კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იატაკქვეშა ანტიპუტინისტური მოძრაობა რუსეთში? - რას წარმოადგენს "ეროვნული რესპუბლიკური არმია", რომელმაც დარია დუგინას მკვლელობაზე აიღო პასუხისმგებლობა და ვინ არის ილია პონომარევი
იატაკქვეშა ანტიპუტინისტური მოძრაობა რუსეთში? - რას წარმოადგენს "ეროვნული რესპუბლიკური არმია", რომელმაც დარია დუგინას მკვლელობაზე აიღო პასუხისმგებლობა და ვინ არის ილია პონომარევი

რუ­სეთ­ში ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ძალა, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟიმს წარ­მა­ტე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და. ყვე­ლა, ვინც მისი ოპო­ნი­რე­ბა გა­ბე­და, ან პა­ტიმ­რო­ბა­შია, ან გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ხო­ბა მხო­ლოდ თვი­თონ რუ­სებს შე­უძ­ლი­ათ და ამ­ბო­ბენ, რომ "ციხე შიგ­ნი­დან უნდა გა­ტყდეს". ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ხოლო ახლა, "რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს" იდე­ო­ლო­გის, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლი­ში­ლის, დარია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ დის­კუ­სი­ამ ამ თე­მა­ზე ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქა.

მით უფრო, რომ მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის "ეროვ­ნულ­მა რეს­პუბ­ლი­კურ­მა არ­მი­ამ" აიღო და გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­ნი­ფეს­ტი, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­ნად­გუ­რე­ბაა.

  • "ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის" მა­ნი­ფეს­ტი

"ჩვენ კა­ნონ­გა­რე­შე ვა­ყე­ნებთ ომის გამ­ჩა­ღებ­ლებს, ყა­ჩა­ღე­ბი­სა და რუ­სე­თის ხალ­ხის მჩაგ­ვრე­ლებს! პრე­ზი­დენტ პუ­ტინს ვა­ცხა­დებთ ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ტო­რად და ომის დამ­ნა­შა­ვედ, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა კონ­სტი­ტუ­ცია, წა­მო­ი­წყო ძმა­თამ­კვლე­ლი ომი სლა­ვურ ხალ­ხებს შო­რის და გაგ­ზავ­ნა რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი უაზ­რო სიკ­ვდი­ლის­თვის.

ჩვენ გვჯე­რა, რომ უუფ­ლე­ბო ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა აჯანყდნენ ტი­რა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. პუ­ტინს გა­და­ვა­ყე­ნებთ და გა­ვა­ნად­გუ­რებთ! ჩვე­ნი მი­ზა­ნია შე­ვა­ჩე­როთ რუ­სე­თი­სა და მისი მე­ზობ­ლე­ბის ნგრე­ვა, შე­ვა­ჩე­როთ კრემ­ლის რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­მე­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც მი­ით­ვი­სეს ჩვე­ნი ხალ­ხის სიმ­დიდ­რე და დღეს და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან ქვეყ­ნის შიგ­ნით და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს უზურ­პა­ტო­რის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბად ვა­ცხა­დებთ. ბიზ­ნეს­მე­ნებს, რომ­ლე­ბიც ფულს კო­რუფ­ცი­ი­თა და ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან კავ­ში­რე­ბით შო­უ­ლო­ბენ, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად და უზურ­პა­ტო­რის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბად ვა­ცხა­დებთ. ვინც არ მო­ი­ნა­ნი­ებს და სა­ჯა­როდ არ ილა­პა­რა­კებს, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მისი ომის წი­ნა­აღ­მდეგ და ისი­ნი თა­ვად გა­ნად­გურ­დე­ბი­ან ჩვენ მიერ. გა­უ­მარ­ჯოს თა­ვი­სუ­ფალ რუ­სეთს!

სა­დაც არ უნდა იყოთ - იბ­რძო­ლეთ ჩვენ­თვის, იბ­რძო­ლეთ ჩვენ­თან, იბ­რძო­ლეთ ჩვენ­ზე უკეთ! გავ­წმინ­დოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სი­ბინ­ძუ­რის­გან! გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი იქ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის სრულ ტექ­სტსაც შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ ბმულ­ზე.

  • რას წარ­მო­ად­გენს "ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მია"?

რო­გორც მე­დი­ა­ში წე­რენ, ეს არის სა­ვა­რა­უ­დო ია­ტაკ­ქვე­შა, პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია რუ­სეთ­ში. რო­გორც "ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის" გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან რუსი აქ­ტი­ვის­ტე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი და პარ­ტი­ზა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ არი­ან. მათი გან­ცხა­დე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში რუ­სე­თის დუ­მის ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა და რუ­სე­თი­დან გან­დევ­ნილ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ილია პო­ნო­მა­რევ­მა წა­ი­კი­თხა, გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტი კი გა­მოქ­ვეყ­ნდა "ტე­ლეგ­რამ­ში" Утро Февраля-სა და "როს­პარ­ტი­ზა­ნის" არ­ხებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ­ხე­ბი ილია პო­ნო­მა­რე­ვის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი.

ილია პო­ნო­მა­რე­ვი

ვინ დგას "ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის" უკან - ამ სა­კი­თხზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ლა­პა­რა­კი ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მას შე­საძ­ლოა, ორ­გა­ნი­ზე­ბას რუ­სე­თი­დან წა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უწევ­დნენ. ასე­ვე, კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ამ მოძ­რა­ო­ბის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლე­ბი არი­ან "ეფეს­ბეს" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მო­საზ­რე­ბას კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იმ მზარდ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც თით­ქოს­და, "ეფ-ეს-ბეში" ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბობს.

ია­ტაკ­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცია მუ­შა­ობს პუ­ტი­ნის ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის დამ­ხო­ბა­ზე. სა­ხე­ლი - "ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მია" პირ­ვე­ლად სწო­რედ ილია პო­ნო­მა­რევ­მა და­ა­სა­ხე­ლა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი დგას არა მხო­ლოდ და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბის უკან, არა­მედ ის არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა იმ აფეთ­ქე­ბა­სა, თუ ხან­ძარ­ზე, რო­მე­ლიც ბოლო დროს რუ­სეთ­ში მოხ­და.

  • ვინ არის ილია პო­ნო­მა­რე­ვი?

ილია პო­ნო­მა­რე­ვი რუ­სე­თის დუ­მის მე­მარ­ცხე­ნე დე­პუ­ტა­ტი იყო და იყო ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც მხარს არ უჭერ­და 2014 წელს ყი­რიმ­ში რუ­სე­თის შეჭ­რას.

ის "ან­ტიკ­რემ­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის“ გამო გა­ა­ძე­ვეს სამ­შობ­ლო­დან, ამ­ჟა­მად კი­ევ­ში ცხოვ­რობს. 2019 წელს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე გახ­და. მარ­ტში, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, მან "ტე­ლეგ­რამ­ზე" გახ­სნა არ­ხე­ბი "თე­ბერ­ვლის დილა“ და "როს­პარ­ტი­ზა­ნი“, სა­დაც რე­გუ­ლა­რუ­ლად ქვეყ­ნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ომის შე­სა­ხებ. ეს სწო­რედ ის არ­ხე­ბია, სა­დაც "ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის" გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა.

პო­ნო­მა­რე­ვის უთან­ხმო­ე­ბა პუ­ტინ­თან დიდი ხა­ნია კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი. ის ამ­ტკი­ცებს, რომ რუ­სეთ­ში არ­სე­ბობს ძი­რძვე­ლი ია­ტაკ­ქვე­შა მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს რუ­სე­თის შიგ­ნით იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას, რომ­ლე­ბიც ომს უჭე­რენ მხარს. და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა კი კრემლს და­არ­წმუ­ნებს ამ მოძ­რა­ო­ბის ძა­ლა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 22 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა გახ­სნა. "დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს და ჩა­ი­დი­ნეს. დამ­ნა­შა­ვე არის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ნა­ტა­ლია ვოვ­კი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1979 წელს", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაჩუბეი
4

მალე ვნახავთ პუტინს ამათი ხელით ამოყირევებულს თავისი ამალით!!

ზაზა
88

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ფაქტია, რომ პუტინს არა მარტო რუსეთის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს არამედ მთელ მსოფლიოშიც უამრავი მხარდამჭერი ჰყავს ჩვეულებრივ ადამიანებს შორის.

ავტორი:

იატაკქვეშა ანტიპუტინისტური მოძრაობა რუსეთში? - რას წარმოადგენს "ეროვნული რესპუბლიკური არმია", რომელმაც დარია დუგინას მკვლელობაზე აიღო პასუხისმგებლობა და ვინ არის ილია პონომარევი

იატაკქვეშა ანტიპუტინისტური მოძრაობა რუსეთში? - რას წარმოადგენს "ეროვნული რესპუბლიკური არმია", რომელმაც დარია დუგინას მკვლელობაზე აიღო პასუხისმგებლობა და ვინ არის ილია პონომარევი

რუსეთში ჯერ არ გამოჩენილა ძალა, რომელიც პუტინის დიქტატორულ რეჟიმს წარმატებით დაუპირისპირდებოდა. ყველა, ვინც მისი ოპონირება გაბედა, ან პატიმრობაშია, ან გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

საზოგადოების ნაწილის აზრით, დიქტატურის დამხობა მხოლოდ თვითონ რუსებს შეუძლიათ და ამბობენ, რომ "ციხე შიგნიდან უნდა გატყდეს". ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხოლო ახლა, "რუსული სამყაროს" იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშილის, დარია დუგინას მკვლელობის შემდეგ დისკუსიამ ამ თემაზე ახალი ძალით იფეთქა.

მით უფრო, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო და გამოქვეყნდა მანიფესტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი მთავარი მიზანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განადგურებაა.

  • "ეროვნული რესპუბლიკური არმიის" მანიფესტი

"ჩვენ კანონგარეშე ვაყენებთ ომის გამჩაღებლებს, ყაჩაღებისა და რუსეთის ხალხის მჩაგვრელებს! პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავურ ხალხებს შორის და გაგზავნა რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს აქვთ უფლება აჯანყდნენ ტირანების წინააღმდეგ. პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ! ჩვენი მიზანია შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევა, შევაჩეროთ კრემლის რამდენიმე ბიზნესმენის საქმიანობა, რომლებმაც მიითვისეს ჩვენი ხალხის სიმდიდრე და დღეს დანაშაულს სჩადიან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს კორუფციითა და ჩინოვნიკებთან კავშირებით შოულობენ, სამშობლოს მოღალატეებად და უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ვინც არ მოინანიებს და საჯაროდ არ ილაპარაკებს, ამ ხელისუფლებისა და მისი ომის წინააღმდეგ და ისინი თავად განადგურდებიან ჩვენ მიერ. გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს!

სადაც არ უნდა იყოთ - იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ჩვენთან, იბრძოლეთ ჩვენზე უკეთ! გავწმინდოთ ჩვენი სამშობლო სიბინძურისგან! გამარჯვება ჩვენი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის სრულ ტექსტსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

  • რას წარმოადგენს "ეროვნული რესპუბლიკური არმია"?

როგორც მედიაში წერენ, ეს არის სავარაუდო იატაკქვეშა, პარტიზანული ორგანიზაცია რუსეთში. როგორც "ეროვნული რესპუბლიკური არმიის" განცხადებაშია აღნიშნული, მის შემადგენლობაში შედიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ არიან. მათი განცხადება სატელევიზიო ეთერში რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა და რუსეთიდან განდევნილმა პოლიტიკოსმა ილია პონომარევმა წაიკითხა, განცხადების ტექსტი კი გამოქვეყნდა "ტელეგრამში" Утро Февраля-სა და "როსპარტიზანის" არხებზე. აღსანიშნავია, რომ ეს არხები ილია პონომარევის მიერაა შექმნილი.

ილია პონომარევი

ვინ დგას "ეროვნული რესპუბლიკური არმიის" უკან - ამ საკითხზე დადასტურებულად ლაპარაკი ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა არსებული ცნობებით, მას შესაძლოა, ორგანიზებას რუსეთიდან წასული მოქალაქეები უწევდნენ. ასევე, კიდევ ერთი ვერსიით, ამ მოძრაობის სულისჩამდგმელები არიან "ეფესბეს" ყოფილი თანამშრომლები, მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს ინფორმაციები იმ მზარდ დაპირისპირებაზე, რომელიც თითქოსდა, "ეფ-ეს-ბეში" ამ დროისთვის არსებობს.

იატაკქვეშა ორგანიზაცია მუშაობს პუტინის ძალადობრივი რეჟიმის დამხობაზე. სახელი - "ეროვნული რესპუბლიკური არმია" პირველად სწორედ ილია პონომარევმა დაასახელა. მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი დგას არა მხოლოდ დარია დუგინას მკვლელობის უკან, არამედ ის არის პასუხისმგებელი ყველა იმ აფეთქებასა, თუ ხანძარზე, რომელიც ბოლო დროს რუსეთში მოხდა.

  • ვინ არის ილია პონომარევი?

ილია პონომარევი რუსეთის დუმის მემარცხენე დეპუტატი იყო და იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც მხარს არ უჭერდა 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრას.

ის "ანტიკრემლური საქმიანობის“ გამო გააძევეს სამშობლოდან, ამჟამად კიევში ცხოვრობს. 2019 წელს უკრაინის მოქალაქე გახდა. მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან "ტელეგრამზე" გახსნა არხები "თებერვლის დილა“ და "როსპარტიზანი“, სადაც რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია ომის შესახებ. ეს სწორედ ის არხებია, სადაც "ეროვნული რესპუბლიკური არმიის" განცხადება გამოქვეყნდა.

პონომარევის უთანხმოება პუტინთან დიდი ხანია კარგადაა ცნობილი. ის ამტკიცებს, რომ რუსეთში არსებობს ძირძველი იატაკქვეშა მოძრაობა, რომელიც ცდილობს რუსეთის შიგნით იმ ცნობილი ადამიანების განადგურებას, რომლებიც ომს უჭერენ მხარს. დარია დუგინას მკვლელობა კი კრემლს დაარწმუნებს ამ მოძრაობის ძალაში.

აღსანიშნავია, რომ 22 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა გახსნა. "დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.