მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით" - დავით არახამია
"ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით" - დავით არახამია

რო­გორც შეგ­პირ­დი ბა­ტო­ნო ივა­ნიშ­ვი­ლო, დიდი მო­კი­თხვა უკ­რა­ი­ნი­დან. მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებთ. ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, სამ­წუ­ხა­როდ, თუ თქვე­ნი ძა­ლე­ბით ვერ ახერ­ხებთ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით, - ასე მი­მარ­თავს ყო­ფილ პრე­მი­ერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ქარ­თველ ხალ­ხს უკ­რა­ი­ნის რა­და­ში ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით არა­ხა­მია და უკ­რა­ი­ნის კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის სა­ა­გენ­ტოს მიერ სა­სან­ქციო სიის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის­თვის სან­ქცი­ე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის მთა­ვარ სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­ად­გენს.

"ამ ვი­დე­ოს ჩა­წე­რა რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­ვი­ფიქ­რე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნელ ის­ტე­რი­ულ რე­აქ­ცი­ას ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჩემს მიერ ადრე და­ა­ნონ­სე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბო­და. ეს სა­ა­გენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის­თვის სან­ქცი­ე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის მთა­ვარ სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­ად­გენს.

ეს სა­ა­გენ­ტო სან­ქცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­ში შე­დის. ჩემს სა­იტ­ზე - war in Ukraine, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად კი იმ ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც მის რე­ჟიმს აფი­ნან­სე­ბენ, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცია გან­ვა­თავ­სე. ამ პა­კეტ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი არ არი­ან. ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა არ არის, რად­გან ამ ეტაპ­ზე ვფიქ­რობთ, რომ მხო­ლოდ ოლი­გარ­ქი­სა და მისი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი წყა­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რა­ზეც ევ­რო­კო­მი­სი­ა­მაც რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით უკვე ისა­უბ­რა.

ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა იც­ნობს. შე­უძ­ლი­ათ ინ­ტერ­ნეტ­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სია ნა­ხონ. ქარ­თულ­მა მე­დი­ამ ეს სია უკვე გა­ავ­რცე­ლა. ეს პირ­ვე­ლი ეტა­პია, რომ­ლის ვე­რი­ფი­კა­ცი­ის შემ­დე­გაც ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი სან­ქცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ამ დო­კუ­მენ­ტებს გა­და­ხე­და­ვენ და მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ერ­თხმად მი­ი­ღე­ბენ.

რო­გორც შეგ­პირ­დი ბა­ტო­ნო ივა­ნიშ­ვი­ლო, დიდი მო­კი­თხვა უკ­რა­ი­ნი­დან. მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებთ. ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, სამ­წუ­ხა­როდ, თუ თქვე­ნი ძა­ლე­ბით ვერ ახერ­ხებთ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბის თარ­გმან­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი“ ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ სან­ქცი­ე­ბის ნუს­ხა­ში შეყ­ვა­ნი­ლია: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძე, გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ტიტე მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი რუ­ხა­ძე, ალექ­სეი პოლ­ტავ­ჩენ­კო, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, და­ვით ხი­და­შე­ლი, სულ­ხან პა­პაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი კორ­ჟე­ვი, დი­მიტ­რი ტრო­იც­კი, ლე­ვან ვა­სა­ძე და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 113 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
----------
1

თქვენ რა ქვეყანა გაქვთ ხალხნო. თქვენ ამას თუ ქვეყანას ეძახით ყოჩაღ თქვენ

მაია
2

ამბები. ჯი სირცხვილია, სატროლეთი ხართ. ასე როგორ დაეცით 

ავტორი:

"ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით" - დავით არახამია

"ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით" - დავით არახამია

როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით, - ასე მიმართავს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს უკრაინის რადაში ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია და უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

"ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე - war in Ukraine, ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა.

ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომლის ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.

როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით”, - განაცხადა არახამიამ, რომლის განცხადების თარგმანსაც ტელეკომპანია "მთავარი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.