თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი გაფრთხილება საბერძნეთისადმი.
"ის, რაზეც მე ვსაუბრობ, არ არის სიზმარი. თუ მე ვთქვი, რომ შეიძლება ერთ ღამეს მოულოდნელად მივიდეთ, ეს ნიშნავს, რომ როდესაც დრო მოვა, ერთ ღამეს შეიძლება მოულოდნელად მივიდეთ", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ვიზიტისას.
ერთი დღით ადრე ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მან ერდოღანს მოუწოდა, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა საბერძნეთის წინააღმდეგ.
საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩეხეთის განცხადებებს, რომელიც ახლა ევროკავშირს თავმჯდომარეობს, ქვეყნისთვის „არანაირი ღირებულება“ არ გააჩნია.
პუტინიზმი გადამდებია? ახლახანს ხელი ჩამოართვა, მგონი.
ხომ ხედავთ ევროკავშირის წევრ საბერძნეთს რა თავხედურად ელაპარაკება?! ჰოდა ეხლა ჩვენს ევროპათუმეებს მინდა ვკითხო, საქართველოს რას უზამს ეს კაძახი რუსეთის რომ არ ეშინოდეს, ხომ წარმოგიდგენიათ ?! ასეა, ძალა აღმართს დღესაც ხნავს ევროპათუმეებო :))))))))))) ცოტა ტვინი გაანძრიეთ და ღრუბლებში ნუ დაფრინავთ ევროკავშირში მიმავლებო, მიწაზე დადექით მყარად :))))))))))))))