სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმებ კაკულიების საქმე: სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებას და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო
ძმებ კაკულიების საქმე: სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებას და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო

არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი - პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან და­ვი­ნა­ხე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა, ია­რა­ღე­ბი შე­მო­ი­ტა­ნეს და ჩაგ­ვი­დეს, - ამის შე­სა­ხებ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა და­ვით კა­კუ­ლი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჩხრე­კის პრო­ცესს ბი­ნის მე­პატ­რო­ნეც ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს თა­ვად ხე­დავ­და.

"პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან და­ვი­ნა­ხე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა, ია­რა­ღე­ბი შე­მო­ი­ტა­ნეს და ჩაგ­ვი­დეს, ეს ცნო­ბი­ლი პრაქ­ტი­კაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემ­მა ძმა­მაც და­ი­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბი­ნის ჩხრე­კას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და ბი­ნის მე­სა­კუთ­რეც, რო­მელ­საც გა­ვუ­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ "ია­რა­ღე­ბი ჩაგ­ვი­დეს”, თა­ვა­დაც ხე­დავ­და ყვე­ლა­ფერს”, - აღ­ნიშ­ნა და­ვით კა­კუ­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ძმებ კა­კუ­ლი­ებს არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, ასე­ვე, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას ედა­ვე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან, მათ შო­რის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. ბრალ­დე­ბა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ნა­წილ­ში არის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი, რა­საც კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რებთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დათა კა­კუ­ლი­ას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ან­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­ი­კი­თხე­ბა ბი­ნის მე­პატ­რო­ნე, რომ­ლის თვალ­წი­ნაც ჩხრე­კა ჩა­ტარ­და და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვით და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ძმებ კა­კუ­ლი­ებს არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ ჰქო­ნი­ათ შე­ძე­ნი­ლი.

"სა­სა­მარ­თლომ და­საშ­ვე­ბად ცნო რო­გორც დაც­ვის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. დაც­ვის მხა­რე ითხოვ­და გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ამო­რი­ცხვას, რაც არ იქნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქ­ნე­ბა საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის დროს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მო­სა­მარ­თლე აღ­ნიშ­ნულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ გა­ი­ზი­ა­რებს.

ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. ბრალ­დე­ბა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ნა­წილ­ში არის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი, რა­საც კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რებთ პრო­ცეს­ზე. პრო­კუ­რა­ტუ­რას ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რი აქვს გარ­და ერთი მოწ­მი­სა, რო­მელ­საც ჩა­ფხუ­ტში შე­ეძ­ლო ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ამოც­ნო­ბა. საქ­მე­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს მათ მიერ ბრა­ლად შე­რა­ცხულ ქმე­დე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ან­თა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის შემ­ხებ­ლო­ბას, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, რო­გორც კა­კუ­ლი­ე­ბის ოჯა­ხის, ასე­ვე თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ "აბ­სურ­დზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას აღარ აპი­რე­ბენ“.

"კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­გორც კა­კუ­ლი­ე­ბის ოჯა­ხის, ასე­ვე თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ ამ სა­კი­თხზე ბო­ლო­ჯერ იქ­ნე­ბა კო­მენ­ტა­რი. ისი­ნი აბ­სურ­დზე აღარ აპი­რე­ბენ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას. რა შე­კი­თხვე­ბიც ჰქონ­და გა­მო­ძი­ე­ბას, ყვე­ლას პირ­ნათ­ლად უპა­სუ­ხეს. მკვლე­ლო­ბის დროს არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით მტკიც­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ან­თა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
0

ბაბულიკები. სახეებიც როგორი დაყენებული აქვთ.

ნიკოლოზი
6

17 - 17 წელს რომ მოგარჭობენ მერე გაგახსენდებათ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ძმებ კაკულიების საქმე: სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებას და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო

ძმებ კაკულიების საქმე: სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებას და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო

არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული - პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, - ამის შესახებ არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა დავით კაკულიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩხრეკის პროცესს ბინის მეპატრონეც ესწრებოდა, რომელიც ყველაფერს თავად ხედავდა.

"პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში. ჩემმა ძმამაც დაინახა ეს ყველაფერი. ბინის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბინის მესაკუთრეც, რომელსაც გავუმახვილეთ ყურადღება, რომ "იარაღები ჩაგვიდეს”, თავადაც ხედავდა ყველაფერს”, - აღნიშნა დავით კაკულიამ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ სასამართლო პროცესებზე, - ამის შესახებ არაყიშვილის ქუჩაზე, სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დათა კაკულიას ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაიკითხება ბინის მეპატრონე, რომლის თვალწინაც ჩხრეკა ჩატარდა და მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდება, რომ ძმებ კაკულიებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ შეძენილი.

"სასამართლომ დასაშვებად ცნო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაცვის მხარე ითხოვდა გარკვეული მტკიცებულებების ამორიცხვას, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება საქმის არსებითი განხილვის დროს და დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე აღნიშნულ მტკიცებულებებს არ გაიზიარებს.

ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ პროცესზე. პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს გარდა ერთი მოწმისა, რომელსაც ჩაფხუტში შეეძლო ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ მიერ ბრალად შერაცხულ ქმედებას“, - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან ძმები კაკულიების შემხებლობას, ადვოკატის განმარტებით, როგორც კაკულიების ოჯახის, ასევე თავად ბრალდებულების პოზიციაა, რომ "აბსურდზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებენ“.

"კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით როგორც კაკულიების ოჯახის, ასევე თავად ბრალდებულების პოზიციაა, რომ ამ საკითხზე ბოლოჯერ იქნება კომენტარი. ისინი აბსურდზე აღარ აპირებენ კომენტარის გაკეთებას. რა შეკითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველას პირნათლად უპასუხეს. მკვლელობის დროს არ იმყოფებოდნენ საქართველოში, რაც თავად ბრალდებულების განმარტებით მტკიცდება“, - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.