კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც ღიად ვერ ამბობს კელი დეგნანი, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს... " - ე.წ. ოთხეული
"რასაც ღიად ვერ ამბობს კელი დეგნანი, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს... " - ე.წ. ოთხეული

ევე­ლინ ფარ­კას­მა აღი­ა­რა, რომ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის რის­კი არ­სე­ბობს და მხო­ლოდ იმით დაგ­ვამ­შვი­და, რომ რუ­სე­თი გა­მარ­ჯვე­ბას ვერ შეძ­ლებს - რა­საც ღიად ვერ ამ­ბობს კელი დეგ­ნა­ნი, ის მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პი­რით შე­მოგ­ვით­ვა­ლეს,- ამის შე­სა­ხებ ე.წ. ოთხე­უ­ლის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

დე­პუ­ტა­ტე­ბის თქმით, მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის გზავ­ნი­ლე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბებს ემ­თხვე­ვა და "რო­დე­საც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ომის­კენ სა­ჯა­როდ უბიძ­გე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ მო­წო­დე­ბებ­ზე სა­ჯა­რო პა­სუ­ხის გა­ცე­მაც მო­უ­წევს“.

"მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ტერ­ვიუ მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თან, ევე­ლინ ფარ­კას­თან.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რო­გორც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, ისე რეს­პონ­დენ­ტი ამე­რი­კუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო წყა­რო­ე­ბი­დან იღე­ბენ ოფი­ცი­ა­ლურ და­ფი­ნან­სე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, მათი თი­თო­ე­უ­ლი გზავ­ნი­ლი და სი­ტყვა ამე­რი­კულ ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს შეგ­ვიძ­ლია და­ვუ­კავ­ში­როთ.

ქალ­ბა­ტონ­მა ფარ­კას­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და ის, რა­საც გა­სუ­ლი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვამ­ტკი­ცებ­დით და რის ღიად თქმა­საც ამე­რი­კის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი დღემ­დე ვერ ბე­დავს.

ქალ­ბა­ტონ­მა ფარ­კას­მა ღიად მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის­კენ და იქვე ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვამ­შვი­და - "სა­ქარ­თვე­ლოს დღეს ნაკ­ლე­ბი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა რუ­სე­თის შე­მოჭ­რი­სა და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის მხრივ, ვიდ­რე წარ­სულ­ში იყოო“. ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის ჩა­კი­თხვა­ზე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ თუ არა, რომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ფრონ­ტის გახ­სნა არ შე­უძ­ლი­აო, მან სრუ­ლი­ად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პა­სუ­ხი გას­ცა - "მერე რა, მერე რა, მა­ინც ვერ გა­ი­მარ­ჯვებ­სო“.

ანუ ქალ­ბა­ტონ­მა ფარ­კას­მა აღი­ა­რა, რომ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის რის­კი არ­სე­ბობს და მხო­ლოდ იმით დაგ­ვამ­შვი­და, რომ რუ­სე­თი გა­მარ­ჯვე­ბას ვერ შეძ­ლებს. თუმ­ცა, რა გა­ი­ყი­დე­ბა და­მარ­ცხე­ბად და რა გა­მარ­ჯვე­ბად, 2008 წლის ომის მა­გა­ლით­ზე, ესეც ძა­ლი­ან მწა­რედ გვახ­სოვს. ქარ­თველ ხალ­ხს არ და­ა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ და­ეხ­მარ­ნენ ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ა­კაშ­ვილს ორ დღე­ში წა­გე­ბუ­ლი ომის გა­მარ­ჯვე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბა­ში და რო­გორ აზე­ი­მეს ქარ­თველ ხალ­ხს წა­გე­ბუ­ლი ომი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.

ქალ­ბა­ტონ­მა ფარ­კას­მა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის პი­რით გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი მე­სი­ჯიც გა­ი­მე­ო­რა და დაგ­ვე­მუქ­რა, ახლა თუ არ ჩა­ერ­თვე­ბით ომში, უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თი მა­ინც მო­გიბ­რუნ­დე­ბა­თო. აქ სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ევე­ლინ ფარ­კა­სი რუ­სეთ­თან ომში უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე თავს ვერ დებს და არც იმის მტკი­ცე­ბით იწუ­ხებს თავს, რომ უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ორი ფრონ­ტის პი­რო­ბებ­ში მა­ინც გა­ი­მარ­ჯვე­ბენ.

რო­დე­საც მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ღიად მოგ­ვი­წო­დებს სან­ქცი­ე­ბით რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბი­სა და რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვის­კენ, ვფიქ­რობთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქე­დან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. რა­საც ღიად ვერ ამ­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კელი დეგ­ნა­ნი, ის მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პი­რით შე­მოგ­ვით­ვა­ლეს.

ახლა დას­კვნე­ბი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა გა­ა­კე­თოს - ან უნდა დაჰ­ყვეს სა­ელ­ჩოს სურ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ფრონ­ტად აქ­ცი­ოს ან უნდა შე­ა­ფა­სოს, რამ­დე­ნად ლე­გი­ტი­მუ­რი და მი­სა­ღე­ბია მისი გან­ზრახ­ვა, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­გვა­რი გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე ჩარ­თოს რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში, რაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ შე­დე­გებს უქა­დის.

მე­ო­რე ფრონტზე მსჯე­ლო­ბი­სას, ისიც უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში ქარ­თუ­ლი ჯა­რის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ომი არა მხო­ლოდ სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­თან, არა­მედ აფხა­ზებ­თან და ოსებ­თა­ნაც მოგ­ვი­წევს. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა, აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ერ­თად ამ ქვე­ყა­ნა­ში ძმუ­რად უნდა ვი­ცხოვ­როთ, რო­გორც ეს კავ­კა­სი­ურ წესს და ღირ­სე­ბას შე­ე­ფე­რე­ბა. რო­დე­საც ცდი­ლო­ბენ, 30 წლის თავ­ზე აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ახა­ლი ძმა­თამ­კვლე­ლი ომი გაგ­ვა­ჩა­ღე­ბი­ნონ, ეს ფაქ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ცალ­კე შე­ფა­სე­ბას მო­ი­თხოვს.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღემ­დე არ წყდე­ბა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ღია მო­წო­დე­ბე­ბი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გუ­ში­ნაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კუთ­ვნი­ლი ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებ­და, დროა, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა აი­ძუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გა­დად­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის დე­ო­კუ­პა­ცი­ის­თვი­სო. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ამე­რი­კე­ლე­ბის გავ­ლე­ნა რამ­დე­ნად ძლი­ე­რია, ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის. შე­სა­ბა­მი­სად, არც ის უნდა გა­უკ­ვირ­დეს, თუ რა­ტომ ემ­თხვე­ვა მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გზავ­ნი­ლე­ბი ასე ზუს­ტად ერ­თმა­ნეთს.

თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებს ომის­კენ ადრე და­ხუ­რულ კა­ბი­ნე­ტებ­ში მო­უ­წო­დებ­დნენ, ქალ­ბა­ტო­ნი ფარ­კა­სი და უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ამ­გვარ მო­წო­დე­ბებს ახლა უკვე სა­ჯა­როდ აკე­თე­ბენ. რო­დე­საც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ომის­კენ სა­ჯა­როდ უბიძ­გე­ბენ, ვფიქ­რობთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ მო­წო­დე­ბებ­ზე სა­ჯა­რო პა­სუ­ხის გა­ცე­მაც მო­უ­წევს“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ევე­ლინ ფარ­კას­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს დღეს ნაკ­ლე­ბი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა რუ­სე­თის­გან - რუ­სე­თის შე­მოჭ­რის, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბის მხრივ, ვიდ­რე წარ­სულ­ში იყო“.

"ჩვენ გვსურს, ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უფრო აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი რუ­სე­თის სან­ქცი­რე­ბა­ში, რად­გან არ არ­სე­ბობს სხვა გზა, რო­მელ­ში ჩარ­თვაც, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ჩვენ - აშშ-ს გვსურს“,- გა­ნა­ცხა­და ფარ­კას­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა უგულავა
1

აღარ მინდა ევროკავშირი დიდი ხანია და არც ამერიკა, გაუმარჯოს ჩემს საქართველოს და ჩემს დიდებულ და კულტურულ ქართველებს!

ბიკენტი
18

ასე არ ჯობია, რა გინდოდათ პოლიტიკაში, ძალიან ვხალისობ თქვენი გასართობი გამოსვლებით. პატარა მუსიკალური გაფორმება და მთლად კარგი იქნება. 

ავტორი:

"რასაც ღიად ვერ ამბობს კელი დეგნანი, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს... " - ე.წ. ოთხეული

"რასაც ღიად ვერ ამბობს კელი დეგნანი, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს... " - ე.წ. ოთხეული

ეველინ ფარკასმა აღიარა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკი არსებობს და მხოლოდ იმით დაგვამშვიდა, რომ რუსეთი გამარჯვებას ვერ შეძლებს - რასაც ღიად ვერ ამბობს კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს,- ამის შესახებ ე.წ. ოთხეულის მორიგ განცხადებაშია აღნიშნული.

დეპუტატების თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გზავნილები უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებს ემთხვევა და "როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს“.

"მედიაში გავრცელდა "რადიო თავისუფლების“ ინტერვიუ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მედიასაშუალება, ისე რესპონდენტი ამერიკული საბიუჯეტო წყაროებიდან იღებენ ოფიციალურ დაფინანსებას და შესაბამისად, მათი თითოეული გზავნილი და სიტყვა ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებს შეგვიძლია დავუკავშიროთ.

ქალბატონმა ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს.

ქალბატონმა ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ და იქვე ნაწილობრივ დაგვამშვიდა - "საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყოო“. ამასთან, ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ რუსეთს საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა არ შეუძლიაო, მან სრულიად შემაშფოთებელი პასუხი გასცა - "მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებსო“.

ანუ ქალბატონმა ფარკასმა აღიარა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკი არსებობს და მხოლოდ იმით დაგვამშვიდა, რომ რუსეთი გამარჯვებას ვერ შეძლებს. თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე, ესეც ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე.

ქალბატონმა ფარკასმა რადიკალური ოპოზიციის პირით გახმოვანებული მესიჯიც გაიმეორა და დაგვემუქრა, ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათო. აქ საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზე თავს ვერ დებს და არც იმის მტკიცებით იწუხებს თავს, რომ უკრაინა და საქართველო ორი ფრონტის პირობებში მაინც გაიმარჯვებენ.

როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ, ვფიქრობთ, საზოგადოებას აქედან ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეუძლია. რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს.

ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს - ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რაც საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს უქადის.

მეორე ფრონტზე მსჯელობისას, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ჯარის ინტერვენციის შემთხვევაში, ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვიწევს. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, აფხაზებთან და ოსებთან ერთად ამ ქვეყანაში ძმურად უნდა ვიცხოვროთ, როგორც ეს კავკასიურ წესს და ღირსებას შეეფერება. როდესაც ცდილობენ, 30 წლის თავზე აფხაზებთან და ოსებთან ახალი ძმათამკვლელი ომი გაგვაჩაღებინონ, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ცალკე შეფასებას მოითხოვს.

აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არ წყდება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ღია მოწოდებები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით. გუშინაც "ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებდა, დროა, ქართველმა ხალხმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისთვისო. უკრაინის ხელისუფლებაზე ამერიკელების გავლენა რამდენად ძლიერია, ალბათ, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. შესაბამისად, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და უკრაინელი პოლიტიკოსების გზავნილები ასე ზუსტად ერთმანეთს.

თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ. როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა "რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ "საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთისგან - რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო“.

"ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ - აშშ-ს გვსურს“,- განაცხადა ფარკასმა.