პატიმარი, რომელიც თბილისის დროებთი მოთავსების იზოლატორიდან გაიქცა, პოლიციამ დააკავა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, „ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, რომელმაც დროებითი მოთავსების იზოლატორი თვითნებურად დატოვა, ამჟამად დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება“.