სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ინტენსიურ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა: რას აცხადებენ მხარეები?
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ინტენსიურ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა: რას აცხადებენ მხარეები?

აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი ვით­რე­ბა იყო. ორი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფებს შო­რის ინ­ტენ­სი­უ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია თურ­ქულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც მე­დია წერს, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი და და­ზი­ან­და სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის არ­მი­ამ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში"ფარ­თო პრო­ვო­კა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დაშ­კე­შე­ნის, ქელ­ბა­ჯა­რი­სა და ლა­ჩი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით".

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ებს შო­რის არ­სე­ბულ მი­წებ­სა და გზებ­ზე ნაღ­მებს ან­თავ­სებ­დნენ. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჯა­რე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მოხ­და შე­ტა­კე­ბე­ბი. გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ მი­ი­ღო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი კონ­ფლიქ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

"კონ­ფლიქტსა და ზა­რალ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად ერევ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეკის­რე­ბა" - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

  • სა­პა­სუ­ხოდ სომ­ხუ­რი მხა­რე ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გია.

"მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აგ­რძე­ლებს არ­ტი­ლე­რი­ის, ნაღმტყორ­ცნე­ბის, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის და მსხვი­ლი კა­ლიბ­რის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას. სა­მიზ­ნეა რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მოქ­მე­დე­ბე­ბი პო­ზი­ცი­ე­ბის წინსვლის­თვის. პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა არამ ტო­რო­სი­ან­მა.

მისი თქმით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რად უპა­სუ­ხე­ბენ მტერს და სრუ­ლად ას­რუ­ლე­ბენ მათ წი­ნა­შე და­სა­ხულ საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნებს.

ტო­რო­სი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზღვრის ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აგ­რძე­ლებს არ­ტი­ლე­რი­ის, ნაღმტყორ­ცნე­ბის, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის და მსხვი­ლი კა­ლიბ­რის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ვარ­დე­ნი­სის, სოტ­კის, არ­ტა­ნი­შის, იშ­ხა­ნა­სა­რის, გო­რი­სი­სა და კა­პა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­ზან­ში იღებს რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ა­წო­და რუ­სე­თი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებს:

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვა, რომ მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის ქმე­დე­ბე­ბი და ხაზი გა­უს­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ წუ­ხელ აზერ­ბა­ი­ჯან­მა და­ი­წყო პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ზღვრის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ღრმა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო და ხაზი გა­უს­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რონ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია და ხაზი გა­უს­ვა სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

,,პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რონ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია და ხაზი გა­უს­ვა სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას" - აი სულ ეს არის მისი შესაზლებლობა-მუღებლად მიაჩნია მას სიტუაციის ესკალაცია. ეს ფაშინიანი ვერ არის თავის მატორზე, რას წარმოადგენს და ვინ არის ამ შემთხვევაში მაკრონი?!. რომ მიემართა საქრთველის მთავრობისათვის კიდევ ჰო, ჰა! მაგრა მაკრონი?!?!

ქაოსი
1

ატომურს ხომ არ გეგმავენ, უკვე მეშინია ამათი ასე ხშირი გადინება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ინტენსიურ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა: რას აცხადებენ მხარეები?

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ინტენსიურ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა: რას აცხადებენ მხარეები?

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ღამის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული ვითრება იყო. ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა. თავდაპირველად ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა.

როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

  • აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საღამოს საათებში"ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით".

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებულ მიწებსა და გზებზე ნაღმებს ანთავსებდნენ. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა შეტაკებები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის არმიამ მიიღო აუცილებელი ზომები კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად.

"კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობა მთლიანად ერევნის ადმინისტრაციას ეკისრება" - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

  • საპასუხოდ სომხური მხარე ამბობს, რომ მომხდარი აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედების შედეგია.

"მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი მიმართულებით აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის. პოზიციური ბრძოლები გრძელდება", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა.

მისი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად უპასუხებენ მტერს და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანებს.

ტოროსიანის ინფორმაციით, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს.

"მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, მიზანში იღებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა მან.

მომხდარის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ინფორმაცია უკვე მიაწოდა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს:

ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

სომხეთის პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ წუხელ აზერბაიჯანმა დაიწყო პროვოკაციული და აგრესიული სამხედრო ოპერაციები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით, ღრმა შეშფოთება გამოხატა შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

სომხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მაკრონმა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მიუღებლად მიიჩნია და ხაზი გაუსვა სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობას.