პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, საზღვარზე ესკალაციას 105 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა
ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით,  საზღვარზე ესკალაციას 105 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა

სა­ზღვარ­ზე ეს­კა­ლა­ცი­ის დროს, სომ­ხე­თის მხრი­დან 105 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა პარ­ლა­მენ­ტში სამ­თავ­რო­ბო სა­ათ­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ქედს ვიხ­რი ჩვე­ნი მო­წა­მე­ე­ბის წი­ნა­შე... აზერ­ბა­ი­ჯან­მა მო­ახ­დი­ნა აგ­რე­სია სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ნიშ­ნავს, რომ მან და­ამ­ყა­რა კონ­ტრო­ლი ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მან.

ამავდრო­უ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას, რომ სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გრძელ­დე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

"სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცია, რო­მე­ლიც და­ი­წყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ 2022 წლის 12 სექ­ტემ­ბერს, გრძელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მო­წო­დე­ბი­სა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­პა­სუ­ხო ზო­მებს იღებს ლე­გი­ტი­მუ­რი სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლი­სა და ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ გა­მო­ა­ცხა­და მზად­ყოფ­ნა ცალ­მხრი­ვად გა­დას­ცეს სომ­ხეთს სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩა­ი­დი­ნეს დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რის შე­სა­ხე­ბაც წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტს ეც­ნო­ბა“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ სომ­ხე­თი არ წყვეტს თა­ვის პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბებს და არ­ტი­ლე­რი­ი­დან ეს­ვრის აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ პო­ზი­ცი­ებს, მი­უ­თი­თებს მის ინ­ტე­რეს­ზე რე­გი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ი­სად­მი.

"მო­ვუ­წო­დებთ სომ­ხეთს, თავი შე­ი­კა­ვოს დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­გან და და­იც­ვან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა. მშვი­დო­ბა რე­გი­ონ­ში შე­იძ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მკაც­რი დაც­ვის სა­ფუძ­ველ­ზე", - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))
0

აფხაზეთის და რუსეთის სომხებმა რაო 

587
15

105 ძალიან ცოტა, მე მეტს მოველოდი

ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, საზღვარზე ესკალაციას 105 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით,  საზღვარზე ესკალაციას 105 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა

საზღვარზე ესკალაციის დროს, სომხეთის მხრიდან 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე განაცხადა.

"ქედს ვიხრი ჩვენი მოწამეების წინაშე... აზერბაიჯანმა მოახდინა აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ მან დაამყარა კონტროლი ზოგიერთ ტერიტორიებზე", - განაცხადა მან.

ამავდროულად, აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს განცხადებას, რომ სომხეთის სამხედრო პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად.

"სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პროვოკაცია, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2022 წლის 12 სექტემბერს, გრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საპასუხო ზომებს იღებს ლეგიტიმური სამხედრო მიზნების წინააღმდეგ.

"საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა ცალმხრივად გადასცეს სომხეთს სომეხი სამხედროების ცხედრები, რომლებმაც ჩაიდინეს დივერსიული აქტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რის შესახებაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ეცნობა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ სომხეთი არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და არტილერიიდან ესვრის აზერბაიჯანულ პოზიციებს, მიუთითებს მის ინტერესზე რეგიონში სიტუაციის ესკალაციისადმი.

"მოვუწოდებთ სომხეთს, თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა. მშვიდობა რეგიონში შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვის საფუძველზე", - ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.