საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცამ დამიწერა, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო... ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს" - რას წერს ბექა ყორშია ყოფილ კოლეგაზე?
"ვიღაცამ დამიწერა, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო... ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს" - რას წერს ბექა ყორშია ყოფილ კოლეგაზე?

"მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტი ბექა ყორ­შია ყო­ფი­ლი კო­ლე­გის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ლაშა ნა­კა­ი­ძის შე­სა­ხებ მო­რიგ და რო­გორც თა­ვად წერს, უკა­ნას­კნელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

ჟურ­ნა­ლის­ტი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, რომ მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ნა­კა­ი­ძის მიერ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა დაგ­მო, ამას ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფ­ში კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

"ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში “მა­მა­კა­ცუ­რო­ბის” აღ­ქმა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ატრო­ფი­რე­ბუ­ლია. მა­მა­კა­ცი ცდი­ლობს, სრუ­ლად ფლობ­დეს ქალს - ერთი მხრივ ფლობ­დეს მის სხე­ულს, მე­ო­რე მხრივ - მის ემო­ცი­ებ­ზე ჰქონ­დეს და­წე­სე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი კონ­ტრო­ლი. მა­მა­კა­ცი მუ­დამ სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მტკი­ცე­ბა­შია. თუ გახ­სოვთ, ადრე, წლე­ბის წინ, ერთი სა­სა­ცი­ლო სენ­ტენ­ცია გვხვდე­ბო­და მი­მე­ბად - “კო­ჭებს და­გიხვრეტ და სულ ხე­ლით გა­ტა­რებ” - რაც არ უნდა აბ­სურ­დუ­ლად, სა­სა­ცი­ლოდ, ან გუ­ლი­სამ­რე­ვად ჟღერ­დეს ეს სი­ტყვე­ბი, რე­ა­ლო­ბაა. ასე უყუ­რებს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქალს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უყ­ვარ­დეს კი­დეც, მარა ეს სიყ­ვა­რუ­ლიც ატრო­ფი­რე­ბუ­ლია, ურ­ბა­ნულ ენა­ზე რომ ვთქვათ, “ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­იშ­ვა”, რად­გან იმ­თა­ვით­ვე ძა­ლა­დო­ბა­ზე დგას. ძა­ლა­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი კიდე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ცნე­ბე­ბია.

ახლა ეს რას მო­ვა­ყო­ლე, ვი­ღა­ცამ და­მი­წე­რა კო­მენ­ტა­რებ­ში, ლაშა ნა­კა­ი­ძე თქვე­ნი­ა­ნი იყო და კა­ცუ­რად არ უნდა გა­გე­წი­რა­თო. ეს ე.წ “კა­ცო­ბა” მე სხვა­ნა­ი­რად მეს­მის, მე­გობ­რე­ბო, და ის არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობს ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის, ცე­მის, ტყე­პის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის “გაპ­რა­ვე­ბას”. ის, რა­საც თქვენ “კა­ცო­ბას” ეძა­ხით, ჩემ­თვის სხვა რა­მეს ნიშ­ნავს. რო­გორც მა­მა­ჩე­მი მე­ტყო­და, “უკვე პა­ტა­რა ბიჭი აღარ ხარ, ბექა”, ამ 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა და­მიგ­როვ­და, მათ შო­რის - სა­სიყ­ვა­რუ­ლო. არ­ცერ­თი ჩემი პარტნი­ო­რის­თვის არა­თუ ფი­ზი­კუ­რი, მარ­ტი­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც არ მი­მი­ყე­ნე­ბია. ჩემი “კა­ცო­ბის” და­სამ­ტკი­ცებ­ლად ეს არას­დროს დამ­ჭირ­ვე­ბია. თუ მა­ინც და მა­ინც ძა­ლა­ზე ხარ, ან სა­კუ­თა­რი ეგოს გა­მოკ­ვე­ბა გინ­და, ნა­ძირ­ლე­ბი და­ი­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ზე, შე­ჩე­მა ? თუ ტ..კი გაქვს, მა­გათ ებ­რძო­ლე, მა­გათ გა­უ­ჭე­დე, მა­გათ აფურ­თხე და აგი­ნე, მარა ამას არ იზამ, რად­გან ის ქალი, რო­მელ­საც უყ­ვარ­ხარ და გენ­დო­ბა, ბევ­რად მარ­ტი­ვი და­სა­ჩაგ­რია.

ეს არის ჩემი სულ ბოლო კო­მენ­ტა­რი ამ თე­მა­ზე." - წერს ყორ­შია.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფილ წამ­ყვანს, ლაშა ნა­კა­ი­ძეს, 18 აგ­ვის­ტოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ჯე­მალ კო­პა­ლი­ან­მა ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 აგ­ვის­ტოს, ბრალ­დე­ბუ­ლი ლაშა ნა­კა­ი­ძე გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნის და ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა ა.პ.-ს, ასე­ვე სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში დარ­ტყმით და მჩხვლე­ტა­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და მას­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბულ­მა ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 16 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა), 126 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა) და 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იბერია
2

და ამ ყორშიას სადმე ერთხელ მაინც თუ გაუგენია ასეთი ცნება როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმცია. რავიცი რო კითხო ძმანი მისნი და ალბათ თვითონაც ადამიანის უფლებების გამო ყელს გამოგჭამენ და სანამ კაცს არ მიუსაჯა სასამართლომ რატომ ამბობ ასეთ რამეებს და რატომ იღრბ ხელს. რომ დამტკიცდეს რომ უდანაშაულოა მერე? მარა რა მერე რო ვინმემ მოგთხოვათ რამეზე პასუხი თუ რა. როგორც გინდათ ისე გაქვთ ცხოვრება მორგებული ბიძია

დავით 2101
7

ცოლის გაუპატიურება რა ჟანდაბას ნიშნავს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვიღაცამ დამიწერა, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო... ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს" - რას წერს ბექა ყორშია ყოფილ კოლეგაზე?

"ვიღაცამ დამიწერა, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო... ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს" - რას წერს ბექა ყორშია ყოფილ კოლეგაზე?

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია ყოფილი კოლეგის, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაპატიმრებული ლაშა ნაკაიძის შესახებ მორიგ და როგორც თავად წერს, უკანასკნელ პოსტს აქვეყნებს.

ჟურნალისტი "ფეისბუქში" წერს, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ ნაკაიძის მიერ ქალზე ძალადობა დაგმო, ამას ადამიანების გარკვეულ ჯგუფში კრიტიკა მოჰყვა.

"ჩვენს საზოგადოებაში “მამაკაცურობის” აღქმა აბსოლუტურად ატროფირებულია. მამაკაცი ცდილობს, სრულად ფლობდეს ქალს - ერთი მხრივ ფლობდეს მის სხეულს, მეორე მხრივ - მის ემოციებზე ჰქონდეს დაწესებული ექსკლუზიური კონტროლი. მამაკაცი მუდამ საკუთარი უპირატესობის მტკიცებაშია. თუ გახსოვთ, ადრე, წლების წინ, ერთი სასაცილო სენტენცია გვხვდებოდა მიმებად - “კოჭებს დაგიხვრეტ და სულ ხელით გატარებ” - რაც არ უნდა აბსურდულად, სასაცილოდ, ან გულისამრევად ჟღერდეს ეს სიტყვები, რეალობაა. ასე უყურებს ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ქალს, რომელიც შეიძლება უყვარდეს კიდეც, მარა ეს სიყვარულიც ატროფირებულია, ურბანულ ენაზე რომ ვთქვათ, “ასეთი სიყვარული არ გაიშვა”, რადგან იმთავითვე ძალადობაზე დგას. ძალადობა და სიყვარული კიდე ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.

ახლა ეს რას მოვაყოლე, ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო. ეს ე.წ “კაცობა” მე სხვანაირად მესმის, მეგობრებო, და ის არანაირად არ გულისხმობს ქალზე ძალადობის, ცემის, ტყეპის, გაუპატიურების “გაპრავებას”. ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს. როგორც მამაჩემი მეტყოდა, “უკვე პატარა ბიჭი აღარ ხარ, ბექა”, ამ 27 წლის განმავლობაში უამრავი ურთიერთობა დამიგროვდა, მათ შორის - სასიყვარულო. არცერთი ჩემი პარტნიორისთვის არათუ ფიზიკური, მარტივი სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია. ჩემი “კაცობის” დასამტკიცებლად ეს არასდროს დამჭირვებია. თუ მაინც და მაინც ძალაზე ხარ, ან საკუთარი ეგოს გამოკვება გინდა, ნაძირლები დაილია ამ ქვეყანაზე, შეჩემა ? თუ ტ..კი გაქვს, მაგათ ებრძოლე, მაგათ გაუჭედე, მაგათ აფურთხე და აგინე, მარა ამას არ იზამ, რადგან ის ქალი, რომელსაც უყვარხარ და გენდობა, ბევრად მარტივი დასაჩაგრია.

ეს არის ჩემი სულ ბოლო კომენტარი ამ თემაზე." - წერს ყორშია.

"მთავარი არხის" ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს, 18 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

უწყების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.