სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთმა "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო დასახმარებლად რუსეთს მიმართა
სომხეთმა "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო დასახმარებლად რუსეთს მიმართა

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სომ­ხეთ­მა "სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­ის“ გამო, რუ­სეთს მი­მარ­თა და "მე­გობ­რო­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის“ რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ი­თხო­ვა. რუ­სე­თი­სად­მი მი­მარ­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წუ­ხელ, ერე­ვან­ში მი­ი­ღეს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სომ­ხეთ­მა მი­მარ­თა გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­საც და "კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას", რომ­ლის წევ­რე­ბი სომ­ხეთ­თან და რუ­სეთ­თან ერ­თად არი­ან ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ტა­ჯი­კე­თი და ყირ­გი­ზე­თი.

შე­გახ­სე­ნებთ, აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო. ორი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფებს შო­რის ინ­ტენ­სი­უ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და, რა­საც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მხა­რე­ე­ბი კონ­ფლიქტსა და ზა­რალ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ერ­თმა­ნეთს აკის­რე­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია თურ­ქულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და ემა­ნუ­ელ მაკ­რონს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა, - ინ­ფორ­მა­ცია სომ­ხურ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მი­ა­წო­და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც თან ახ­ლდა სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა და მსხვილ კა­ლიბ­რი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლის გახ­სნა“.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვა, რომ მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის ქმე­დე­ბე­ბი და ხაზი გა­უს­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

ამას­თა­ნა­ვე, სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­საც ესა­უბ­რა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ირანი ,ამერიაკა და საფრანგეთი უფრო დაგეხმარრბა

იიშ
6

მაგის გამო სომხებს ისე უნდა გაუხდეთ საქმე, აზერებს სულ ბანჯღვლიან უკანალზე კოცნონ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სომხეთმა "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო დასახმარებლად რუსეთს მიმართა

სომხეთმა "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო დასახმარებლად რუსეთს მიმართა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთმა "სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო, რუსეთს მიმართა და "მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რეალიზაცია მოითხოვა. რუსეთისადმი მიმართვის გადაწყვეტილება წუხელ, ერევანში მიიღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. სომხეთმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოსაც და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის წევრები სომხეთთან და რუსეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ღამის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული ვითარება იყო. ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. თავდაპირველად ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაცია სომხურმა მედიამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული, აგრესიული ქმედებების შესახებ, რასაც თან ახლდა საარტილერიო დაბომბვა და მსხვილ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლის გახსნა“.

ნიკოლ ფაშინიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

ამასთანავე, სომხეთის პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა.

იხილეთ ასევე: