პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის გვარდიის ელიტური ნაწილების სამხედროები ტყვედ ჩავარდნენ, შესაძლებელი იქნება მათი " აზოვის" მებრძოლებში გაცვლა" - რა ხდება ფრონტის ხაზზე: უკრაინელებმა ხერსონზე შეტევით რუსები გააცურეს?
"რუსეთის გვარდიის ელიტური ნაწილების სამხედროები ტყვედ ჩავარდნენ, შესაძლებელი იქნება მათი " აზოვის" მებრძოლებში გაცვლა" - რა ხდება ფრონტის ხაზზე: უკრაინელებმა ხერსონზე შეტევით რუსები გააცურეს?

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და, წარ­მა­ტე­ბას წარ­მა­ტე­ბა­ზე აღ­წევს, რაც რუ­სებ­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლიც ხდე­ბა. რო­გორც BBC იუ­წყე­ბა, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უ­ტი­ეს რუ­სებს ხარ­კო­ვის ფრონტზე, ოკუ­პან­ტე­ბის იზი­უ­მის დაჯ­გუ­ფე­ბას, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი ვერ­ბივ­კა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ქა­ლაქ ბა­ლაკ­ლე­ა­ში შე­ვიდ­ნენ. რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად დონ­ბა­სის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა, ნაჩ­ქა­რე­ვად გა­და­დი­ან მდი­ნა­რე სე­ვერსკი დო­ნე­ცის გა­დაღ­მა. ქა­ლა­ქი ბა­ლაკ­ლეა იზი­უ­მის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს და მისი გავ­ლით გა­დის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტვირ­თე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლე­ბი­თაც მა­რაგ­დე­ბი­ან სლა­ვი­ანსკი­სა და კრა­მა­ტორსკის რუ­სუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი. შე­ტა­კე­ბე­ბი იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რია, რომ ვერ­ბივ­კას რუს მცველ­თა კორ­პუ­სის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ნად­გურ­და, ნა­წილ­მა კი ბა­ლაკ­ლე­ას­კენ და­ი­ხია. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ისარ­გებ­ლეს იმით, რომ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ელი­ტის ნა­წი­ლი ხერ­სო­ნის დაც­ვა­ზეა გა­და­სუ­ლი, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ბაჰ­მუტს უტევს. ამ ფონ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა იზი­უ­მის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლის ხელ­ში აღე­ბა და­ი­წყეს.

ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში ახა­ლი კონ­ტრშე­ტე­ვის და­წყე­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ, მათი მი­ზა­ნია რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ხერ­სო­ნის ოლ­ქის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი წლის ბო­ლომ­დე და­იბ­რუ­ნონ, - წერს CNN-ი.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი იხ­ტი­ბარს არ იტეხს და აცხა­დებს, რომ, რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს და არც და­კარ­გავს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, GIPA-ს პრო­ფე­სორი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ambebi.ge-სთან ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აფა­სებს:

- უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა 6 სექ­ტემ­ბერს გახ­სნეს კონ­ტრშე­ტე­ვის მე­ო­რე - აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა (უშუ­ა­ლოდ ხარ­კო­ვი-დო­ნეც­კის მო­სა­ზღვრე პუნ­ქტე­ბი) იზი­უ­მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად და ისი­ნი ბევ­რად უფრო სწრა­ფად მი­ი­წე­ვენ წინ, ვიდ­რე ეს ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში ხდე­ბა. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ იზი­უ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სე­ბის მო­მა­რა­გე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან სწრა­ფად უტე­ვენ, რუ­სუ­ლი გვარ­დი­ის და­ნა­ყო­ფე­ბი ტყვედ ჩაც­ვივ­დნენ, ბევ­რი მათ­გა­ნი და­ი­ხო­ცა. ეს და­ნა­ყო­ფე­ბი რუ­სე­თის არ­მი­ის ელი­ტუ­რი ნა­წი­ლე­ბია და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის გაც­ვლა აზო­ვის პოლ­კის მებ­რძო­ლებ­ში. ეს ფაქ­ტი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ რუ­სე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის არ იყ­ვნენ მზად. 5-ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­და­ლა­ხეს მდი­ნა­რე სი­ვერსკი დო­ნე­ცი და წინ მი­დი­ან... რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შო­კია რუ­სე­ბის­თვის. გა­მო­დის, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე რუ­სუ­ლი არ­მია სრუ­ლი­ად მო­წყვე­ტი­ლია ახა­ლი ძა­ლით შევ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნია, რომ რო­დე­საც ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად რუ­სეთ­მა 25 ტაქ­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი გა­და­ის­რო­ლა, სხვა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­ა­შიშ­ვლეს.

- რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი­და­ნაც ჩანს, რომ რუ­სე­ბი პა­ნი­კა­ში არი­ან, ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბი შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნელ­თა მხრი­დან ხერ­სონ­ზე შე­ტე­ვის გა­პი­ა­რე­ბის მი­ზა­ნი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, რუ­სე­ბის მო­ტყუ­ე­ბა იყო - ამით უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუ­სებს დონ­ბა­სის ძა­ლე­ბი ხერ­სო­ნის­კენ, სამ­ხრე­თის და­სა­ცა­ვად გა­და­ას­რო­ლი­ნეს, შე­ტე­ვა კი ხარ­კო­ვი­დან და­ი­წყე­სო...

- ეს ძალ­ზე ჭკვი­ა­ნუ­რი იყო და იმა­საც აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს ტაქ­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც 600-დან 800 სამ­ხედ­რო და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის­გან შედ­გე­ბა, უკვე გა­დას­რო­ლი­ლია მდი­ნა­რე დნეპ­რის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე და ისი­ნი უკან ვე­ღარ ბრუნ­დე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან უკ­რა­ი­ნე­ლებს ხი­დე­ბი და­ბომ­ბი­ლი აქვთ, მა­გა­ლი­თად, ნოვა კა­ხოვ­კას რო­გორც სარ­კი­ნიგ­ზო, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო ხიდი, ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა ან­ტო­ნო­ვის ხიდ­ზე. რუ­სე­ბი თუ უკან და­ი­ხე­ვენ, მდი­ნა­რის გა­და­ლახ­ვა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ტექ­ნი­კის გა­რე­შე მო­უ­წევთ, პონ­ტო­ნურ ხი­დებს ვე­ღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ერთი სი­ტყვით, ინი­ცი­ა­ტი­ვა უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ ხელ­ში აღე­ბუ­ლი.

ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში შე­ტე­ვა სამი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ყველ­გან წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ. ამ რა­ი­ონ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი შე­ტე­ვის ან­დრი­ივ­კას ცენ­ტრის ჯგუფ­მა რუ­სუ­ლი თავ­დაც­ვის ზღუ­დის კი­დევ უფრო დიდი მას­შტა­ბით გარ­ღვე­ვა და­ი­წყო. კოს­ტრომ­კას შე­მო­გა­რე­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­ხრე­თით და­ი­კა­ვეს ბე­ზი­მე­ნე და უტე­ვენ შას­ლი­ვეს.

მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დას­რო­ლი­ლი რუ­სუ­ლი არ­მი­ის ელი­ტის ნა­წი­ლი მდი­ნა­რე დნეპ­რის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ლო­ჯის­ტი­კუ­რი მო­მა­რა­გე­ბის გა­რე­შეა ჩარ­ჩე­ნი­ლი, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ხარ­კო­ვის რა­ი­ონ­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სულ, შე­და­რე­ბით სუსტ ნა­წი­ლებს მე­თო­დუ­რად ანად­გუ­რე­ბენ. ამ ფონ­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, იზი­უ­მი ჩრდი­ლო­ე­თი­დან მო­მა­რა­გე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა. ეს კი რუ­სუ­ლი არ­მი­ის კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნას გუ­ლის­ხმობს.

ამას­თან­ვე, 7 სექ­ტემ­ბერს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნულ­მა ავი­ა­ცი­ამ 50-მდე ავი­ა­ი­ე­რი­ში მი­ი­ტა­ნა რუ­სულ პო­ზი­ცი­ებ­ზე. რუ­სე­ბის მხრი­დან დი­დია და­ღუ­პულ­თა, დაჭ­რილ­თა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ძა­ლე­ბის ნა­წი­ლებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბის მი­ტო­ვე­ბა ძა­ლი­ან გა­ახ­ში­რეს, ეს კი რუ­სე­ბის და­ნარ­ჩენ სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად აი­სა­ხე­ბა.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, უფრო გა­იზ­რდე­ბა უკ­რა­ი­ნელ­თა შან­სე­ბი?

- სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ამ შემ­თხვე­ვა­ში იზი­უ­მის აღე­ბა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის წელ­ში გა­და­ტე­ხა მთელს დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში, იმი­ტომ, რომ სლა­ვი­ანსკზე შე­ტე­ვა სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ვარ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ უკ­რა­ი­ნის ხელ­ში გა­და­ვა დიდი ინი­ცი­ა­ტი­ვა. ამას­თა­ნა­ვე, საფრ­თხე მო­ეხ­სნე­ბა მთლი­ა­ნად ხარ­კო­ვის რა­ი­ონს, ისე­ვე, რო­გორც დო­ნეც­კის რა­ი­ო­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში შემ­ცირ­დე­ბა რუ­სუ­ლი საფრ­თხე. ამას­თა­ნა­ვე, ხერ­სო­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა უზარ­მა­ზა­რი მო­რა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის აფეთ­ქე­ბუ­ლი ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბი რუ­სე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე

ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სწრა­ფი ოკუ­პა­ცი­ი­სათ­ვის რუ­სეთს რა რე­სურ­სის გა­ღე­ბაც შე­ეძ­ლო, ის უკვე ამო­წუ­რა. ახლა მათ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ამ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და ლო­კა­ლუ­რი შე­ტე­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის, რაც აღარ ნიშ­ნავს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან შე­ტე­ვებს, რუ­სეთ­მა ამის უნა­რი ამო­წუ­რა და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე ამას ვერც გა­ა­კე­თებს. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას სჭირ­დე­ბა ომის გა­მო­ცხა­დე­ბა და ბევ­რი მი­ზე­ზის გამო ამ ეტაპ­ზე ეს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია - მო­ბი­ლი­ზე­ბულ ჯარს სჭირ­დე­ბა უზარ­მა­ზა­რი გა­დამ­ზა­დე­ბა და ომში პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად წას­ვლა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი რუ­სებს აღარ ჰყავს...

- ყი­რიმ­ზე მას­შტა­ბურ შე­ტე­ვას თუ ელით?

- ეს ყვე­ლა­ზე დიდი გა­მო­ცა­ნაა იმი­ტომ, რომ ყი­რიმ­ზე შტურმს, არ ვი­ცით, რა შე­ფა­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. თუ კი ყი­რიმ­ზე დიდი შტურ­მი იქ­ნე­ბა, რუ­სეთ­ში შე­საძ­ლოა მარ­თლაც გა­მო­ცხად­დეს ომის მდგო­მა­რე­ო­ბა და ამ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რიც შე­იც­ვა­ლოს - ახლა არის გან­ცდა, რომ ეს არის თავ­დას­ხმი­თი ომი და მერე შე­იძ­ლე­ბა სა­მა­მუ­ლო ომის ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს. თუ კი უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რა­ი­ო­ნი და­იბ­რუ­ნეს და ყი­რიმს მი­ად­გნენ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და­თან­ხმდე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას უფრო აწყობს და მის­თვის უფრო მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

აფეთ­ქე­ბა ყი­რიმ­ში

რა თქმა უნდა, ყი­რიმ­ზე კომ­პრო­მი­სი ასე მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, მით უმე­ტეს, მო­გე­ბუ­ლი ომის შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ყი­რიმს მარ­ტი­ვად არ დათ­მო­ბენ, მაგ­რამ აქ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში მო­ლა­პა­რა­კე­ბის ისე­თი ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა იყოს შერ­ჩე­უ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა. თუ კი ომი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და რუ­სეთ­მა მეტი აგ­რე­სია და ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნა, არც ყი­რიმ­ში შეჭ­რა იქ­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი. ახლა კი­ევ­შიც ამ­ბო­ბენ, რომ ეს ომი შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ით დას­რულ­დეს. მა­თაც კარ­გად ეს­მით, რომ რუ­სე­თი თუ არ და­ი­სა­ჯა და თუ ერთ ქა­ლაქ­ზე მეტი შერ­ჩა, ვიდ­რე მას ომამ­დე ჰქონ­და, ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­მა რა­ღა­ცა უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა...

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
99

შენ ჯერ პირველი არმია მითხარი რომელია, ის ვინც 20 წელი ებრძოდა ავღანეთს და ბოლოს აქეთ რო გამოიქცა სამარცხვინოდ? თუ ვიეტნამიდან რო გამოიძურწა? 

შალიკო ხვინგიაძე
15

ომის მეფე მე ვარ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რუსეთის გვარდიის ელიტური ნაწილების სამხედროები ტყვედ ჩავარდნენ, შესაძლებელი იქნება მათი " აზოვის" მებრძოლებში გაცვლა" - რა ხდება ფრონტის ხაზზე: უკრაინელებმა ხერსონზე შეტევით რუსები გააცურეს?

"რუსეთის გვარდიის ელიტური ნაწილების სამხედროები ტყვედ ჩავარდნენ, შესაძლებელი იქნება მათი " აზოვის" მებრძოლებში გაცვლა" - რა ხდება ფრონტის ხაზზე: უკრაინელებმა ხერსონზე შეტევით რუსები გააცურეს?

მას შემდეგ, რაც უკრაინა რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა, წარმატებას წარმატებაზე აღწევს, რაც რუსებში პანიკის საფუძველიც ხდება. როგორც BBC იუწყება, უკრაინელებმა მოულოდნელად შეუტიეს რუსებს ხარკოვის ფრონტზე, ოკუპანტების იზიუმის დაჯგუფებას, გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ვერბივკა და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ბალაკლეაში შევიდნენ. რუსული ძალები, რომლებიც ძირითადად დონბასის მობილიზებული მაცხოვრებლებისაგან შედგება, ნაჩქარევად გადადიან მდინარე სევერსკი დონეცის გადაღმა. ქალაქი ბალაკლეა იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და მისი გავლით გადის რუსული სამხედრო ტვირთების უმრავლესობა, რომლებითაც მარაგდებიან სლავიანსკისა და კრამატორსკის რუსული დაჯგუფებები. შეტაკებები იმდენად ინტენსიურია, რომ ვერბივკას რუს მცველთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა განადგურდა, ნაწილმა კი ბალაკლეასკენ დაიხია. უკრაინელებმა ისარგებლეს იმით, რომ რუსული სამხედრო ელიტის ნაწილი ხერსონის დაცვაზეა გადასული, მეორე ნაწილი კი ბაჰმუტს უტევს. ამ ფონზე უკრაინელებმა იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით სიტუაციის კონტროლის ხელში აღება დაიწყეს.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ახალი კონტრშეტევის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, უკრაინული ძალები გარკვეულ წარმატებას აღწევენ, მათი მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის უმეტესი ნაწილი წლის ბოლომდე დაიბრუნონ, - წერს CNN-ი.

რუსეთის პრეზიდენტი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ, რუსეთს, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, არაფერი დაუკარგავს და არც დაკარგავს.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ambebi.ge-სთან ომის მიმდინარეობას აფასებს:

- უკრაინელებმა 6 სექტემბერს გახსნეს კონტრშეტევის მეორე - აღმოსავლეთის მიმართულება (უშუალოდ ხარკოვი-დონეცკის მოსაზღვრე პუნქტები) იზიუმის გასათავისუფლებლად და ისინი ბევრად უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, ვიდრე ეს ხერსონის რაიონში ხდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იზიუმის მიმართულებით რუსების მომარაგებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. უკრაინელები ამ მიმართულებით ძალიან სწრაფად უტევენ, რუსული გვარდიის დანაყოფები ტყვედ ჩაცვივდნენ, ბევრი მათგანი დაიხოცა. ეს დანაყოფები რუსეთის არმიის ელიტური ნაწილებია და შესაძლებელი იქნება ამ რუსი სამხედროების გაცვლა აზოვის პოლკის მებრძოლებში. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსები ამ ყველაფრისთვის არ იყვნენ მზად. 5-ში უკრაინელებმა გადალახეს მდინარე სივერსკი დონეცი და წინ მიდიან... რაც წარმოუდგენელი შოკია რუსებისთვის. გამოდის, რომ ამ მიმართულებაზე რუსული არმია სრულიად მოწყვეტილია ახალი ძალით შევსების შესაძლებლობას. აღსანიშნია, რომ როდესაც ხერსონის მიმართულების დასაცავად რუსეთმა 25 ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლა, სხვა ყველა მიმართულება მოაშიშვლეს.

- რუსი პროპაგანდისტების განცხადებებიდანაც ჩანს, რომ რუსები პანიკაში არიან, ე.წ. ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ შექმნილ სიტუაციაზე და აღნიშნავენ, რომ უკრაინელთა მხრიდან ხერსონზე შეტევის გაპიარების მიზანი, სინამდვილეში, რუსების მოტყუება იყო - ამით უკრაინელებმა რუსებს დონბასის ძალები ხერსონისკენ, სამხრეთის დასაცავად გადაასროლინეს, შეტევა კი ხარკოვიდან დაიწყესო...

- ეს ძალზე ჭკვიანური იყო და იმასაც აღვნიშნავ, რომ ეს ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც 600-დან 800 სამხედრო და მომსახურე პერსონალისგან შედგება, უკვე გადასროლილია მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე და ისინი უკან ვეღარ ბრუნდებიან, ვინაიდან უკრაინელებს ხიდები დაბომბილი აქვთ, მაგალითად, ნოვა კახოვკას როგორც სარკინიგზო, ასევე სატრანსპორტო ხიდი, ასეთივე სიტუაციაა ანტონოვის ხიდზე. რუსები თუ უკან დაიხევენ, მდინარის გადალახვა ყველა ვარიანტში ტექნიკის გარეშე მოუწევთ, პონტონურ ხიდებს ვეღარ გამოიყენებენ. ერთი სიტყვით, ინიციატივა უკრაინელებს აქვთ ხელში აღებული.

ხერსონის რაიონში შეტევა სამი მიმართულებიდან მიმდინარეობს და უკრაინელები ყველგან წარმატებას აღწევენ. ამ რაიონში უკრაინული შეტევის ანდრიივკას ცენტრის ჯგუფმა რუსული თავდაცვის ზღუდის კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გარღვევა დაიწყო. კოსტრომკას შემოგარენის გათავისუფლების შემდეგ, სამხრეთით დაიკავეს ბეზიმენე და უტევენ შასლივეს.

მოკლედ, როგორც ჩანს, ხერსონის მიმართულებით გადასროლილი რუსული არმიის ელიტის ნაწილი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე ლოჯისტიკური მომარაგების გარეშეა ჩარჩენილი, ხოლო აღმოსავლეთში, ხარკოვის რაიონში უკრაინელები რუსულ, შედარებით სუსტ ნაწილებს მეთოდურად ანადგურებენ. ამ ფონზე, პრაქტიკულად, იზიუმი ჩრდილოეთიდან მომარაგების გარეშე რჩება. ეს კი რუსული არმიის კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩენას გულისხმობს.

ამასთანვე, 7 სექტემბერს, დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ 50-მდე ავიაიერიში მიიტანა რუსულ პოზიციებზე. რუსების მხრიდან დიდია დაღუპულთა, დაჭრილთა და დაშავებულების რაოდენობა. რუსული საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილებმა პოზიციების მიტოვება ძალიან გაახშირეს, ეს კი რუსების დანარჩენ სამხედრო ძალებზე კატასტროფულად აისახება.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, უფრო გაიზრდება უკრაინელთა შანსები?

- სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში იზიუმის აღება იქნება რუსეთის წელში გადატეხა მთელს დონეცკის რაიონში, იმიტომ, რომ სლავიანსკზე შეტევა საბოლოოდ ჩავარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელში გადავა დიდი ინიციატივა. ამასთანავე, საფრთხე მოეხსნება მთლიანად ხარკოვის რაიონს, ისევე, როგორც დონეცკის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში შემცირდება რუსული საფრთხე. ამასთანავე, ხერსონის გათავისუფლება იქნება უზარმაზარი მორალური გამარჯვება უკრაინისთვის.

უკრაინელების აფეთქებული იარაღის საწყობები რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ტერიტორიების სწრაფი ოკუპაციისათვის რუსეთს რა რესურსის გაღებაც შეეძლო, ის უკვე ამოწურა. ახლა მათ აქვთ საშუალება ამ არსებული ტერიტორიების შენარჩუნების და ლოკალური შეტევების წარმოების, რაც აღარ ნიშნავს ფართომასშტაბიან შეტევებს, რუსეთმა ამის უნარი ამოწურა და მობილიზაციის გარეშე ამას ვერც გააკეთებს. მობილიზაციას სჭირდება ომის გამოცხადება და ბევრი მიზეზის გამო ამ ეტაპზე ეს დაგვიანებულია - მობილიზებულ ჯარს სჭირდება უზარმაზარი გადამზადება და ომში პროფესიონალ სამხედროებთან ერთად წასვლა. პროფესიონალი სამხედროების დიდი ნაწილი რუსებს აღარ ჰყავს...

- ყირიმზე მასშტაბურ შეტევას თუ ელით?

- ეს ყველაზე დიდი გამოცანაა იმიტომ, რომ ყირიმზე შტურმს, არ ვიცით, რა შეფასება შეიძლება მოჰყვეს დანარჩენი მსოფლიო საზოგადოების მხრიდან. თუ კი ყირიმზე დიდი შტურმი იქნება, რუსეთში შესაძლოა მართლაც გამოცხადდეს ომის მდგომარეობა და ამ ომთან დაკავშირებით აზრიც შეიცვალოს - ახლა არის განცდა, რომ ეს არის თავდასხმითი ომი და მერე შეიძლება სამამულო ომის ხასიათი მიიღოს. თუ კი უკრაინელებმა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონი დაიბრუნეს და ყირიმს მიადგნენ, დიდი ალბათობით, რუსეთი მოლაპარაკებებზე დათანხმდება იმ პირობებში, რომელიც უკრაინას უფრო აწყობს და მისთვის უფრო მისაღები იქნება.

აფეთქება ყირიმში

რა თქმა უნდა, ყირიმზე კომპრომისი ასე მარტივი არ იქნება, მით უმეტეს, მოგებული ომის შემთხვევაში, უკრაინელები ყირიმს მარტივად არ დათმობენ, მაგრამ აქ ყველა ვარიანტში მოლაპარაკების ისეთი ფორმა შეიძლება იყოს შერჩეული, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება. თუ კი ომი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და რუსეთმა მეტი აგრესია და ომის დანაშაულები ჩაიდინა, არც ყირიმში შეჭრა იქნება გამორიცხული. ახლა კიევშიც ამბობენ, რომ ეს ომი შეიძლება რუსეთის კაპიტულაციით დასრულდეს. მათაც კარგად ესმით, რომ რუსეთი თუ არ დაისაჯა და თუ ერთ ქალაქზე მეტი შერჩა, ვიდრე მას ომამდე ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა რაღაცა უპირატესობა მოიპოვა...