კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჭირო ტერმინები, რომლებიც ტექნიკის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ
საჭირო ტერმინები, რომლებიც ტექნიკის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ

ტექ­ნი­კის სწო­რად შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვიდ­რე ამა თუ იმ ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტთ, მისი მო­ნა­ცე­მე­ბი დე­ტა­ლუ­რად უნდა შე­ის­წავ­ლოთ. თუმ­ცა მო­ნა­ცე­მებ­ში გარ­კვე­ვა მარ­ტი­ვი არ არის და ხში­რად სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი ტერ­მი­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბაც გვი­ჭირს. EcoFlow-ს პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რის მა­გა­ლით­ზე გა­ვიხ­სე­ნოთ და გან­ვი­ხი­ლოთ ტერ­მი­ნე­ბი, რო­მელ­თა ცოდ­ნაც ტექ­ნი­კის შერ­ჩე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ და მათ ყო­ველ­დღი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბას გა­გი­მარ­ტი­ვებთ.

პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი - პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი არის სა­რე­ზერ­ვო კვე­ბის ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც იტე­ნე­ბა უმოკ­ლეს დრო­ში დენ­ზე, მზის პა­ნე­ლი­დან და მან­ქა­ნა­ში, შემ­დეგ კი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით გვა­მა­რა­გებს სა­ა­თე­ბი­სა და დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ის არის ენერ­გო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც სხვა­დას­ხვა მიზ­ნით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბის დროს კი არის სრუ­ლი­ად უხმო და არ გა­მო­ყოფს გა­მო­ნა­ბოლ­ქვს.

გე­ნე­რა­ტო­რი - მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გარ­დაქ­მნის მზის ენერ­გი­ას, ტურ­ბი­ნის ბრუნ­ვას, შიდა წვის ძრა­ვის მუ­შა­ო­ბას ან ნე­ბის­მი­ერ სხვა ენერ­გი­ას ელექტრო­ე­ნერ­გი­ად. ხში­რად პორ­ტა­ტულ ელექტრო­სად­გურ­საც გე­ნე­რა­ტორს უწო­დებს, მაგ­რამ ეს არას­წო­რია, რად­გან ელექტრო­სად­გუ­რი ენერ­გი­ას მხო­ლოდ ინა­ხავს.

მო­ცუ­ლო­ბა - ელექტრო­ე­ნერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც ელე­მენ­ტი აგ­რო­ვებს. ტე­ვა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზო­მოს ვატ სა­ა­თებ­ში (Wh) ან ამ­პერ სა­ა­თებ­ში (Ah).

ამ­პე­რი (А) - დე­ნის ძა­ლის გამ­ზო­მი ერ­თე­უ­ლი. შე­და­რე­ბის­თვის: თუ წარ­მო­იდ­გენთ, რომ წყა­ლი მილ­ში - დე­ნია, ამ­პე­რი გა­მო­სა­ხავს წყლის მო­ცუ­ლო­ბას.

ვოლ­ტი (V) - ძაბ­ვის გა­სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლი. შე­და­რე­ბა რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ, ძაბ­ვა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს წყლის წნე­ვად. ძა­ლი­ან მა­ღალ­მა ძაბ­ვამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს მო­წყო­ბი­ლო­ბა (მა­გა­ლი­თად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უე­ცა­რი გაზ­რდი­სას, ან არას­წო­რად და­კავ­ში­რე­ბის გამო). ტექ­ნი­კის ინ­სტრუქ­ცი­ებ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ტექ­ნი­კის ნო­მი­ნა­ლუ­რი შეყ­ვა­ნის ძაბ­ვას.

ვატი (W) - ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მპხ­მა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სა­ზო­მი, რო­მე­ლიც მი­ე­დი­ნე­ბა მავ­თულ­ში. იზო­მე­ბა ვატ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ერთ სა­ათ­ში. ჩვენს მა­გა­ლითს რომ მივ­ყვეთ, რო­გორც გან­სხვავ­დე­ბა ბა­ღის მილ­სა და სა­ხან­ძრო მილს შო­რის წყლის დი­ნე­ბის სიმ­ძლავ­რე, ისე­თი­ვე სხვა­ო­ბაა წვრილ მავ­თულ­სა და დე­ნის მსხვილ სა­დენს შო­რის.

და­ტენ­ვის ციკ­ლი - სრუ­ლად და­მუხ­ტუ­ლი ბა­ტა­რე­ის დაც­ლა ნუ­ლამ­დე (რაც თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, თა­ვი­დან უნდა აი­ცი­ლოთ) და მისი და­ტენ­ვა ით­ვლე­ბა 1 ციკ­ლად. ანა­ლო­გი­უ­რად, ტე­ვა­დო­ბის 50%-ის გა­ხარ­ჯვა ნა­ხე­ვა­რი ციკ­ლის ტო­ლია.

ელე­მენ­ტის რე­სურ­სი - ელე­მენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის ვადა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ციკ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. ბევ­რჯერ და­მუხ­ტუ­ლი ბა­ტა­რე­ის ტე­ვა­დო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ლებს. ბა­ტა­რე­ას თუ თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ეძ­ლო ემუ­შა­ვე­ბი­ნა ნა­თუ­რა 100 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რე­სურ­სი ჩა­მო­ვა 80 სთ-ზე, შემ­დეგ - 50-ზე და ა.შ. სა­ბო­ლოო დეგ­რა­და­ცი­ამ­დე. ელე­მენ­ტის რე­სურ­სი 500 ციკლში 80%-მდე ტე­ვა­დო­ბით ნიშ­ნავს, რომ შენ შე­გიძ­ლია სრუ­ლად და­მუხ­ტო და და­ცა­ლო ბა­ტა­რეა 500-ჯერ, სა­ნამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­იკ­ლებს 20%-ით.

გა­მო­მა­ვა­ლი სიმ­ძლავ­რე - ეს არის ვა­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნას კვე­ბის ბლოკ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე. თუ თქვე­ნი პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რის ძალა არის 600 ვტ, შე­გიძ­ლი­ათ და­უ­კავ­ში­როთ მას 300 ვა­ტი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რი, მაგ­რამ არა 800 ვა­ტი­ა­ნი ელექტრო ღუ­მე­ლი.

ძაბ­ვის პიკი - აღ­ნიშ­ნავს ენერ­გი­ის მოკ­ლე­ვა­დი­ან მი­წო­დე­ბას. ზოგ­ჯერ ასე­თი პი­კუ­რი მი­წო­დე­ბა სა­ჭი­როა ამა თუ იმ მო­წყო­ბი­ლო­ბი­ას ასა­მუ­შა­ვებ­ლად.

შე­მა­ვა­ლი სიმ­ძლავ­რე - მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, თუ რამ­დენ ვატს იღებს პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი დენ­ცქვი­ტა­დან, მზის პა­ნე­ლი­დან ან სხვა დამ­ტე­ნი წყა­რო­დან. რაც უფრო მა­ღა­ლია შეყ­ვა­ნის სიმ­ძლავ­რე, მით უფრო სწრა­ფად იტე­ნე­ბა ელექტრო­სად­გუ­რი.

X-Boost - EcoFlow-ს მიერ და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, რომ პორ­ტა­ტულ ელექტრო­სად­გურ­ზე და­ვა­ერ­თოთ იმა­ზე უფრო მძლავ­რი ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი მო­დე­ლის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ზღვა­რია.

X-Stream - EcoFlow-ის კი­დევ ერთი და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრაფ და­ტე­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა­ზე მძლავ­რი მო­დე­ლიც კი 0-80%-მდე იტე­ნე­ბა 1 სა­ათ­ში.

მო­ნოკ­რის­ტა­ლუ­რი მზის პა­ნე­ლი - უმაღ­ლე­სი კლა­სის მზის პა­ნე­ლე­ბი გაზ­რდი­ლი ეფექ­ტუ­რო­ბით. აქვს მუქი შავი ფერი.

პო­ლიკ­რის­ტა­ლუ­რი მზის პა­ნე­ლი - და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მზის პა­ნე­ლე­ბი და­ბა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბით. არის მუქი ან ღია ლურ­ჯი ფე­რის.

ჯაჭ­ვი - ცალ­კე­უ­ლი მზის პა­ნე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯაჭვში, რათა წარ­მო­ე­ბუ­ლი მზის ენერ­გია გა­ი­ზარ­დოს.

USB-A - ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი მართკუ­თხა USB პორ­ტი.

USB-C - უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე და კომ­პაქ­ტუ­რი USB პორ­ტი მომრგვა­ლე­ბუ­ლი კი­დე­ე­ბით, სტან­დარ­ტი სმარ­ტფო­ნე­ბი­სა და ლეპ­ტო­პე­ბის­თვის.

XT60 - კო­ნექ­ტო­რი, რო­მე­ლიც აკავ­ში­რებს EcoFlow პორ­ტა­ტულ ელექტრო­სად­გუ­რებს მზის პა­ნე­ლებ­სა და მან­ქა­ნის დენ­ცქვი­ტებ­თან.

MC4 - სტან­დარ­ტუ­ლი მზის პა­ნე­ლის კო­ნექ­ტო­რი, სა­დაც და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ბო­ლო­ე­ბი გა­ყო­ფი­ლია. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პა­ნე­ლე­ბის წრე­ში და­სა­კავ­ში­რებ­ლად და ბა­ტა­რე­ას­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად. EcoFlow მზის დამ­ტენ კა­ბელს აქვს MC4 კო­ნექ­ტო­რი ერთ ბო­ლო­ზე და XT60 კო­ნექ­ტო­რი მე­ო­რე­ზე.

ან­დერ­სო­ნის პორ­ტი - მა­ღა­ლი ძაბ­ვის მუდ­მი­ვი დე­ნის პორ­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კემ­პინ­გის მი­საბ­მე­ლე­ბის ელექტრუ­ლი სქე­მე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

პირ­და­პი­რი და­კავ­ში­რე­ბა - Bluetooth-ის მსგავ­სად, ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უსა­დე­ნოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­ტა­ნად პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი­დან სმარ­ტფონ­ზე Wi-Fi-ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

Infinity პორ­ტი - EcoFlow-ის სა­კუ­თა­რი პორ­ტი, რო­მე­ლიც გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას გა­დას­ცეთ ენერ­გია და ინ­ფორ­მა­ცია DELTA Pro-დან თქვენს სახ­ლთან, ჭკვი­ან და­მა­ტე­ბით ბა­ტა­რე­ას­თან ან სხვა DELTA Pro-სთან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადლობა!
2

ძალიან საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი! ოღონდ, ერთი პატარა შენიშვნაც მაქვს: რას ნიშნავს "დენცქვიტა"? :) ასეთი გაუგებარი ნეოლოგიზმების გამოყენებას, გასაგები ბარბარიზმების გამოყენება ჯობია: იმას მაინც მიხვდები, რაზეა საუბარი.

ავტორი:

საჭირო ტერმინები, რომლებიც ტექნიკის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ

საჭირო ტერმინები, რომლებიც ტექნიკის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ

ტექნიკის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე ამა თუ იმ ელექტრომოწყობილობის შეძენას გადაწყვეტთ, მისი მონაცემები დეტალურად უნდა შეისწავლოთ. თუმცა მონაცემებში გარკვევა მარტივი არ არის და ხშირად სკოლაში ნასწავლი ტერმინების გახსენებაც გვიჭირს. EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის მაგალითზე გავიხსენოთ და განვიხილოთ ტერმინები, რომელთა ცოდნაც ტექნიკის შერჩევაში დაგეხმარებათ და მათ ყოველდღიურ გამოყენებას გაგიმარტივებთ.

პორტატული ელექტროსადგური - პორტატული ელექტროსადგური არის სარეზერვო კვების ელემენტი, რომელიც იტენება უმოკლეს დროში დენზე, მზის პანელიდან და მანქანაში, შემდეგ კი ელექტროენერგიით გვამარაგებს საათებისა და დღეების განმავლობაში. ის არის ენერგო დამოუკიდებელი მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიზნით არის შესაძლებელი. ენერგიის მიწოდების დროს კი არის სრულიად უხმო და არ გამოყოფს გამონაბოლქვს.

გენერატორი - მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის მზის ენერგიას, ტურბინის ბრუნვას, შიდა წვის ძრავის მუშაობას ან ნებისმიერ სხვა ენერგიას ელექტროენერგიად. ხშირად პორტატულ ელექტროსადგურსაც გენერატორს უწოდებს, მაგრამ ეს არასწორია, რადგან ელექტროსადგური ენერგიას მხოლოდ ინახავს.

მოცულობა - ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელსაც ელემენტი აგროვებს. ტევადობა შეიძლება გაიზომოს ვატ საათებში (Wh) ან ამპერ საათებში (Ah).

ამპერი (А) - დენის ძალის გამზომი ერთეული. შედარებისთვის: თუ წარმოიდგენთ, რომ წყალი მილში - დენია, ამპერი გამოსახავს წყლის მოცულობას.

ვოლტი (V) - ძაბვის გასაზომი ერთეული. შედარება რომ გავაგრძელოთ, ძაბვა შეიძლება ჩაითვალოს წყლის წნევად. ძალიან მაღალმა ძაბვამ შეიძლება დააზიანოს მოწყობილობა (მაგალითად, ელექტროენერგიის უეცარი გაზრდისას, ან არასწორად დაკავშირების გამო). ტექნიკის ინსტრუქციებში ყურადღება მიაქციეთ ტექნიკის ნომინალური შეყვანის ძაბვას.

ვატი (W) - ელექტროენერგიის მპხმარების რაოდენობის საზომი, რომელიც მიედინება მავთულში. იზომება ვატთა რაოდენობა ერთ საათში. ჩვენს მაგალითს რომ მივყვეთ, როგორც განსხვავდება ბაღის მილსა და სახანძრო მილს შორის წყლის დინების სიმძლავრე, ისეთივე სხვაობაა წვრილ მავთულსა და დენის მსხვილ სადენს შორის.

დატენვის ციკლი - სრულად დამუხტული ბატარეის დაცლა ნულამდე (რაც თუ შესაძლებელია, თავიდან უნდა აიცილოთ) და მისი დატენვა ითვლება 1 ციკლად. ანალოგიურად, ტევადობის 50%-ის გახარჯვა ნახევარი ციკლის ტოლია.

ელემენტის რესურსი - ელემენტის მომსახურების ვადა გამოიხატება ციკლების რაოდენობით. ბევრჯერ დამუხტული ბატარეის ტევადობა დროთა განმავლობაში იკლებს. ბატარეას თუ თავდაპირველად შეეძლო ემუშავებინა ნათურა 100 საათის განმავლობაში, დროთა განმავლობაში რესურსი ჩამოვა 80 სთ-ზე, შემდეგ - 50-ზე და ა.შ. საბოლოო დეგრადაციამდე. ელემენტის რესურსი 500 ციკლში 80%-მდე ტევადობით ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია სრულად დამუხტო და დაცალო ბატარეა 500-ჯერ, სანამ მაჩვენებლები დაიკლებს 20%-ით.

გამომავალი სიმძლავრე - ეს არის ვატების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება მიმართული იქნას კვების ბლოკთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე. თუ თქვენი პორტატული ელექტროსადგურის ძალა არის 600 ვტ, შეგიძლიათ დაუკავშიროთ მას 300 ვატიანი ტელევიზორი, მაგრამ არა 800 ვატიანი ელექტრო ღუმელი.

ძაბვის პიკი - აღნიშნავს ენერგიის მოკლევადიან მიწოდებას. ზოგჯერ ასეთი პიკური მიწოდება საჭიროა ამა თუ იმ მოწყობილობიას ასამუშავებლად.

შემავალი სიმძლავრე - მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს, თუ რამდენ ვატს იღებს პორტატული ელექტროსადგური დენცქვიტადან, მზის პანელიდან ან სხვა დამტენი წყაროდან. რაც უფრო მაღალია შეყვანის სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად იტენება ელექტროსადგური.

X-Boost - EcoFlow-ს მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პორტატულ ელექტროსადგურზე დავაერთოთ იმაზე უფრო მძლავრი ელექტრომოწყობილობა, ვიდრე კონკრეტული მოდელის რეკომენდებული ზღვარია.

X-Stream - EcoFlow-ის კიდევ ერთი დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალურად სწრაფ დატენას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით ყველაზე მძლავრი მოდელიც კი 0-80%-მდე იტენება 1 საათში.

მონოკრისტალური მზის პანელი - უმაღლესი კლასის მზის პანელები გაზრდილი ეფექტურობით. აქვს მუქი შავი ფერი.

პოლიკრისტალური მზის პანელი - დაბალი ღირებულების მზის პანელები დაბალი ეფექტურობით. არის მუქი ან ღია ლურჯი ფერის.

ჯაჭვი - ცალკეული მზის პანელები შეიძლება იყოს დაკავშირებული ჯაჭვში, რათა წარმოებული მზის ენერგია გაიზარდოს.

USB-A - ყველასთვის ნაცნობი მართკუთხა USB პორტი.

USB-C - უფრო თანამედროვე და კომპაქტური USB პორტი მომრგვალებული კიდეებით, სტანდარტი სმარტფონებისა და ლეპტოპებისთვის.

XT60 - კონექტორი, რომელიც აკავშირებს EcoFlow პორტატულ ელექტროსადგურებს მზის პანელებსა და მანქანის დენცქვიტებთან.

MC4 - სტანდარტული მზის პანელის კონექტორი, სადაც დადებითი და უარყოფითი ბოლოები გაყოფილია. გამოიყენება პანელების წრეში დასაკავშირებლად და ბატარეასთან დასაკავშირებლად. EcoFlow მზის დამტენ კაბელს აქვს MC4 კონექტორი ერთ ბოლოზე და XT60 კონექტორი მეორეზე.

ანდერსონის პორტი - მაღალი ძაბვის მუდმივი დენის პორტი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კემპინგის მისაბმელების ელექტრული სქემების გასაძლიერებლად.

პირდაპირი დაკავშირება - Bluetooth-ის მსგავსად, ის გამოიყენება უსადენოდ ინფორმაციის გადასატანად პორტატული ელექტროსადგურიდან სმარტფონზე Wi-Fi-ის საშუალებით.

Infinity პორტი - EcoFlow-ის საკუთარი პორტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გადასცეთ ენერგია და ინფორმაცია DELTA Pro-დან თქვენს სახლთან, ჭკვიან დამატებით ბატარეასთან ან სხვა DELTA Pro-სთან.