამ იცის. მან ხანმოკლე ცხოვრებისა და კინოში არცთუ ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე, 27 ფილმში ითამაშა (1923-დან 1952 წლის ჩათვლით). გამორჩეულად პოპულარული და ავტორიტეტული, დაფასებული და აღიარებული ადამიანი იყო სახელოვნებო სფეროდან - საქართველოშიც და მთელ საბჭოთა კავშირში.

მაინც, რა იყო ასეთი პოპულარობისა და გამორჩეულობის, მაყურებლისა და თვით ხელისუფლების მხრიდან ამგვარი გაღმერთების მიზეზი? შინაგანი მომხიბვლელობა? კლასიკური და არაორდინარული სილამაზე? ფაქტურა, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებისა და ეროვნების ქალების ტიპებს ესადაგებოდა? განსახიერებული პერსონაჟები, რომლების ცხოვრება, ბედი, თვისებები ყველასთვის მისაღები, გასაგები და თანადგომის გამომწვევი იყო? ბედნიერი შემთხვევის წყალობა, რამაც მსახიობის მთელი კარიერა განსაზღვრა და რაც მსახიობის ეტალონის საყოველთაო “ნორმად“ დამკვიდრდა?..

ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. კინომცოდნე კორა წერეთელი, ბევრი წლის შემდეგ, ასეთი აღიარების მთავარ მიზეზს ასე განსაზღვრავს: “მისი ფერმკრთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა. განსაკუთრებით თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები, რომლებიც სიწმინდესა და უცოდველობასთან ერთად, უძირო სევდასაც გამოხატავდნენ. ეკრანიდან გიმზერდათ ნატიფი სილამაზის ქალი, ამავე დროს, თვალში გეცემოდათ მისი უბრალოება“.

- თავად ნატო ვაჩნაძე რას წერდა ამ აღიარების შესახებ?

- წიგნში “მოგონებები და შეხვედრები“, რომელიც ნატო ვაჩნაძის ავტორობით გამოვიდა, იგი ამბობს; “რა ცოტა რამაა საჭირო იმისთვის, რომ მსახიობი გახდე. გარეგნობა, ახალგაზრდობა. მაყურებელმა რატომღაც უმალ მიგიღო, შენმა თვალებმა, ცრემლებმა ააღელვა, ღიმილმა მოხიბლა... რამდენმა ვარსკვლავმა ჩაიქროლა ეკრანზე და გაქრა. იმისთვის, რომ შემორჩე, საჭიროა ბედნიერი მენატურედან შრომისმოყვარე მსახიობის გზა გაიარო“.

19 წლის უკვე ცნობილი, სახელმოხვეჭილი ვარსკვლავი და აღიარებული არტისტი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მაგრამ შემდეგ მაინც გაიარა გზა, რომლის გავლაც აუცილებლად მიაჩნდა - “ბედნიერი მენატურედან“ ჩამოყალიბებულ კინომსახიობამდე. გააგრძელეთ კითხვა