ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოდან მოქალაქეების გადინებას ინფლაციას და იმ წნეხს უკავშირებს, რომელიც პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მიდის ამდენი ადამიანი ქვეყნიდან, ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ პანდემიამ და ომმა ფასების ზრდა და ინფლაცია განაპირობა.
"ბუნებრივია, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ აქტივობაზე ვსაუბრობთ, ეს მონაცემები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. ეკონომიკური ზრდა უკვე მეორე წლის განმავლობაში საქართველოსთვის ნამდვილად არის უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ასე მიყოლებით საქართველოს ნამდვილად არ ჰქონია. ბუნებრივია, გარკვეულწილად დიდი წნეხი არის იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არის შექმნილი, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე. პანდემიიდან და შემდგომ უკვე აღნიშნული ომიდან გამომდინარე, ძალიან დიდი წნეხი მოიტანა ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ინფლაცია არის ერთგვარად ის საფასური, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იხდიან.
"ორნიშნა ინფლაცია არის ევროკავშირის ქვეყნებში, რიგ შემთხვევაში 18-20%-ის ოდენობით და ბუნებრივია, ისე ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში არის 2 წლის განმავლობაში, ფასების ზრდა გარკვეულწილად ამას ჩრდილავს და აფერხებს. მეორე მხრივ, გვაქვს მოცემულობა, სადაც ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ორნიშნა ინფლაცია და საერთოდ არ არის ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც საქართველოში ფიქსირდება, გავუფრთხილდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში იყოს უფრო მდგრადი და მომდევნო პერიოდშიც შევინარჩუნოთ. ყველანაირი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო წელს ძალიან ახლოს იქნება მის მიზნობრივ მაჩვენებელთან“,- განაცხადა ხუციშვილმა.
საინტერესოა რა გიკვირთ, ან რატომ გაგიკვირდებათ, წავლენ აბა რას იზამენ იქედან სადაც მასწავლებელს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, რატომ? თქვენ თუ გაქვთ იმდენი სახლები აიშენოთ, მანქანები იყიდოთ, ცნობილ კურორტებზე დაისვენოთ და შვილებიც საზღვარგარეთის ცნობილ სასწავლებლებში ასწავლოთ, ჩვენ რატომ არ გვაქვს. ელლემენტარული,ჩაი და კარაქი, არ გრცხვენიათ, ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის , შვილი პედაგოგი მყავს და ხელფასი ხელფასიდან ხელფასამდე არ გვყოფნის, მასწავლებელს რომელსაც უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევა, ღზრდის ბავშვებს, თითქმოს 100 ბავშვს უხსნის გაკვეთილს დღეში, სხვა და სხვა კლასში,ამასთან ერთად სხვა უამრავ საჭირო წეს ჩვეულებას აუფლებს თქვენზე ნაკლები ხელფასი არა, თქვენი ნახევარი მაინც არ უნდა ქონდეს. არ უნდა ეს რეპეტიტორობა, ხშირად ელემენტარული რამე არ იციაბ ბავშვებმა, თქვენ თუ იშენებთ სახლებს, ისვენებთ ყველაზე ცნობილ ადგილებში, სხვას რატომ არ უნდა ქონდეს ამის საშუალება, რა ღირს კარაქი, ზეთი, პური, წამლები თქვენი სახლები სად შენდება და მათ სად აძლევთ სახლის აშენების საშუალებს, იაფიაო. იცით რატომ არის იაფი, ის არის ღარიბებისთვის, როგორმე შეინარჩუნოთ ისინი ადგლზე მერე მოსამსახურედ რომ გამოიყენოთ. აბა თქვენი კოშკურიანი სასახლეები დაინახეთ, შორიდან შეხედეთ და კარგად დაინახეთ. ეს რატომ კეთდება, მერე ეს ხალხი რომ მოსამსახურეებმად დაიყენოთ და თქვენ მდიდრულში იცხოვროთ. აიძულებთ და იმიტომ გარბიან, შეცვალეთ ეს მთავრობა, იქნება უკეთესი მოვიდეს, რას ჩაეჭიდეთ ამ სკამებს, იქნება გამოჩნდეს ხალხი ვინაც ადამიანებზე იფიქრებს. უკანნალის წმენდა ძალიან სამარცხვინო საქმიანობაა, მაგრამ როცა შვილი შიშველი გყავს, როცა ცარიელ პურს ხანდახან გინდა ყველიც მიატანო, როგორ უნდა შეიძინო 18 ლარიანი ყველი ან 25 ლარიანი ხორცი. რატომ გაუხადეთ ხალხს ყველაფერი სანატრელი, არ გრცხვენიათ?ჩვენ მდიდარი არც მთავრობა გვინდა და არც მეზობელი, ჩვენ ადამიანები გვინდა მეზობლადაც და მართველადაც.გამოაქვეყნეთ ჩემი სულის კივილი, ვიღაცამ მაინც გაიგონეთ ღოგორ წუხს ხალხი
რომ ვიცოდე - წაიკითხავს, ერთ რამეს ვკითხავდი: ასე თავმოწონებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სად და რანაირად აისახა მოსახლეობის ელემენტარული პირობების გაუმჯობესებაზე? თუ, ეს მხოლოდ სტატისტიკაა , ანუ - ყველაზე დიდი ტყუილი, როგორც მარკ ტვენი ამბობს? ქვეყანა რომ სრული კატასტროფისკენ მიექანება - დემოგრაფიულად, ეკონომიკურად, ზნეობრივად... ამაზე თუ ფიქრობს ხელისუფლებაში ვინმე? ყოველდღე თუ 200-მა ქართველმა დატოვა ქვეყანა, გაცილებით ადრე გავხდებით ეროვნული უმცირესობა საქართველოში, ვიდრე გაერომ ივარაუდა კაი ხნის წინ !..