თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მათ არ სურთ ახალი ჩერნობილი.
“გამოვთქვით შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერდოღანის თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე ასევე შეფასდა სტამბულის შეთანხმების შედეგად მიღწეული "პოზიტიური ატმოსფეროს მუდმივ მშვიდობად გარდაქმნის შესაძლებლობები".
ერდოღანის თქმით, მთელმა მსოფლიომ დაიწყო შეთანხმების "დადებითი ეფექტების“ შეგრძნება, რამაც უკრაინული მარცვლეულს შავი ზღვის გავლით დანარჩენ მსოფლიოში უსაფრთხო ექსპორტის საშუალება მისცა.
ზელე რა გატრუნულია თურქეთთან! თუმცა ესეც ხომ საქართველო არაა, როგორც უნდა ისე რომ მიმართავს მისი ,,ქვეშევრდომები" საქართველოს ხელისუფლებას და ქართველი ხალხის უმრავლესობას?!😏სამწუხაროა!
მე კი მეგონა ტანმოკლე კლოუნი თურქეთიდან ელჩს გაოიწვევდა EU კანდიდატი თურქეთის მიერ რუსეთზე სანქციებზის დაწესებაზე უარის თქმის გამო)))
მაგრამ რაც ვნახე იყო წიწილასავით წაკუზული ზელე თურქ მართლაც რომ სუპერმენის წინაშე!