კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბჟანიას სურვილი დაახლოებით ჰგავს "ოცნების“ სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში" - პაატა ზაქარეიშვილი ბჟანიას განცხადებაზე, რომ "აფხაზეთი მზადაა, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს"
"ბჟანიას სურვილი დაახლოებით ჰგავს "ოცნების“ სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში" - პაატა ზაქარეიშვილი ბჟანიას განცხადებაზე, რომ "აფხაზეთი მზადაა, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს"

"ეს არის ბჟა­ნი­ას სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ჰგავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სურ­ვილს გა­წევ­რი­ან­დეს ევ­რო­კავ­შირ­ში, თუმ­ცა ევ­რო­კავ­ში­რი არ გვე­ლო­დე­ბა ჩვენ, უარი გვი­თხრა კან­დი­და­ტო­ბა­ზე", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კურ­მა ექ­სპერ­ტმა, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ას­ლან ბჟა­ნი­ას გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ "აფხა­ზე­თი მზად არის რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფოს შე­უ­ერ­თდეს“.

  • პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფო დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს და აღ­ნიშ­ნულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა "მხო­ლოდ ბჟა­ნი­ამ გა­ა­კე­თა და ის არ გა­უ­კე­თე­ბია არც ბე­ლა­რუსს და არც რუ­სეთს“.

"ერ­თია, რას ამ­ბობს ბჟა­ნია თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და მე­ო­რეა, რამ­დე­ნად გა­მო­ხა­ტავს ამის მზა­ო­ბას რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფო. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­გან რე­აქ­ცია არ არის. ეს არის ცალ­სა­ხად ბჟა­ნი­ას "კე­თი­ლი სურ­ვი­ლი“ და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც არაფ­რით და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არც მოს­კო­ვის და არც მინ­სკის მხრი­დან. მგო­ნია, რომ გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი არის მოს­კო­ვის­თვის, რად­გან მათ პირ­ველ რიგ­ში არ სურთ გა­ა­ფუ­ჭონ ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

მოს­კოვს ძა­ლი­ან აწყობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. რო­გორც მოს­კოვ­მა რე­ფე­რენ­დუ­მის სა­კი­თხი ცხინ­ვალ­ში ჩა­აგ­დო, ისე და­ახ­ლო­ე­ბით ამ ტი­პის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა აფხა­ზე­თის მი­მართ, რად­გან თუ აფხა­ზე­თი გა­წევ­რი­ან­და ამ კავ­შირ­ში, ამით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია მოხ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და ოპო­ზი­ცი­ას მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში და­ა­სა­ბუ­თოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­გორც პრო­რუ­სუ­ლი ძალა და უფრო იოლი იქ­ნე­ბა მისი და­მარ­ცხე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში.

ამ კავ­შირ­ში აფხა­ზე­თის შე­ერ­თე­ბას არა­ვი­თა­რი პლუ­სი არ ექ­ნე­ბა, მას ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ნუ­სი. ბჟა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას პრო­პა­გან­დის­ტულ აფხა­ზურ გან­ცხა­დე­ბად ვთვლი და ჩემ­თვის პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორ გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა ამას მოს­კო­ვი, ხოლო მე­ო­რე რიგ­ში ბე­ლა­რუ­სი. მას მო­უ­წევს სა­ქარ­თვე­ლოს­თან პრობ­ლე­მე­ბი და აწყობს კი ეს? ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომ­შიც კი არ ერ­თვე­ბა, ის დის­ტან­ცირ­დე­ბა რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტის­გან, მარ­თა­ლია, სხვა სა­კი­თხია თუ რამ­დე­ნად გა­მოს­დის და შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. თა­ვის მხრივ, აქ ყა­ზა­ხე­თი და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­აა - ისი­ნი ბე­ლა­რუ­სის ასეთ საქ­მი­ა­ნო­ბას უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სე­ბენ.

ბევ­რი რის­კია რო­გორც რუ­სე­თის­თვის, ისე ბე­ლა­რუ­სის­თვის. რო­გორც აქამ­დე მარ­თავ­დნენ აფხა­ზეთს, ისე მარ­თა­ვენ ახ­ლაც - აფხა­ზე­თის მარ­თვა არის ძა­ლი­ან იოლი. ყვე­ლა­ფე­რი მოს­კო­ვი­დან იმარ­თე­ბა. მო­გე­ბა მოს­კოვს და ბე­ლა­რუსს არ ექ­ნე­ბა, ხოლო ზა­რა­ლი ექ­ნე­ბა ბევ­რი, რად­გან შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყოს მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მელ­საც რუ­სე­თი ვე­ღარ გა­ა­კონ­ტრო­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი მზად არის, შე­უ­ერ­თდეს რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფოს. "სპუტ­ნი­კის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ რუს ჟურ­ნა­ლისტ ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ისე­თი პერ­სპექ­ტი­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რიც არის რუ­სე­თის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო, ბე­ლა­რუ­სი და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლებ­საც სურთ ამ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, ჩვენ სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუ­ჭერთ მხარს ამ იდე­ას და ვიქ­ნე­ბით ამ სა­ხელ­მწი­ფოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რე­ბი. [სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფოს] იდეა არის ჩვენ­თან, აფხა­ზებ­თან ახ­ლოს, ეს ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის“, - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
0

რა სახელს აფუჭებ?! რაო ვეღარ მიწვდი ლუკმას და ნაცი გახდი??? ასე ირყვნება თქვენისთანა მედროვეების სექტა!!!!!

ავთო
0

ფუტურო...

ავტორი:

"ბჟანიას სურვილი დაახლოებით ჰგავს "ოცნების“ სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში" - პაატა ზაქარეიშვილი ბჟანიას განცხადებაზე, რომ "აფხაზეთი მზადაა, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს"

"ბჟანიას სურვილი დაახლოებით ჰგავს "ოცნების“ სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში" - პაატა ზაქარეიშვილი ბჟანიას განცხადებაზე, რომ "აფხაზეთი მზადაა, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს"

"ეს არის ბჟანიას სურვილი, რომელიც დაახლოებით ჰგავს "ქართული ოცნების“ სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირი არ გველოდება ჩვენ, უარი გვითხრა კანდიდატობაზე", - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ასლან ბჟანიას გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "აფხაზეთი მზად არის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს“.

  • პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო დიდი ხანია არსებობს და აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ განცხადება "მხოლოდ ბჟანიამ გააკეთა და ის არ გაუკეთებია არც ბელარუსს და არც რუსეთს“.

"ერთია, რას ამბობს ბჟანია თავისი მოსახლეობისთვის და რუსეთის მოსახლეობისთვის და მეორეა, რამდენად გამოხატავს ამის მზაობას რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო. შესაბამისად, მათგან რეაქცია არ არის. ეს არის ცალსახად ბჟანიას "კეთილი სურვილი“ და პროპაგანდისტული განცხადება, რომელიც არაფრით დასაბუთებული არც მოსკოვის და არც მინსკის მხრიდან. მგონია, რომ გარკვეული რისკები არის მოსკოვისთვის, რადგან მათ პირველ რიგში არ სურთ გააფუჭონ ურთიერთობა საქართველოსთან.

მოსკოვს ძალიან აწყობს "ქართული ოცნების“ ხელისუფლება. როგორც მოსკოვმა რეფერენდუმის საკითხი ცხინვალში ჩააგდო, ისე დაახლოებით ამ ტიპის დამოკიდებულება ექნება აფხაზეთის მიმართ, რადგან თუ აფხაზეთი გაწევრიანდა ამ კავშირში, ამით ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია მოხდება "ქართული ოცნების“ და ოპოზიციას მიეცემა საშუალება, რომ საზოგადოების თვალში დაასაბუთოს "ქართული ოცნება“, როგორც პრორუსული ძალა და უფრო იოლი იქნება მისი დამარცხება არჩევნებში.

ამ კავშირში აფხაზეთის შეერთებას არავითარი პლუსი არ ექნება, მას ექნება ძალიან ბევრი მინუსი. ბჟანიას განცხადებას პროპაგანდისტულ აფხაზურ განცხადებად ვთვლი და ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია როგორ გამოეხმაურება ამას მოსკოვი, ხოლო მეორე რიგში ბელარუსი. მას მოუწევს საქართველოსთან პრობლემები და აწყობს კი ეს? ის ოფიციალურად უკრაინაში მიმდინარე ომშიც კი არ ერთვება, ის დისტანცირდება რუსული პროექტისგან, მართალია, სხვა საკითხია თუ რამდენად გამოსდის და შეუძლია ამის გაკეთება. თავის მხრივ, აქ ყაზახეთი და ცენტრალური აზიაა - ისინი ბელარუსის ასეთ საქმიანობას უარყოფითად შეაფასებენ.

ბევრი რისკია როგორც რუსეთისთვის, ისე ბელარუსისთვის. როგორც აქამდე მართავდნენ აფხაზეთს, ისე მართავენ ახლაც - აფხაზეთის მართვა არის ძალიან იოლი. ყველაფერი მოსკოვიდან იმართება. მოგება მოსკოვს და ბელარუსს არ ექნება, ხოლო ზარალი ექნება ბევრი, რადგან შეიძლება საქართველოში დაიწყოს მოვლენები, რომელსაც რუსეთი ვეღარ გააკონტროლებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

  • შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს. "სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა.

"ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. [საკავშირო სახელმწიფოს] იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, - განაცხადა ბჟანიამ.