პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასაუბრების ეტაპებს ისე გავდიოდი, ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. საბოლოო შედეგი მათთვის დაუჯერებელი იყო" -  მარიამის ახდენილი "არიზონული ოცნება"
"გასაუბრების ეტაპებს ისე გავდიოდი, ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. საბოლოო შედეგი მათთვის დაუჯერებელი იყო" -  მარიამის ახდენილი "არიზონული ოცნება"

პი­როვ­ნუ­ლი ზრდა, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა - ეს სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბია. სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე, მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის გა­რეთ ცოდ­ნის და­საგ­რო­ვებ­ლად წას­ვლას, სირ­თუ­ლე­ე­ბიც თან ახ­ლავს, იმის გა­სა­გე­ბად, რა დაბ­რკო­ლე­ბებს ხვდე­ბი­ან ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, სამ­შობ­ლო­დან მრა­ვა­ლი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით და რას ურ­ჩე­ვენ იმ ახალ­გაზ­რდებს, ვინც სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მა­ვენ, ambebi.ge-ს უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ კურ­ცხა­ლია ესუბ­რე­ბა, რო­მე­ლიც ახლა უკვე სამ­შობ­ლო­შია.

- სა­ი­დან და რო­გორ გა­და­წყდა უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლის ამ­ბა­ვი?

- წას­ვლის ამ­ბა­ვი ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჯიპა-ში გა­და­წყდა, პირ­ვე­ლად პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ფა­კულ­ტე­ტის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა მირ­ჩია, სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში ვერ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მან კი მირ­ჩია, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში­ვე ამე­რი­კე­ლე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ ეტა­პად. პორ­ვე­ლი ეტა­პი სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი­სა და ნიშ­ნე­ბის გაგ­ზავ­ნას მო­ი­ცავ­და. მე­ო­რე ეტა­პი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­მი­სი­ას­თან გა­სა­უბ­რე­ბას, მე­სა­მე ეტაპ­ზე არი­ზო­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა იგეგ­მე­ბო­და. მოკ­ლედ, სა­ბო­ლო­ოდ, უშუ­ა­ლოდ, ამე­რი­კე­ლე­ბის­გან უნდა მიგ­ვე­ღო დას­ტუ­რი.

- რო­დე­საც მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ი­მე ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ხომ არ გაჩ­ნდა?

- პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი, რა­მაც ხელი შე­მი­შა­ლა, ჩემი მშობ­ლე­ბის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად დე­და­ჩემ­მა პირ­და­პირ მი­თხრა, შენ მა­ინც არა­ვინ აგარ­ჩევ­სო, მეც თით­ქმის ასე ვფიქ­რობ­დი, ბო­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. გა­სა­უბ­რე­ბის ეტა­პებს ისე გავ­დი­ო­დი, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ. სა­ბო­ლოო შე­დე­გი მათ­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო და არ იცოდ­ნენ, შვი­ლი ამ­ხე­ლა გზა­ზე რო­გორ უნდა გა­ეშ­ვათ. ამ ფაქ­ტო­რის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, ამე­რი­კე­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­ბუ­თე­ბი და­ი­კარ­გა, რო­მე­ლიც სა­ელ­ჩო­ში უნდა წარ­გვედ­გი­ნა. ის­ტო­რია მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ სა­ბუ­თე­ბი, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლებ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, ჩე­მამ­დე არ მო­ვი­და. ამ სა­ბუ­თე­ბის ძებ­ნა და­ი­წყეს უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც. შეშ­ფოთ­დნენ ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, ამე­რი­კე­ლებ­მაც და­ი­წყეს სა­ბუ­თე­ბის ქექ­ვა, გა­და­ახ­ვი­ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­მე­რე­ბი და მთე­ლი დღის წუთი წა­მის ყუ­რე­ბა და­ი­წყეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ბუ­თე­ბი ფოს­ტა­ლი­ონ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩე­მამ­დე არ მო­ი­ტა­ნა და ფოს­ტა­ში­ვე და­ტო­ვა. (ეს ფაქ­ტი ბევ­რის­თვის სა­ეჭ­ვო იყო. ფიქ­რობ­დნენ, რომ სა­ბუ­თე­ბი, უბ­რა­ლოდ, და­მი­მა­ლეს, რათა ჩემს ნაც­ვლად სხვა წა­სუ­ლი­ყო...).

პირ­ვე­ლი ეტა­პი სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის და­წე­რა იყო, მახ­სოვს, რო­გორ ვწერ­დი თუ რა­ტომ მინ­დო­და მთე­ლი გუ­ლით ამე­რი­კა­ში წას­ვლა, ამ დროს დე­დამ გვერ­დით ჩა­მი­ა­რა. - რას აკე­თებ, შე­ავ­სე, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­ი­მარ­ჯვებ, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბას მა­ინც და­აგ­რო­ვე­ბო... მე­ო­რე ეტა­პი კი გა­სა­უბ­რე­ბა იყო კო­მი­სი­ის წევ­რებ­თან ინ­გლი­სუ­რად, სა­დაც კო­მი­სი­ის წევ­რებს ჩემი ინ­გლი­სუ­რი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ, თან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი. ძი­რი­თა­დად უცხო­ეთ­ში მე­სა­მე კურ­სი­დან მი­დი­ან ხოლ­მე, ამი­ტომ პირ­ველ­კურ­სე­ლის და­ნახ­ვამ კო­მი­სია გა­ა­ო­ცა... მახ­სოვს, ამე­რი­კე­ლე­ბის სა­ბო­ლოო და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის გა­გე­ბის შემ­დეგ, კო­მი­სი­ის წევ­რს ვუ­თხა­რი, - ჯერ უნდა მო­ვი­ფიქ­რო, რად­გან მშობ­ლე­ბის პა­სუ­ხი არ ვიცი, თუ გა­მიშ­ვე­ბენ-მეთ­ქი...

- რო­გო­რია ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი­სათ­ვის?

- აქ უცხო მი­წა­ზე, როცა არც დე­დაა ახ­ლოს და არც მამა, გა­დარ­ჩე­ნის­თვის უფრო წვა­ლობ. თა­ვი­დან მარ­ტოს გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე. მშობ­ლებს ტი­რი­ლით ვუ­რე­კავ­დი, - წა­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი, აქა­უ­რე­ბი რომ არა, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო გამ­ჭირ­ვე­ბო­და, გუ­ლის­ხმი­ე­რი ხალ­ხია, ხში­რად ქუ­ჩა­ში რომ დავ­კარ­გულ­ვარ, სახ­ლამ­დე გა­მომ­ყო­ლი­ან გზის სას­წავ­ლებ­ლად. ასე­თი ქუ­ჩა­ში და­კარ­გვი­სას თავს გა­დახ­დე­ნი­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლით ახლო მე­გო­ბა­რი - კელ­სი შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც ფე­ნიქსში, არი­ზო­ნას დე­და­ქა­ლაქ­ში თა­ვის სახ­ლში ხში­რად მე­პა­ტი­ჟე­ბო­და, ბევ­რი რამ მისი წყა­ლო­ბით ვნა­ხე... მან მარ­ტო­ო­ბა გა­მი­მარ­ტი­ვა. მი­მაჩ­ნია, რომ მარ­ტო ცხოვ­რე­ბა, შენს თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა სულ სხვა­ნა­ი­რად გზრდის და გა­ყა­ლი­ბებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­გობ­რე­ბიც ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ...

- სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ვიცი, მუ­შა­ობ­დი კი­დეც...

- მი­უ­ხე­და­ვად ჩემი და­ფი­ნან­სე­ბი­სა, რა­შიც შე­დი­ო­და კვე­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, და­ზღვე­ვა, სწავ­ლა, ამე­რი­კა მა­ინც ძა­ლი­ან ძვი­რი ქვე­ყა­ნაა. თან, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მინ­დო­და მი­მე­ღო. იქ ყოფ­ნი­სას ორ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი კა­ფე­ტე­რი­ის სა­ცხობ­ში და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ორ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ირ გა­მოც­დი­ლე­ბას მმა­ტებ­და. ფუნ­თუ­შე­ბის გა­მო­ცხო­ბა, ღუ­მელ­თან მუ­შა­ო­ბა და ფრან­გი მზა­რე­უ­ლის ჩხუ­ბი, ხა­ნაც ჩემი ნა­ხე­ლა­ვის შე­ქე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ბევ­რი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი ვიცი, ვი­საც გა­უ­ჭირ­და, ვერ შე­ეჩ­ვია ამე­რი­კას და ამე­რი­კე­ლებს, მაგ­რამ მე გა­ვუ­გე იქა­უ­რებს... თა­ვი­დან არ მეს­მო­და მათი და კი დავ­დი­ო­დი დეპ­რე­სი­უ­ლი (იცი­ნის)...

- და­ბო­ლოს, რას ეტყო­დით თა­ნა­ტო­ლებს, იმათ, ვი­საც თქვენ­სა­ვით სურ­ვი­ლი აქვთ უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვიდ­ნენ...

- ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს იმი­სი, რომ ამე­რი­კა­ში და ან ზო­გა­დად უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად და­ფი­ნან­სე­ბით წა­ვი­დეს, მთა­ვა­რი რჩე­ვა იქ­ნე­ბა ის, რომ ის­წავ­ლონ კარ­გად! რომც არ მი­ი­ღოთ კარ­გი ქუ­ლე­ბი ან რა­ღაც საგ­ნე­ბის სწავ­ლა არ გა­მო­გი­ვი­დეთ, მთა­ვა­რია თქვენ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და ლექ­ტო­რებ­მა და­ი­ნა­ხონ მონ­დო­მე­ბა. შრო­მა არას­დროს და­ი­კარ­გე­ბა...

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
2

კომენტარები წავიკითხე და გავვოგნდი. რა ბოღმით ხართ სავსე ზოგი. რას უწერთ ბავშვს, არც მას იცნობთ და არც მის ოჯახს. მის მშობლებს რომ იცნობდეთ შეგრცხვებოდათ. შენ კი წარმატება

 

სოლომონი
20

შვილო რა გამოცდილება?! არ ვიცოდე მაინც რას ბოდიალობ, ე მანდ რამე ძირ ნაყარი არ ჭამო ფრთხილად იყავი ..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გასაუბრების ეტაპებს ისე გავდიოდი, ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. საბოლოო შედეგი მათთვის დაუჯერებელი იყო" -  მარიამის ახდენილი "არიზონული ოცნება"

"გასაუბრების ეტაპებს ისე გავდიოდი, ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. საბოლოო შედეგი მათთვის დაუჯერებელი იყო" -  მარიამის ახდენილი "არიზონული ოცნება"

პიროვნული ზრდა, განათლების დონის გაუმჯობესება, კარიერული განვითარება, გამოცდილების დაგროვება და დამოუკიდებლობა - ეს საზღვარგარეთ სწავლის დადებითი მხარეებია. სირთულეების გარეშე, მწვერვალების დაპყრობა შეუძლებელია. შესაბამისად, ქვეყნის გარეთ ცოდნის დასაგროვებლად წასვლას, სირთულეებიც თან ახლავს, იმის გასაგებად, რა დაბრკოლებებს ხვდებიან ქართველი სტუდენტები, სამშობლოდან მრავალი კილომეტრის მოშორებით და რას ურჩევენ იმ ახალგაზრდებს, ვინც საზღვარგარეთ განათლების მიღებას სამომავლოდ გეგმავენ, ambebi.ge-ს უცხოური გამოცდილების მქონე, ქართველი გოგონა მარიამ კურცხალია ესუბრება, რომელიც ახლა უკვე სამშობლოშია.

- საიდან და როგორ გადაწყდა უცხოეთში სასწავლებლად წასვლის ამბავი?

- წასვლის ამბავი ჩემს უნივერსიტეტში, ჯიპა-ში გადაწყდა, პირველად პროექტში მონაწილეობის მიღება ფაკულტეტის კოორდინატორმა მირჩია, საკუთარ ძალებში ვერ ვიყავი დარწმუნებული, მან კი მირჩია, კონკურსში მონაწილეობა მიმეღო, რომელიც უნივერსიტეტშივე ამერიკელებისა და უნივერსიტეტის შუამდგომლობით მიმდინარეობდა სამ ეტაპად. პორველი ეტაპი სამოტივაციო წერილისა და ნიშნების გაგზავნას მოიცავდა. მეორე ეტაპი უნივერსიტეტის კომისიასთან გასაუბრებას, მესამე ეტაპზე არიზონას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გასაუბრება იგეგმებოდა. მოკლედ, საბოლოოდ, უშუალოდ, ამერიკელებისგან უნდა მიგვეღო დასტური.

- როდესაც მიიღეთ გადაწყვეტილება, რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორები ხომ არ გაჩნდა?

- პირველი ფაქტორი, რამაც ხელი შემიშალა, ჩემი მშობლების მოუმზადებლობა იყო. თავდაპირველად დედაჩემმა პირდაპირ მითხრა, შენ მაინც არავინ აგარჩევსო, მეც თითქმის ასე ვფიქრობდი, ბოლოს გამოცდილების მიღების მიზნით გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. გასაუბრების ეტაპებს ისე გავდიოდი, ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. საბოლოო შედეგი მათთვის დაუჯერებელი იყო და არ იცოდნენ, შვილი ამხელა გზაზე როგორ უნდა გაეშვათ. ამ ფაქტორის გადალახვის შემდეგ, ამერიკელების გამოგზავნილი საბუთები დაიკარგა, რომელიც საელჩოში უნდა წარგვედგინა. ისტორია მდგომარეობდა იმაში, რომ საბუთები, რომელიც ამერიკელებმა გამომიგზავნეს, ჩემამდე არ მოვიდა. ამ საბუთების ძებნა დაიწყეს უნივერსიტეტშიც. შეშფოთდნენ ჩემი გულშემატკივრები, ამერიკელებმაც დაიწყეს საბუთების ქექვა, გადაახვიეს უნივერსიტეტის კამერები და მთელი დღის წუთი წამის ყურება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ საბუთები ფოსტალიონმა უნივერსიტეტში ჩემამდე არ მოიტანა და ფოსტაშივე დატოვა. (ეს ფაქტი ბევრისთვის საეჭვო იყო. ფიქრობდნენ, რომ საბუთები, უბრალოდ, დამიმალეს, რათა ჩემს ნაცვლად სხვა წასულიყო...).

პირველი ეტაპი სამოტივაციო წერილის დაწერა იყო, მახსოვს, როგორ ვწერდი თუ რატომ მინდოდა მთელი გულით ამერიკაში წასვლა, ამ დროს დედამ გვერდით ჩამიარა. - რას აკეთებ, შეავსე, მაგრამ მაინც ვერ გაიმარჯვებ, თუმცა გამოცდილებას მაინც დააგროვებო... მეორე ეტაპი კი გასაუბრება იყო კომისიის წევრებთან ინგლისურად, სადაც კომისიის წევრებს ჩემი ინგლისური ძალიან მოეწონათ, თან ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი. ძირითადად უცხოეთში მესამე კურსიდან მიდიან ხოლმე, ამიტომ პირველკურსელის დანახვამ კომისია გააოცა... მახსოვს, ამერიკელების საბოლოო დადებითი პასუხის გაგების შემდეგ, კომისიის წევრს ვუთხარი, - ჯერ უნდა მოვიფიქრო, რადგან მშობლების პასუხი არ ვიცი, თუ გამიშვებენ-მეთქი...

- როგორია ამერიკული ცხოვრება ქართველი სტუდენტისათვის?

- აქ უცხო მიწაზე, როცა არც დედაა ახლოს და არც მამა, გადარჩენისთვის უფრო წვალობ. თავიდან მარტოს გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. მშობლებს ტირილით ვურეკავდი, - წამიყვანეთ-მეთქი, აქაურები რომ არა, შეიძლება კიდევ უფრო გამჭირვებოდა, გულისხმიერი ხალხია, ხშირად ქუჩაში რომ დავკარგულვარ, სახლამდე გამომყოლიან გზის სასწავლებლად. ასეთი ქუჩაში დაკარგვისას თავს გადახდენილი თავგადასავალით ახლო მეგობარი - კელსი შევიძინე, რომელიც ფენიქსში, არიზონას დედაქალაქში თავის სახლში ხშირად მეპატიჟებოდა, ბევრი რამ მისი წყალობით ვნახე... მან მარტოობა გამიმარტივა. მიმაჩნია, რომ მარტო ცხოვრება, შენს თავთან მარტო დარჩენა სულ სხვანაირად გზრდის და გაყალიბებს. უნივერსიტეტის მეგობრებიც ძალიან დამეხმარნენ...

- სწავლის პერიოდში, როგორც ვიცი, მუშაობდი კიდეც...

- მიუხედავად ჩემი დაფინანსებისა, რაშიც შედიოდა კვება, საცხოვრებელი, დაზღვევა, სწავლა, ამერიკა მაინც ძალიან ძვირი ქვეყანაა. თან, ყველაფერთან ერთად, მაქსიმალური გამოცდილება მინდოდა მიმეღო. იქ ყოფნისას ორ ადგილას ვმუშაობდი უნივერსიტეტის ერთ-ერთი კაფეტერიის საცხობში და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ორ სხვადასხვა სფეროში მუშაობა სხვადასხვანაირ გამოცდილებას მმატებდა. ფუნთუშების გამოცხობა, ღუმელთან მუშაობა და ფრანგი მზარეულის ჩხუბი, ხანაც ჩემი ნახელავის შექება, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

სხვა ქვეყანაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, ბევრი უცხოელი სტუდენტი ვიცი, ვისაც გაუჭირდა, ვერ შეეჩვია ამერიკას და ამერიკელებს, მაგრამ მე გავუგე იქაურებს... თავიდან არ მესმოდა მათი და კი დავდიოდი დეპრესიული (იცინის)...

- დაბოლოს, რას ეტყოდით თანატოლებს, იმათ, ვისაც თქვენსავით სურვილი აქვთ უცხოეთში სასწავლებლად წავიდნენ...

- ვისაც სურვილი აქვს იმისი, რომ ამერიკაში და ან ზოგადად უცხოეთში სასწავლებლად დაფინანსებით წავიდეს, მთავარი რჩევა იქნება ის, რომ ისწავლონ კარგად! რომც არ მიიღოთ კარგი ქულები ან რაღაც საგნების სწავლა არ გამოგივიდეთ, მთავარია თქვენმა უნივერსიტეტმა და ლექტორებმა დაინახონ მონდომება. შრომა არასდროს დაიკარგება...

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი