მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს იდეას პარლამენტი განიხილავდა... გამიკვირდა ამდენი ლანძღვა-გინება, რასაც შემდეგ ჩემზე წერდნენ" - ვინ არის ბიჭი, რომელსაც ბებიის დღის იდეა გაუჩნდა?
"ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს იდეას პარლამენტი განიხილავდა... გამიკვირდა ამდენი ლანძღვა-გინება, რასაც შემდეგ ჩემზე წერდნენ" - ვინ არის ბიჭი, რომელსაც ბებიის დღის იდეა გაუჩნდა?

"ისე ვე­ლო­დი დღე­ვან­დელ ამ­ბავს - პარ­ლა­მენ­ტი ბე­ბი­ის დღის და­წე­სე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ უარი თქვეს... ამ­ჯე­რად უა­რია, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი, მე ახლა ვი­წყებ!.. ერთ-ერთი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა მქონ­და და პრინ­ციპ­ში, მაქვს კი­დეც, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც იყოს ბე­ბი­ის დღე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­შია. რა­ტომ მაქვს ასე­თი ოც­ნე­ბა? იმი­ტომ, რომ ბე­ბი­ე­ბი არი­ან ტკბი­ლე­ბი! ბა­ბუ­ე­ბიც, ბუ­ნებ­რი­ვია და მე პი­რა­დად ვა­პი­რებ, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბა­ბუა ვიყო, მაგ­რამ ბე­ბოს სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თოდ სხვა არის!

იმ­დე­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა ვნა­ხე ამ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვის გამო, გული კი­ნა­ღამ გა­მის­კდა, მაგ­რამ ეს ყვე­ლაფ­რის მო­ძუ­ლე ხალ­ხი რომ არ­სე­ბობს, ჩვენს გვერ­დზე ცხოვ­რო­ბენ, ნუ, კარ­გი, მი­ვეჩ­ვი­ეთ. ისი­ნიც ბევ­რნი არი­ან, სუ­ლე­ლუ­რად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უად­გი­ლოდ რომ ხუმ­რო­ბენ ყვე­ლა­ფერ­ზე: იიი, ბე­ბოს დღე და მერე ბი­ცო­ლა, მა­მი­და და პა­პი­და...

მე ბე­ბოს დღის ინი­ცი­ა­ტი­ვა მქონ­და და მაქვს კი­დეც და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე!" - ეს მიშო სახ­ვა­ძის პოს­ტია, რო­მე­ლიც მას მერე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც ბე­ბი­ის დღის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­წე­სე­ბას, პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა... სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მან მა­ის­ში მი­მარ­თა.

ვინ არის მიშო სახ­ვა­ძე, რო­დის და რა­ტომ გა­უჩ­ნდა ამ დღის და­წე­სე­ბის იდეა, AMBEBI.GE ამის გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და.

- 4 წელი სა­ბავ­შვო ბაღ­ში ვმუ­შა­ობ­დი. მიშო ბავ­შვებ­მა და­მარ­ქვეს. მას მერე მი­ხე­ი­ლი და მიშა დი­დად აღარ მომ­წონს, როცა მო­მარ­თა­ვენ. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, ბაღ­ში აღ­მზრდე­ლად ვმუ­შა­ობ­დი. მა­შინ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ნა­ი­რი სამ­სა­ხუ­რი მინ­დო­და, შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. მა­ნამ­დე კი ბორ­ჯომ­ში ლი­დე­რად გახ­ლდით, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­მი­ვი­და და მი­თხრეს, ამ კუ­თხით სცა­დეო, ვცა­დე და ბაღს 4 წელი შე­მოვ­რჩი.

- სა­კუ­თარ ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- 2 ვაჟი მყავს და სა­ო­ცა­რი მე­უღ­ლე. ჩემი შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (სა­მო­მავ­ლო­დაც მინ­და, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უკე­თე­სი იყოს), მე და ჟურ­ნა­ლისტ ლადო გო­გო­ლა­ძეს 2 წე­ლი­წა­დია, ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში „მა­მე­ბის დრო“ მიგ­ვყავს. ჩვე­ნი და სხვე­ბის მა­გა­ლით­ზე ადა­მი­ა­ნებს ვაჩ­ვე­ნებთ, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მა­გა­ლი­თო მა­მო­ბა. ერთ-ერთ რა­დი­ო­შიც და­ვი­წყეთ იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის გა­და­ცე­მა, სა­დაც უკვე ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თად ვსა­უბ­რობთ მა­მე­ბის, შვი­ლე­ბის და ზო­გა­დად ოჯა­ხის ფაქ­ტორ­ზე.

- ბე­ბი­ის დღის და­წე­სე­ბის იდეა, ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე რას გვე­ტყვით...

- ამას ახი­რე­ბა არ მინ­და, და­ვარ­ქვათ, რად­გან უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მარ­თლა ოც­ნე­ბად მაქვს გა­დაქ­ცე­უ­ლი... სა­ო­ცა­რი ბე­ბი­ე­ბი მყავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან. ერთი მერი ბი­წა­ძე იმე­რე­ლი იყო, მე­ო­რე - თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი როზა ქა­ი­ხოს­როშ­ვი­ლი. ორი­ვეს ერ­თნა­ი­რად რთუ­ლი და მძი­მე ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და გავ­ლი­ლი. მერი ბებო ინ­და­უ­რის­თვის ჭინ­ჭარს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ჭრი­და, დღემ­დე მახ­სოვს მისი და­კოჟ­რი­ლი ხე­ლე­ბი, სულ შრო­მა­ში იყო და იბ­რძო­და. მე­ო­რე ბე­ბოც ასე იყო, მაგ­რამ წუ­წუ­ნი და ცხოვ­რე­ბის მი­მართ საყ­ვე­დუ­რი, ერთხელ არ გა­მო­უთ­ქვამთ...

შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად ზრუ­ნავ­და. მათ მა­გა­ლით­ზეც და კი­დევ სხვა ნა­თე­სა­ვი, ნაც­ნო­ბი ბე­ბო­ე­ბის მძი­მე ის­ტო­რი­ე­ბის მა­გა­ლით­ზე მინ­დო­და, ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე ჰქო­ნო­დათ. ჩა­ვე­ხუ­ტე­ბო­დით, მო­ვე­ფე­რე­ბო­დით. მით უფრო, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ე­ბიც ხში­რად აღ­დგო­მას გვახ­სენ­დე­ბა და მათ საფ­ლა­ვებ­ზე მა­შინ გავ­დი­ვართ. მე ჩემი ბე­ბი­ე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე შვი­ლე­ბი დამ­ყავს, რომ იცოდ­ნენ, ვინ იყ­ვნენ და საფ­ლა­ვებს მა­თაც ვაწ­მენ­დი­ნებ. კი, უნდა იცოდ­ნენ, რომ საფ­ლავ­საც უნდა და­სუფ­თა­ვე­ბა და მოვ­ლა.

...მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, ამ ჩემი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ. ლადო გო­გო­ლა­ძე სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ადე­ქი და შე­ი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტშიო. ბო­ლოს ავ­დე­ქი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­ტა­ნე. მა­ი­სის მერე არა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. 4 დღის წინ კი, ინ­ტერ­ნე­ტით შე­ვი­ტყვე, რომ ამ სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი გა­ნი­ხი­ლავ­და, გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მაგ­რამ უარი მი­ვი­ღე, რო­გორც ჩანს, კარ­გად ვერ და­ვა­სა­ბუ­თე, ან იდე­ას მეტი დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბო­და.

- ისე, ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რი კი გაჩ­ნდა...

- კი, გა­მიკ­ვირ­და ამ­დე­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და აგ­რე­სია. ამის წა­კი­თხვის შემ­დეგ, ეს დღე­ე­ბი ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. თან, რა სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით მლან­ძღავ­დნენ, არც იცოდ­ნენ, ვინ ვარ და რა­ტომ მინ­და ის, რაც მინ­და. ისე­თი ლან­ძღვა იყო, მიკ­ვირ­და, ასე­თი რა და­ვა­შა­ვე-მეთ­ქი?!. ჰო, იყო ასე­თიც - ეტყო­ბა, ევ­რო­პამ მოს­თხო­ვაო... არც ევ­რო­პას, არც რუ­სეთს და არც კამ­ბო­ჯას მო­უ­თხო­ვია. ჩემი ოც­ნე­ბაა და მის ას­რუ­ლე­ბას ვცდი­ლობ.

- ცხა­დია, ამ აგ­რე­სი­ის­თვის მზად არ იყა­ვით. უბ­რა­ლოდ, გულ­წრფე­ლად გინ­დო­დათ ამ დღის და­წე­სე­ბა. გინ­დო­დათ, ბე­ბი­ის დღე გვქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმედ­საც იტო­ვებ­დით, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს და­უ­ჭერ­დნენ... იქ­ნებ ის არ მო­ე­წო­ნათ, რომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე, 17 სექ­ტემ­ბე­რი გქონ­დათ მი­თი­თე­ბუ­ლი (რად­გა­ნაც სე­სი­ლია ყვე­ლას ბე­ბი­ად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი).

- ორი­ვე ბე­ბი­ას 24 აგ­ვის­ტოს ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე. მათი თა­რი­ღი რომ ამერ­ჩია, არ ეფიქ­რათ, თა­ვი­სი ბე­ბი­ე­ბის და­ბა­დე­ბის დღე უნდა აღგ­ვა­ნიშ­ვნი­ნო­სო. სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის, გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის და­ბა­დე­ბის დღე ამი­ტომ ავი­ღე...

- რო­გორც გა­ვი­გე, მი­უ­ხე­და­ვად უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი­სა, გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებთ და ამ თე­მას ისევ შე­მო­აბ­რუ­ნებთ...

- მარ­თა­ლია იყო აგ­რე­სია, მაგ­რამ ბევრ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მქონ­და, რაც იმის იმედს მაძ­ლევს, რომ ეს სა­კი­თხი სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ვა. მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად პო­ლო­ნეთ­მა და­ა­წე­სა ეს დღე. მერე ამე­რი­კამ. ჯიმი კარ­ტე­რის დრო იყო და კარ­გა ხანი მო­უნ­და ამ სა­კი­თხის გა­ტა­ნას. მეც შე­ვუ­ტევ მაგ ამ­ბავს, იქ­ნებ გა­მო­ვი­დეს?!

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თენგო
1

Მომწონს ეს აზრი. Რატომაც არა. Ისე საინტერესოა, რომელ ქვეყნებში ხდება ამ დღის აღნიშნა. 

ნანა
0

გაიხარეთ მეც გულწრფელად თანაგიგრძნობთ,მივესამები თქვენ ინიციატივას.ბებიები ძალიან მიყვარდა და მართლა კარგები იყვნენ,ისე არ მგონია ცუდი ბებია არსებობდეს,ნათქვამია შვილის სიყვარულს აორმაგებს შვილიშვილის სიყვარულიო,წარმატებები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს იდეას პარლამენტი განიხილავდა... გამიკვირდა ამდენი ლანძღვა-გინება, რასაც შემდეგ ჩემზე წერდნენ" - ვინ არის ბიჭი, რომელსაც ბებიის დღის იდეა გაუჩნდა?

"ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს იდეას პარლამენტი განიხილავდა... გამიკვირდა ამდენი ლანძღვა-გინება, რასაც შემდეგ ჩემზე წერდნენ" - ვინ არის ბიჭი, რომელსაც ბებიის დღის იდეა გაუჩნდა?

"ისე ველოდი დღევანდელ ამბავს - პარლამენტი ბებიის დღის დაწესების საკითხს განიხილავდა, მაგრამ უარი თქვეს... ამჯერად უარია, მაგრამ ეგ არაფერი, მე ახლა ვიწყებ!.. ერთ-ერთი მთავარი ოცნება მქონდა და პრინციპში, მაქვს კიდეც, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იყოს ბებიის დღე, როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია. რატომ მაქვს ასეთი ოცნება? იმიტომ, რომ ბებიები არიან ტკბილები! ბაბუებიც, ბუნებრივია და მე პირადად ვაპირებ, ძალიან მაგარი ბაბუა ვიყო, მაგრამ ბებოს სიყვარული საერთოდ სხვა არის!

იმდენი ლანძღვა-გინება ვნახე ამ ჩემი ინიციატივის გამო, გული კინაღამ გამისკდა, მაგრამ ეს ყველაფრის მოძულე ხალხი რომ არსებობს, ჩვენს გვერდზე ცხოვრობენ, ნუ, კარგი, მივეჩვიეთ. ისინიც ბევრნი არიან, სულელურად, აბსოლუტურად უადგილოდ რომ ხუმრობენ ყველაფერზე: იიი, ბებოს დღე და მერე ბიცოლა, მამიდა და პაპიდა...

მე ბებოს დღის ინიციატივა მქონდა და მაქვს კიდეც და აუცილებლად მივიყვან ამ საქმეს ბოლომდე!" - ეს მიშო სახვაძის პოსტია, რომელიც მას მერე გამოაქვეყნა, რაც ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებას, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა... საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მან მაისში მიმართა.

ვინ არის მიშო სახვაძე, როდის და რატომ გაუჩნდა ამ დღის დაწესების იდეა, AMBEBI.GE ამის გარკვევას შეეცადა.

- 4 წელი საბავშვო ბაღში ვმუშაობდი. მიშო ბავშვებმა დამარქვეს. მას მერე მიხეილი და მიშა დიდად აღარ მომწონს, როცა მომართავენ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ბაღში აღმზრდელად ვმუშაობდი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ყველანაირი სამსახური მინდოდა, შემეთავსებინა. მანამდე კი ბორჯომში ლიდერად გახლდით, ბავშვებთან ურთიერთობა გამომივიდა და მითხრეს, ამ კუთხით სცადეო, ვცადე და ბაღს 4 წელი შემოვრჩი.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- 2 ვაჟი მყავს და საოცარი მეუღლე. ჩემი შვილებთან ურთიერთობიდან გამომდინარე (სამომავლოდაც მინდა, ეს ურთიერთობა კიდევ უკეთესი იყოს), მე და ჟურნალისტ ლადო გოგოლაძეს 2 წელიწადია, ერთ-ერთ ტელევიზიაში „მამების დრო“ მიგვყავს. ჩვენი და სხვების მაგალითზე ადამიანებს ვაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს სამაგალითო მამობა. ერთ-ერთ რადიოშიც დავიწყეთ იმავე სახელწოდების გადაცემა, სადაც უკვე ფსიქოლოგთან ერთად ვსაუბრობთ მამების, შვილების და ზოგადად ოჯახის ფაქტორზე.

- ბებიის დღის დაწესების იდეა, ინიციატივაზე რას გვეტყვით...

- ამას ახირება არ მინდა, დავარქვათ, რადგან უკვე რამდენიმე წელია, მართლა ოცნებად მაქვს გადაქცეული... საოცარი ბებიები მყავდა. სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან. ერთი მერი ბიწაძე იმერელი იყო, მეორე - თბილისში დაბადებულ-გაზრდილი როზა ქაიხოსროშვილი. ორივეს ერთნაირად რთული და მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. მერი ბებო ინდაურისთვის ჭინჭარს საკუთარი ხელით ჭრიდა, დღემდე მახსოვს მისი დაკოჟრილი ხელები, სულ შრომაში იყო და იბრძოდა. მეორე ბებოც ასე იყო, მაგრამ წუწუნი და ცხოვრების მიმართ საყვედური, ერთხელ არ გამოუთქვამთ...

შვილიშვილებზე ორივე გამორჩეულად ზრუნავდა. მათ მაგალითზეც და კიდევ სხვა ნათესავი, ნაცნობი ბებოების მძიმე ისტორიების მაგალითზე მინდოდა, ერთი განსაკუთრებული დღე ჰქონოდათ. ჩავეხუტებოდით, მოვეფერებოდით. მით უფრო, რომ გარდაცვლილი ბებიებიც ხშირად აღდგომას გვახსენდება და მათ საფლავებზე მაშინ გავდივართ. მე ჩემი ბებიების საფლავებზე შვილები დამყავს, რომ იცოდნენ, ვინ იყვნენ და საფლავებს მათაც ვაწმენდინებ. კი, უნდა იცოდნენ, რომ საფლავსაც უნდა დასუფთავება და მოვლა.

...მოკლედ, მეგობრებისთვის ცნობილი იყო, ამ ჩემი ოცნების შესახებ. ლადო გოგოლაძე სულ მეუბნებოდა, ადექი და შეიტანე განცხადება პარლამენტშიო. ბოლოს ავდექი და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება შევიტანე. მაისის მერე არავინ შემხმიანებია. 4 დღის წინ კი, ინტერნეტით შევიტყვე, რომ ამ საკითხს პარლამენტი განიხილავდა, გახარებული ვიყავი. მაგრამ უარი მივიღე, როგორც ჩანს, კარგად ვერ დავასაბუთე, ან იდეას მეტი დახვეწა სჭირდებოდა.

- ისე, ინტერნეტში ბევრი უსიამოვნო კომენტარი კი გაჩნდა...

- კი, გამიკვირდა ამდენი ლანძღვა-გინება და აგრესია. ამის წაკითხვის შემდეგ, ეს დღეები ძალიან გამიჭირდა. თან, რა საშინელი სიტყვებით მლანძღავდნენ, არც იცოდნენ, ვინ ვარ და რატომ მინდა ის, რაც მინდა. ისეთი ლანძღვა იყო, მიკვირდა, ასეთი რა დავაშავე-მეთქი?!. ჰო, იყო ასეთიც - ეტყობა, ევროპამ მოსთხოვაო... არც ევროპას, არც რუსეთს და არც კამბოჯას მოუთხოვია. ჩემი ოცნებაა და მის ასრულებას ვცდილობ.

- ცხადია, ამ აგრესიისთვის მზად არ იყავით. უბრალოდ, გულწრფელად გინდოდათ ამ დღის დაწესება. გინდოდათ, ბებიის დღე გვქონდეს საქართველოში და იმედსაც იტოვებდით, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერდნენ... იქნებ ის არ მოეწონათ, რომ ჩვენი საყვარელი მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღე, 17 სექტემბერი გქონდათ მითითებული (რადგანაც სესილია ყველას ბებიად არის აღიარებული).

- ორივე ბებიას 24 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე. მათი თარიღი რომ ამერჩია, არ ეფიქრათ, თავისი ბებიების დაბადების დღე უნდა აღგვანიშვნინოსო. სესილია თაყაიშვილის, გენიალური მსახიობის დაბადების დღე ამიტომ ავიღე...

- როგორც გავიგე, მიუხედავად უარყოფითი პასუხისა, გაჩერებას არ აპირებთ და ამ თემას ისევ შემოაბრუნებთ...

- მართალია იყო აგრესია, მაგრამ ბევრ დადებითი გამოხმაურებაც მქონდა, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გამოვა. მსოფლიოში პირველად პოლონეთმა დააწესა ეს დღე. მერე ამერიკამ. ჯიმი კარტერის დრო იყო და კარგა ხანი მოუნდა ამ საკითხის გატანას. მეც შევუტევ მაგ ამბავს, იქნებ გამოვიდეს?!