სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან დახმარების შესახებ" - რას აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება
"მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან დახმარების შესახებ" - რას აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ კონ­ფლიქ­ტის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის­გან და და­იც­ვან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი რუ­სე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ლი­დე­რე­ბის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„მო­ვუ­წო­დებთ მხა­რე­ებს, თავი შე­ი­კა­ვონ სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის­გან, გა­მო­ი­ჩი­ნონ თავ­შე­კა­ვე­ბა და მკაც­რად და­იც­ვან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი რუ­სე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ლი­დე­რე­ბის 2020 წლის 9 ნო­ემ­ბრის, 2021 წლის 11 იან­ვრი­სა და 26 ნო­ემ­ბრის სამმხრი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“,- ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სომ­ხეთ­მა სა­ზღვარ­ზე ეს­კა­ლა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა.

"მჭიდ­რო კავ­შირ­ში ვართ ბა­ქოს­თან და ერე­ვან­თან. მი­ვი­ღეთ მი­მარ­თვა სომ­ხე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან, რომ და­ვეხ­მა­როთ სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ОДКБ-ს სა­შუ­ა­ლე­ბით“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მათი მტკი­ცე­ბით, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ყვე­ლა სა­და­ვო სა­კი­თხი უნდა გა­და­წყდეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

"ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ იქი­დან, რომ სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ყვე­ლა სა­და­ვო სა­კი­თხი უნდა გა­და­წყდეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­ზღვრო სა­კი­თხებს, სომ­ხე­თი-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის ორ­მხრი­ვი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის ფარ­გლებ­ში, რუ­სე­თის მხრი­დან სა­კონ­სულ­ტა­ციო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
1

რუსეთი ვერავის დაეხმარება 

ამის მიხვედრას დიდი ტვინი არ სჭირდება

დავით 67
0

მკვდარი მკვდარს აეკიდა სამარემდე მიმათრიეო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან დახმარების შესახებ" - რას აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება

"მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან დახმარების შესახებ" - რას აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადებების შესაბამისად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სომხეთმა საზღვარზე ესკალაციის მოგვარებასთან დაკავშირებით მიმართა.

"მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან, რომ დავეხმაროთ სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად და ОДКБ-ს საშუალებით“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით.

"ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის მხრიდან საკონსულტაციო დახმარების გაწევით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: