სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ტიპის განცხადება არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება..." - რას პასუხობს ვანო ჯავახიშვილი "მთავარ არხს"?
"ამ ტიპის განცხადება არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება..." - რას პასუხობს ვანო ჯავახიშვილი "მთავარ არხს"?

შო­უ­მე­ნი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი "მთა­ვა­რი არ­ხის" გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­არ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"გა­ვე­ცა­ნი ‘’მთა­ვა­რი არ­ხის’’ გან­ცხა­დე­ბას ჩვე­ნი გუნ­დის წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ჩემი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ­დი, რომ არ იქ­ნე­ბო­და კარ­გი შიდა ამ­ბე­ბის გა­რეთ გა­მომ­ზე­უ­რე­ბა, უბ­რა­ლოდ ახლა ვთვლით, რომ ეს არის ჩვე­ნი გუნ­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. სი­მარ­თლე ის არის, რომ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო არხზე ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი მარ­თლა და­ი­ხუ­რა ("ვა­ნოს შოუ", "ახა­ლი შა­ბა­თის შოუ" , "მთა­ვა­რი ბი­ჭე­ბი", ‘’მთა­ვა­რი გო­გო­ე­ბი’’) და არხზე დარ­ჩა ისე­თი გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლებ­საც სპონ­სო­რე­ბი ჰყავ­დათ. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, უხელ­ფა­სოდ და ერთი წა­მი­თაც არ გაგ­ვი­ჩე­რე­ბია ეთე­რი. ჩემი გუნ­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩაც­ვივ­დნენ მძი­მე ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა დღემ­დე და­ვა­ლი­ა­ნე­ბად დარ­ჩა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არხზე დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იღე­ბენ ანა­ზღა­უ­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა "მთა­ვა­რი არ­ხის" შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, არ­ხმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა შემ­დე­გი: მხო­ლოდ დარ­ჩენს ‘’ვა­ნოს შოუ’’, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი გა­და­ცე­მე­ბი და­ი­ხუ­როს. ეს ნიშ­ნავ­და იმას, რომ გუნ­დის 70% სახ­ლში უნდა გაგ­ვეშ­ვა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში გვედგნენ და ბო­ლომ­დე მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ. ეს ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არც ერთი წა­მით არ იხევ­დნენ უკან, როცა არხს გა­სა­ჭი­რი ქონ­და. რა თქმა უნდა, ჩვენ­მა გუნ­დმა ერ­თი­ა­ნო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა და ამი­ტომ დავ­თან­ხმდით ისეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და გუნ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ‘’მთა­ვა­რი არ­ხის’’ მხრი­დან ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბა და ჩვენ­თვის ზი­ა­ნის მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, არის პირ­და­პირ გე­ტყვით სრუ­ლი უნა­მუ­სო­ბა და ბო­რო­ტე­ბა. მივ­მარ­თავ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორს: უკად­რე­ბელს ნუ კად­რუ­ლობ ‘’მე­გო­ბა­რო’’ ერ­თგუ­ლე­ბა­ზე კრი­ტი­კას ვერ მი­ვი­ღებთ,რად­გან ვთვლით, რომ ერ­თგუ­ლე­ბა უნდა იყოს ორ­მხრი­ვი და არა ცალ­მხრი­ვი." - წერს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "ვა­ნოს შოუ" ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ო­ზიო სე­ზო­ნი­დან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გავა. "მთა­ვა­რი არ­ხის" გან­ცხა­დე­ბით, "ვა­ნოს შოუს" გუნდ აღ­მოჩ­ნდა ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ხის წი­ნა­შე შექ­მნი­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ახალ რე­ა­ლო­ბას ვერ მო­ერ­გე­ბო­და და და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
0

რომელ რიცხვიდან გავა ტვპირველზე ვანოს შოუ

111
7

იცი რა არის, 20 წელიწადი რომ რარაცას აკეტებ გინდა თუი არ გინდა წურავ შენ თავს. ანუ მთლიან რეალიზებას აკეთებ და წყინდები ხლხს, ასეა ამ შემთხვევაშიც. პირადად ჩემ მაგალითზე ვიტყვი, მეც მომწონდა და ვუყურებდი ამ შოუს და ველოდებოდი კიდეც, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ ვუყურებ. იმიტომ რომ ვინც დასაპატიჟებელი ყავდათ ყველა დაპატიჟეს და ყველაფერი უკვე თითქმის ზეპირად ვიცით. მაგათი იუმორიც და მონაყოლი ამბებიც, ასე რომ ამოწურა თავის თავი. ასე ვფიქრობ და არა მარტო ამ შოუმ .. ბევრმა და ზოაგად ტელევიზიამაც.... მე რომ მკითხოთ უკვე მაღიზიანებს კიდეც.

აქეთ გადართავ სამოთხეში გეგონება თავი, ოპოზიციურ არხებზე გადართავ და თვითმკვლელობა მოგინდება, ასე რომ გაითვალისწინეთ მეგობრებო ეს ყველაფერი. რაღაცა უნდა შეცვალოთ პოლიტიკა აქ არფერ შუაშია, ვეღარ ქმნით სდაინტერესო პროდუქტს ესაა და აღიარება გიჭირთ...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ამ ტიპის განცხადება არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება..." - რას პასუხობს ვანო ჯავახიშვილი "მთავარ არხს"?

"ამ ტიპის განცხადება არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება..." - რას პასუხობს ვანო ჯავახიშვილი "მთავარ არხს"?

შოუმენი ვანო ჯავახიშვილი "მთავარი არხის" განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მიერ მასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიართლეს არ შეესაბამება.

"გავეცანი ‘’მთავარი არხის’’ განცხადებას ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა კარგი შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ ახლა ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. სიმართლე ის არის, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე ჩვენი გადაცემები მართლა დაიხურა (''ვანოს შოუ'', ''ახალი შაბათის შოუ'' , ''მთავარი ბიჭები'', ‘’მთავარი გოგოები’’) და არხზე დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ. სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, აბსოლუტურად, უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას.

რაც შეეხება "მთავარი არხის" შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩენს ‘’ვანოს შოუ’’, ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს. ეს ნიშნავდა იმას, რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები, რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. ‘’მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ ‘’მეგობარო’’ ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ,რადგან ვთვლით, რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი." - წერს ვანო ჯავახიშვილი.

ცნობისთვის, ვანო ჯავახიშვილის საავტორო გადაცემა "ვანოს შოუ" ახალი სატელევიოზიო სეზონიდან "ტვ პირველის" ეთერში გავა. "მთავარი არხის" განცხადებით, "ვანოს შოუს" გუნდ აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც განაცხადა, რომ არხის წინაშე შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ახალ რეალობას ვერ მოერგებოდა და დატოვა ტელეკომპანია.

ასევე იხილეთ: