სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოვებენ თუ არა პოლიციელები მასობრივად შსს-ს - რას აცახდებს სამინისტრო?
ტოვებენ თუ არა პოლიციელები მასობრივად შსს-ს - რას აცახდებს სამინისტრო?

შსს-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი სიც­რუ­ეს უწო­დებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე,რომ სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მა­სობ­რი­ვად ტო­ვე­ბენ. რო­გორც შსს-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თა­ნამ­შრო­მელ­თა წას­ვლა და ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ღე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია, ასე­ვე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია ახა­ლი კად­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბი.

"გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, თით­ქოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რი­გებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მა­სობ­რი­ვად ტო­ვე­ბენ, რა­საც უკავ­შირ­დე­ბა უწყე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიც­რუ­ე­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბის სა­პა­სუ­ხოდ, არა­ერ­თხელ გა­ნუ­მარ­ტავს და კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი უწყე­ბაა, სა­დაც 40 000-მდე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­შრო­მელ­თა წას­ვლა და ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ღე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. ასე­ვე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია ახა­ლი კად­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი კონ­კურ­სე­ბის ღიად და გამჭვირ­ვა­ლედ წარ­მარ­თვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 17 აგ­ვის­ტოს, სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში 145 სხვა­დას­ხვა ვა­კან­სი­ის და­სა­კა­ვებ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურსს, იგი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტში მგზავ­რთა და ტრან­სპორ­ტის ნა­კა­დის გაზ­რდით, ასე­ვე, რე­გი­ო­ნებ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდით.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დგომ სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტებ­ში პირ­თა და ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა მა­ნამ­დე არ­სე­ბულ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­და და ამ ეტაპ­ზე საგ­რძნო­ბი ზრდის ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩნე­ვა.

გარ­და ამი­სა, გა­ფარ­თოვ­და ქუ­თა­ი­სის და ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტე­ბი, და­მა­ტე­ბუ­ლია ავი­ა­მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და მკვეთ­რად გაზ­რდი­ლია ავი­ა­რე­ი­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. გაზ­რდი­ლი ნა­კა­დე­ბის უკეთ მარ­თვის მიზ­ნით, რამ­დე­ნი­მე სახ­მე­ლე­თო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­და­კეთ­და. შე­სა­ბა­მი­სად, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად, გა­მუდ­მე­ბით ხდე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის საშ­ტა­ტო გან­რი­გის გა­და­ხედ­ვა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლე­ბის გაზ­რდა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზო­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, ასე­ვე, მგზავ­რთა ნა­კა­დე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად მარ­თვის პრინ­ცი­პით, რე­გუ­ლა­რუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს და მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძობს საშ­ტა­ტო გან­რი­გის ზრდას.

აქვე გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ან მე­დი­ა­გა­მო­ცე­მებ­ში უწყე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ არის იშ­ვი­ა­თი, რო­დე­საც სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ­ღვე­ვენ კა­ნონს და უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის ლე­გა­ლუ­რი უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, მსგავს მო­რა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბელ ფორ­მებს მი­მარ­თა­ვენ.

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ისე, რომ არ ამოწ­მე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრალ­დე­ბის ად­რე­სატ მხა­რეს­თან, და­უ­ბა­ლან­სე­ბელ და გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან სა­კუ­თარ მა­ყუ­რე­ბელს და მკი­თხველს.

მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ მსგავ­სი ცრუ და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ნი­ჰი­ლიზ­მის გაღ­ვი­ვე­ბას, მა­ყუ­რე­ბელ­ში პო­ლი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბე­ბის შექ­მნას და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას“,-ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2012 ში გადაგდებულს_ს
0

შენ რა იყო, ის ლარი მოგცეს ბენზინზე რომ ნაცები ტეხავდნენ? თუ საწვვის ტალონები გაქვს და 1.7ლარად ასხავ ლიტრას? 

შენთან დენი არ გაძვირებულა ნაცების მერე? გაზი? იქნებ ზეთში იხდი ისევ 2.9 ს? თუ უფასო ფულით ყიდულობ ამ ყველაფერს? ევროპა კი არა ისე გაოცდი, რომ კრიმინალი არ გაწუხებს, რადგან მევიდა შენი პრეზიდენტი?

არა ძმა, რა გადაგდებული. ხალხი დაუნახავი, გაუმაძღარი ბრბო ყოფილა. (სარკაზმი)

777
4

ზღაპრებს ნუ ყვებით მართლა სტოვებენ სამსახურს თანამშრომლები, მიდიან ამერიკაში თუ ეგრე არ არის გამოაქვეყნეთ რამდენმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური,რატომ იცით დაფასება არ აქვთ უფროსობა დაუყენეს ლენჩები უწიგნურები რომლებიც მარტო თავის თავზე და რადენიმე თავის მიყვანილ ასევე ლენჩ პოლიციელზე ფიქრობენ,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ტოვებენ თუ არა პოლიციელები მასობრივად შსს-ს - რას აცახდებს სამინისტრო?

ტოვებენ თუ არა პოლიციელები მასობრივად შსს-ს - რას აცახდებს სამინისტრო?

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე,რომ სამინისტროს პოლიციელები მასობრივად ტოვებენ. როგორც შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს პოლიციელები მასობრივად ტოვებენ, რასაც უკავშირდება უწყების მიერ გამოცხადებული კონკურსები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განუმარტავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, იგი განპირობებულია ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით, ასევე, რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდით.

პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება მანამდე არსებულ რეჟიმს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე საგრძნობი ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

გარდა ამისა, გაფართოვდა ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, დამატებულია ავიამიმართულებები და მკვეთრად გაზრდილია ავიარეისების რაოდენობა. გაზრდილი ნაკადების უკეთ მართვის მიზნით, რამდენიმე სახმელეთო გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა გადაკეთდა. შესაბამისად, კვალიფიციური კადრის მოძიების მიზნით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და სიტუაციის შეფასების შედეგად, გამუდმებით ხდება საპატრულო პოლიციის საშტატო განრიგის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში საშტატო ერთეულების გაზრდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაკისრებული ფუნქციებისა და საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების უზრუნველყოფის, ასევე, მგზავრთა ნაკადების ეფექტიანად მართვის პრინციპით, რეგულარულად ახორციელებს და მომავალშიც განაგრძობს საშტატო განრიგის ზრდას.

აქვე გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მხრიდან სატელევიზიო ეთერში ან მედიაგამოცემებში უწყების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი, როდესაც საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები არღვევენ კანონს და უცხო ქვეყანაში ცხოვრების ლეგალური უფლების მოპოვების მიზნით, მსგავს მორალურად მიუღებელ ფორმებს მიმართავენ.

მედიასაშუალებები, ისე, რომ არ ამოწმებენ ინფორმაციას ბრალდების ადრესატ მხარესთან, დაუბალანსებელ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდიან საკუთარ მაყურებელს და მკითხველს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ მსგავსი ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.