როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით. ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია ბარათი და ვერ გადამიხდია, - ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.
ნეკა დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილს სურდა მას ეხვეწნა, რომ ბლოკი აეხსნა, რასაც მისი მანიპულაციის და დაკნინების მიზნით აკეთებდა.
“ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა, იმ დროს არ ვმუშაობდი და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი, ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია “კარტა” და ვერ ვიხდიდი. ამას ხშირი ადგილი ჰქონდა და ჩემი მეგობრებიც შესწრებიან, შემდეგ მიწევდა ამის ახსნა, რომ ბარათი იყო დაბლოკილი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწნოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე. ვცდილობდი მესესხა ფული ჩემი მეგობრებისგან ან მშობლებისგან. ძალიან მრცხვენოდა, რომ მეთქვა, რა ცუდ მდგომარეობაში ვიყავი ამის გამო. ფიზიკური ძალადობა იმ მომენტში გტკივა და მეორე დღეს შეიძლება აღარ გტკიოდეს, მაგრამ როდესაც საქმე შენს პიროვნებას ეხება და არარაობად გრძნობ თავს, მორალურად გამანადგურებელია”, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დიდება მოდელებს!
ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამხანაგო ღინტუ!
ამ საკითხს გავიტანთ რაიკომის ბიუროზე!
"საფერი არ ვყავს ამქვეყნად,ქალსა და იმის გუნებას,ქალია, კაცს რომ აკაცებს, ქალისგან მოდის ცდუნებაც, მისგან იწრთობა ვაჟკაცის, კარგი და ცუდი ბუნება",რა გაგჰიხდათ ერთი წუნკალი დედაკაცის თავიდან მოასორება? თქვენი ქვეყანა მაინც არ გიუყვართ, გაუშვით ეს ადამიანი მ სათამაშოდ. ისეთი გოგო ვიციმაგ თქვენ უცოდინარ დოროყაშვილს იყიდდა დაგაყიდდა,მაგრამ ხშირად ხვდებოდა თავისი ქმრის ხელი, ერთხელ არ უთქვამს არსად, რომ ვეკითხებოდი რატომ დუმხარმეთქი, მითხრა მიყვარს და რომ გამეყაროს მეშინიაო. თუ ძულს რატომ თავს არ დაანებებს, თუ უყვარს რას ლანძღავს,მაგარი ავადმყოფია მაგ საწყალი, ან ფულისთვის იკლავს თავს, თუ არა და დაანებოს თავი, ერთი ბავშვი ვერ შეუნახია მაგ საწყალს, რას მათხოვრობს,მალე გაიზრდება და მიხედავს თავისი მამა, თუ არ მიხედავს და ნახავს...ფუი! ვინაც შენ გაგზარდა...ეს გოგო ქართველი არ არის, ეს გოგო სხვა ეროვნებაა, ასეთი უთავმოყვარო?